სალომე ლემონჯავას პერსონალური ბლოგი - ომის შემდეგ დაბადებული - მე სახლი არ მახსოვს - დევნილობის ჩემი „ხუთეული“

სალომე ლემონჯავას პერსონალური ბლოგი - ომის შემდეგ დაბადებული - მე სახლი არ მახსოვს - დევნილობის ჩემი „ხუთეული“

access_time2019-08-10 20:00:22

 სალომე ლემონჯავას ერთი წლის წინ დაწერილი ბლოგი, რომელიც დღესაც და კიდევ დიდხანს იქნება აქტუალური:


მე სახლი არ მახსოვს. ერთი წლის ვიყავი. ფაქტობრივად, ომის შემდეგ დავიბადე. საერთოდ არაფერი მახსოვს, თუმცა კარგად ვიცი დევნილობაში გატარებული ბავშვობა.



საერთო საცხოვრებელი, თავიდან გაჭირვება, მარგინალიზება და სკოლაში მუდმივად ჩემი დევნილობით აპელირება. რელიგიის გაკვეთილები რომ გვქონდა და ლოცვა აუცილებლად უნდა წაგვეკითხა, ყველაზე ხშირად დიდწვერიან, ფაფუკ, მძიმე და ძლევამოსილ არსებას ვთხოვდი, ჩემი კლასელები რომ ცხოვრობენ, ზუსტად ისე მეცხოვრა.



უშუქობა, სკოლიდან შორს ცხოვრება, დიდი ბიბლიოთეკა, მეტროში ან ავტობუსში დევნილის ბარათის გარეშე მგზავრობა, ზაფხულში ჯერ სოფელში და მერე ზღვაზე დასვენება (ზღვაზე კი ვისვენებდი, მაგრამ სოფელი არ მქონდა და ვერ ვიტანდი ყოველ სექტემბერში დასაწერ თავისუფალ თემას „სად გავატარე ზაფხული“). კიდევ ვოცნებობდი არ მეცხოვრა საერთო საცხოვრებელში, ჩემი მშობლები ომგამოვლილები არ ყოფილიყვნენ და მამაჩემს მეგრული აქცენტი არ ჰქონოდა. ჩემი კლასელებისნაირი მშობლები მინდოდა მყოლოდა და მეც ჩემი კლასელებისნაირი მინდოდა ვყოფილიყავი.



ომს ტკივილი არ მოუყენებია ჩემთვის. ერთი ბეწო ტკივილიც არ მახსენდება, რადგან მოგონება ცარიელია. ბავშვობაც დევნილობის მიუხედავად ოჯახში გადასარევი მქონდა (არაფრით ნაკლები სხვებზე და არაფრით მეტი). მამა მალევე წავიდა მოსკოვში, მუშაობა დაიწყო და ფულს ყოველთვის გვიგზავნიდა. სამაგიეროდ, მე-7 კლასამდე ჩემმა სკოლამ ყველაფერი გააკეთა კოპლებიანი კაბის მაგივრად კომპლექსიანი კაბები მცმოდა. ხოდა ახლა ის მონაკვეთები მინდა ჩემს კლასელებს და მასწავლებლებს გავახსენო, არასდროს რომ არ უნდა გაიმეორონ.



მონაკვეთი 1-ლი:


-დირექტორი: თქვენს ბავშვს მთაწმინდის სკოლაში ვერ ავიყვანთ. შეიყვანეთ ვაშლიჯვრის სკოლაში (იქ დევნილი ბავშვები სწავლობენ);


- დედაჩემი: ბავშვი მთაწმინდაზე ცხოვრობს, აქაა ჩაწერილი და უფლება აქვს თქვენთან სწავლობდეს;


- დირექტორი: მაშინ პირველ-პირველში არა, პირველ-მეექვსეში დაჯდეს და მერხი თავად შეუძინეთ;


- დედაჩემი: სადაც უკვე მოხვდა იქ იქნება, თქვენ კი განცხადება დამიწერეთ კონკრეტულად რა პრეტენზია გაქვთ და განათლების სამინისტროში წარვადგენ.


ამ ისტორიას მამა იხსენებს ხოლმე, რადგან ჩუმად კარს მიღმა იდგა და საუბარს უსმენდა. ვაი, და დირექტორი არ დათანხმდეს... (საქმეს ალბათ სხვაგვარად გაარჩევდა)


ასე მოვხვდი პირველის-პირველში; მაშინ საუკეთესო კლასში. სულ მასწავლებლების შვილები და „ნარჩევი“ ბავშვები იყვნენ.


