სალომე სამადაშვილი - არასდროს გვითქვამს, რომ თამარ ჟვანიას წასვლა შეთანხმების ნაწილი იყო, თუმცა უკეთესი იქნება, ცესკო-ს ახალი თავმჯდომარე თუ ეყოლება

სალომე სამადაშვილი - არასდროს გვითქვამს, რომ თამარ ჟვანიას წასვლა შეთანხმების ნაწილი იყო, თუმცა უკეთესი იქნება, ცესკო-ს ახალი თავმჯდომარე თუ ეყოლება

access_time2021-05-20 14:20:00

მიმაჩნია, რომ ამ ქვეყანაში თამარ ჟვანიამ აღარ უნდა ჩაატაროს არჩევნები, რადგან მნიშვნელობა არ აქვს, ამაზე რას ფიქრობს, „ქართული ოცნება“, – ამის შესაზებ ფრაქცია „ლელოს“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.


დეპუტატის თქმით, პოლიტიკური გარემოსთვის უკეთესი იქნება, თუ ცესკო-ს ახალი თავმჯდომარე ეყოლება.



„ჩვენ არასდროს გვითქვამს, რომ თამარ ჟვანიას წასვლა შეთანხმების ნაწილი იყო. „ქართულ ოცნებას“ აქვს ძალიან მარტივი არჩევანი – ან ჩაატარებენ ისეთ არჩევნებს, რომლის მიმართაც საზოგადოებას ექნება ნდობა და ჩვენ ქვეყანაში აღარ გვექნება უმძიმესი პოლიტიკური კრიზისი, ან შეეცდებიან, რომ ფორმალურად შეასრულონ ის, რაზეც ჩვენ შევთანხმდით და მიიღებენ ისეთ პოლიტიკურ კრიზისს ადგილობრივი არჩევნების შემდეგ, რომელიც ჯერ არ უნახავთ. ჩემი აზრით, პოლიტიკურად მიმაჩნია, რომ ამ ქვეყანაში თამარ ჟვანიამ აღარ უნდა ჩაატაროს არჩევნები, რადგან მნიშვნელობა არ აქვს, ამაზე რას ფიქრობს, „ქართული ოცნება“. საზოგადოების მხრიდან არ არსებობს არანაირი ნდობა მის მიმართ და მის მიერ ჩატარებული არჩევნების მიმართ. ობიექტურ ჭეშმარიტებაზე უფრო მნიშვნელოვანია საზოგადოება როგორ უყურებს ამას. უნდა „ქართულ ოცნებას“, რომ თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ პოლიტიკური კრიზისი მიიღოს კიდევ ერთხელ? ეს მათი არჩევანია. თუ არ უნდათ, მაშინ ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ არჩევნების მიმართ ქვეყანაში იყოს ნდობა. ცხადია, რომ ჟვანიას ჩანაცვლება იმ ადამიანით, ვისაც ნდობა ექნება, ამ ინტერესშია. მიმაჩნია, რომ სისტემის მიმართ ნდობა თუ გვინდა, უკეთესი იქნება, რომ თამარ ჟვანია არ იყოს ცესკო-ს თავმჯდომარე. როგორ წავა, სად წავა და რანაირად, ამას ვერ განვსაზღვრავ. არ მიმაჩნია, რომ ცესკო-ს თავმჯდომარეს გადამწყვეტი ფუნქცია ექნება, რომელსაც ოპოზიციიის წარმომადგენელი ოპოზიციონერი ეყოლება, მაგრამ უკეთესი იქნება პოლიტიკური გარემოსთვის, თუ ცესკო-ს ახალი თავმჯდომარე ეყოლება“, – განაცხადა სამადაშვილმა.


1tv.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up