მონაკვეთი მე-2:


თვეში ერთხელ ჩვენს 45 მოსწავლიან კლასში, შუა გაკვეთილზე უცებ უცხო ადამიანი შემოდიოდა და კითხულობდა:



„აღრიხვა გვაქვს. ვინ არის თქვენში ლტოლვილი? ფეხზე წამოდგეს“


მარტო მე ვიყავი.


მონაკვეთი მე-3


ყოველი წლის სექტემბერი, გარდა იმისა რომ ვწერდით თავისუფალ თემას და მე არ მიყვარდა ეს დღე, ერთ-ერთი წელი მაინც განსაკუთრებით დავიმახსოვრე. დამრიგებელი ტრადიციისამებრ გოგო-ბიჭებს აწყვილებდა, ვინ მოხვდებოდა ერთ მერხზე. ს.ბ.-თან მოვხვდი და უცებ წამოიყვირა - „არ მინდა ამასთან, ეს ლტოლვილია“. თამრიკო მასწავლებელმა ერთი კარგი დაუყვირა და მიჩუმდა.


მონაკვეთი მე-4


აღრიცხვის მსგავსად ერთ დღეს, მოგვიანებით მივხვდი რომ მშვენიერი დღე არ იყო, უცნობები შემოვიდნენ ჩვენს კლასში და მე გამიყვანეს. შევედი ჩვენი სკოლის საკონცერტო დარბაზში, სადაც ჩემს მსგავსად კიდევ უამრავი ბავშვი ასაკის მიხედვით ჩამწკრივებული იყო რიგებში. გაოცებული შევხედე საჩუქრის ყუთებს, რომელიც ძალიან ბევრი და ფერადი იყო. ამ ყუთებს გვირიგებდნენ რიგრიგობით. შიგნიდან რომ მთლიანად მიხარია და თან არ მინდა შევიმჩნიო, ისეთი დავბრუნდი კლასში. ჩემმა მასწავლებლემა გადაწყვიტა ყველას ერთად დაგვეთვალიერებინა საჩუქრები. ყუთში უცხოელი ბავშვისგან (მგონი იტალიიდან) გამოგზავნილი მიკი-მაუსიანი წინდები, ფერადი ფანქრები, საშლელი, სურნელოვანი საპონი და ფურცლები, სტიკერები და სამაგრი იდო. კიდევ მგონი რაღაც სამაჯური.


-მასწავლებელი: როგორი ლამაზი ფანქრებია (და მთელ კლასს აჩვენებს). მეც მომწონს;


-ისევ მასწავლებელი: ნახეთ რა ლამაზი წინდებია. გრძელი და მიკი-მაუსიანი.ფეხები თბილად გექნება;


ჩემი კლასელი ჯუნა: ეეე, მეც მინდა დევნილი ვიყო;


მასწავლებელი: სუ, გაჩუმდი. ღმერთმა დაგიფაროს.


მერე დაფასთან მიმიყვანა და ჩემი გულირიფშის სახლი დახატა. დიდი და აივნებიანი. გვერდზე პატარა ერთი ოთახი მიუხატა და ბავშვებს მიმართა:


„აი, ბავშვებო ასეთ დიდ სახლში ცხვრობდა სალომე. ისეთში კი არა თქვენ რომ ახლა ცხოვრობთ ბინებში, არამედ ეზოიან სახლში. ახლა კი აი, მარჯვნივ რომ ხატია, ასეთ პატარა ოთახში ცხოვრობს მთელი ოჯახი“.


(აქვე რაღაც მინდა გავნმარტო. რატომღაც მათ ეგონათ, რომ გაჭირვებაში ვიზრდებოდი. არადა, პირველი წლების შემდეგ, რაც არც კი მახოვს, საერთოდ არ გვიჭირდა. ეს „ლტოლვილობა“ მიშლიდა ხელს, თორემ მეტი არაფერი)


მონაკვეთი მე-5


ქართულის გაკვეთილი.


-ქართულის მასწავლებელი: ვინ არ წაიკითხა გალაკტიონი?


რამდენიმეს არ ჰქონდა წაკითხული, მათ შორის ერთ-ერთი მე ვიყავი ობიექტური მიზეზით.


-მე: არ მაქვს გალაკტიონის წიგნი მასწ. და ვერც ვიშოვე გუშინ;


-ქართულის მასწავლებელი: მე არ ვიცნობ ქართულ ოჯახს, რომლის სახლშიც გალაკტიონი არ დევს.


გალაკტიონი მართლა ყველას აქვს ალბათ და ახლა მეც მაქვს, მაგრამ მაშინ ბევრი წიგნი საერთოდ არ მქონდა. ჩემს მშობლებში ვხედავდი პრობლემას. კითხვა არ უყვართ და განათლებულები არ არიან-მეთქი, ვასკვნიდი ჩემთვის. რეალური ამბავი კი ის იყო, რომ ომმა ბიბლიოთეკაც თან დაიტოვა. მერე უკვე ეტაპობრივად, დავალების მიხედვით თავისუფლების მეტროსთან ვყიდულობდით ხოლმე წიგნებს. ჯანდაბა, უბრალოდ გალაკტიონის ყიდვა წინა დღეს ვერ მოვასწარით. ასე დავიწყეთ თავიდან ბიბლიოთეკის გამდიდრება. დღეს, რომ ჩემი მასწავლებელი ჩემთან მოვიდეს - იცით, რა მაგარი წიგნები მაქვს?!


ჩემი 5 მონაკვეთით (კიდევ მაქვს, მაგრამ „ხუთეულს“ დავჯერდები) იმის თქმა მინდა, რომ დღეს, 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, ბევრი გადაცემა გავა ეთერში, ვიდეო დაიდება როგორ იხსენებენ ცნობილი ადამიანები აფხაზეთში გატარებულ წუთებს. მე კი არაფერი მახსოვს, რადგან, ფაქტობრივად, ომის შემდეგ დაბადებული ვარ. ხოდა, ისტორია მაინც მაქვს.


„ხუთეულის“ გარდა, სკოლაში ბევრი რამ ხდებოდა კარგი. ბევრს ვუყვარდი და დღემდე ვგრძნობ ამ დამოკიდებულებას. ვინმეს უმადური არ ვეგონო. უბრალოდ ეს ჩემი დევნილობის მოგონებაა და კიდევ იმისი, რომ მიუხედავად ბავშვობის აუტანელი ოცნებებისა, ჩემმა დედიკომ და მამიკომ ისე შემაყვარა სახლი, ოცნება შემეცვალა.


ვგიჟდები ჩემს ოჯახზე, სოხუმზე, დრანდაზე, გულირიფშიზე და ყველასავით გაუაზრებლად ან გააზრებულად დაბრუნების გარდა, კიდევ ვოცნებობ საკუთარი პროფესიით ჩავიდე იქ. ახალი ისტორია მექნებოდა მოსაყოლი.


ნივთი არაფერი მაქვს სამახსოვრო. ეს ერთი ფოტოა და კიდევ ორი სახლში მიდევს. ერთადერთი, რამდენიმე წლის წინ ჩვენი სახლის ახალმა აფხაზმა მეპატრონეებმა ფოტო გამოგვიგზავნეს — ჩვენი სახლის ფონზე დგანან და გვიღიმიან.



სახლი არავის დაუწვია.

#27სექტემბერი

#სოხუმისდაცემისდღე

#დევნილობა





#ლიბერთიგულით პროგრამა პენსიონერებისთვის ზაფხულის დღეებში გრძელდება

#ლიბერთიგულით პროგრამა პენსიონერებისთვის ზაფხულის დღეებში გრძელდება
access_time2020-07-16 14:00:39
დღეიდან, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე პენსიონერებისთვის ლიბერთი ბანკისა და კომპანია „აქვა გეო"-ს ერთობლივი საზაფხულო აქცია იწყება. ლიბერთი ბანკის სპეციალურად შერჩეულ 25, ყველაზე მეტად დატვირთულ ფილიალთან, ბანკის მომხმარებლებს სასმელი და გაზირებული მინერალური წყლებით გაუმასპინძლდებიან.   პანდემიის გამო, ჯანდაცვის რეკომენდაციების  გათვალისწინებით, ბანკის სერვისცენტრებში მხოლოდ განსაზღვრული ადამიანების თავშეყრაა დასაშვები. გარეთ კი ცხელა, და მომხმარებლებისთვის კომფორტის...

„თუ კანონპროექტში ცვლილება არ შევა ჯანდაცვის სამინისტრო დაკარგავს თავის რეალური ფუნქციას და კლინიკების წინაღმდეგ სადამსჯელო რაზმად გადაიქცევა“ - კობერიძე გაბუნიას

„თუ კანონპროექტში ცვლილება არ შევა ჯანდაცვის სამინისტრო დაკარგავს თავის რეალური ფუნქციას და კლინიკების  წინაღმდეგ სადამსჯელო რაზმად გადაიქცევა“ -  კობერიძე გაბუნიას
access_time2020-07-16 15:45:09
„თუ კანონპროექტში ცვლილება არ შევა, ჯანდაცვის სამინისტრო გაიზიარებს იმ ტენდენციას, რაც მარეგულირებლებს აქვს, რომ მაქსიმალურად გააკონტროლოს ბიზნესი“, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ სესიის პლენარული სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, მარეგულირებელს რეალურად ეძლევა  საშუალება, რომ თავისი შეხედულების მიხედვით, ცუდი განზრახვების პირობებში კლინიკის საქმიანობა შეაჩეროს. დამოუკიდებელი დეპუტატმა კითხვები ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს, თამარ გაბუნიას...

კობა გვენეტაძე - „ფულადი გზავნილების 17.8%-იანი გაზრდა, ეკონომიკურ აქტივობას გამოაცოცხლებს“

კობა გვენეტაძე - „ფულადი გზავნილების 17.8%-იანი გაზრდა, ეკონომიკურ აქტივობას გამოაცოცხლებს“
access_time2020-07-16 14:00:33
„ივნისში ფულადი გზავნილები წინა წელთან შედარებით გაიზარდა. როგორც ამავე საკითხთან დაკავშირებულ წინა პოსტში აღვნიშნე, დადებითი ტენდენციები ამ მაჩვენებლის დინამიკაში მნიშვნელოვანი და კარგი ფაქტია, რადგან ეს იმას ნიშნავს, რომ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი იმდენად გაუარესებული არ გვექნება, როგორც ეს პანდემიის დასაწყისში ჩანდა. ეს კი, თავის მხრივ, ეკონომიკური აქტივობის გამოცოცხლებასა და პანდემიის დასაწყისში მოსალოდნელთან შედარებით უფრო მყარ ლარსაც ნიშნავს“, — ამის...

კურორტ ბაკურიანის უკეთ მართვის მიზნით, ბორჯომის მუნიციპალიტეტი საჯარო სამართლის იურიდიულ პირს დააფუძნებს

კურორტ ბაკურიანის უკეთ მართვის მიზნით, ბორჯომის მუნიციპალიტეტი საჯარო სამართლის იურიდიულ პირს დააფუძნებს
access_time2020-07-16 12:20:23
ბორჯომის მუნიციპალიტეტი პირველია, რომელსაც საქართველოს მთავრობამ უფლება მისცა შექმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი კურორტ ბაკურიანის ეფექტურად მართვის მიზნით. ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. „ამ უფლების განსახორციელებლად, პირველ ეტაპზე, დაბა ბაკურიანი და სოფელი მიტარბი განისაზღვრა იმ დასახლებათა ერთობლიობად, რომელშიც ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო დააფუძნებს ახალ მართვის ორგანოს. 2019...

ღვინის ფალსიფიკაციის პრობლემა არა უცხოელი ექსპერტის შემოყვანით, არამედ ღვინის ეროვნული სააგენტოს აქტიური მუშაობით მოგვარდება

ღვინის ფალსიფიკაციის პრობლემა არა უცხოელი ექსპერტის შემოყვანით, არამედ ღვინის ეროვნული სააგენტოს აქტიური მუშაობით მოგვარდება
access_time2020-07-16 11:00:55
„ღვინის ინდუსტრიის დიდი ნაწილი მუშაობს ხარისხზე და ქართული ღვინის მაღალ ფასიან სეგმენტში აყვანას ცდილობს. პირობითად რომ ვთქვათ, მათ უნდათ, რომ 1 მილიონი ბოთლი გაყიდონ 10 დოლარად. მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც ღვინის „გაბევრებით“ არიან დაკავებული. ეს ორი კონცეფცია ერთმანეთს ეჯახება. მე პირადად შეთავაზებული მაქვს ინსტრუმენტები, რაც ხარისხის კონტროლის პროცესში საერთაშორისო კომპანიის ჩარევას გულისხმობს. სამწუხაროდ, ამ საკითხის მუდმივი გადავადება ხდება“, - ამის შესახებ „ისთ გეით...


მსგავსი სიახლეები

up