სალომე ლემონჯავას პერსონალური ბლოგი : მე უკრაინელი ვარ - პარლამენტში დღევანდელი „ტანცი-შმანცი“ ჩვენი ბრალია

სალომე ლემონჯავას პერსონალური ბლოგი : მე უკრაინელი ვარ - პარლამენტში დღევანდელი „ტანცი-შმანცი“ ჩვენი ბრალია

access_time2019-06-20 19:30:05


მე უკრაინელი ვარ


უცნაურად იწყება ალბათ ეს ბლოგი. გამოდის, ქართველობაზე უარს ვამბობ და სხვა ქვეყანას ვეთაყვანები თუ ვეპოტინები. არა, ეს იძულებითია, ამიტომ მნიშვნელობა აქვს ვინ განმსჯის...


სამშობოლოს სიყვარული მე ამგვარად მესმის:


სოციუმი, გარემო, ხედვა და ღირებულებები, რომელთანაც თავს აიგივებ და შენს იდენტობას აკავშირებ.
ხოდა, მე ამ ყველაფერს უკრაინასთან უფრო ვაიგივებ, ვიდრე საქართველოსთან.


ამ ბოლო ორ დღეში საბოლოოდ, ჩამოვყალიბდი - დღეს, როდესაც საქართველოს პარლამენტის ტრიბუნიდან რუსეთის დუმის დეპუტატი, კომუნისტური პარტიიდან სერგეი გავრილოვი რუსულად მოგვესალმა და დაობებული და საბჭოთა კავშირისთვის დამახასიათებელი გამომეტყველებით გაგვიღიმა.


და გუშინ, როდესაც უკრაინის ელჩმა საქართველოში, იგორ დოლგოვმა ცერემონიების სასახლე, სადაც მართლმადიდებელ დეპუტატთა ასამბლეა რუსი დეპუტატების მონაწილეობით მიმდინარეობდა პროტესტის ნიშნად დატოვა.


„რუს პოლიტიკოსებს, რომლებიც ოკუპანტები არიან, როგორც უკრაინისთვის, ისე საქართველოსთვის, მსგავს ფორუმებში მონაწილეობის მიღების უფლება არ უნდა მიეცეთ,“ - ესაა უკრაინელი დიპლომატის პასუხი.


და მაინც რატომ უკრაინა?


პირველ რიგში, იმიტომ, რომ იქ საზოგადოების თითქმის სრულ უმრავლესობას საერთო პოზიცია აქვს. ყველა ფიქრობს და დაუფარავად ამბობს, რომ რუსული არაფერი უნდა - არც შოკოლადი, არც მუსიკა, არც ურთიერთობა და მითუმეტეს არც პოლიტიკა, არც ქალები და არც „ტანცი-შმანცი“.




რამდენიმე დღის წინ კიევში ვიყავი ადგილობრივი მუსიკის საერთაშორისო ფესტივალზე (O-Fest Festival). მონაწილობას 15-ზე მეტი ქვეყანა იღებდა (რუსეთი ჩამონათვალში არც წელს და არც ოკუპაციის შემდეგ, არასდროს ყოფილა). ბევრი უკრაინელი გავიცანი და აბსოლუტურ უმრავლესობას რუსეთზე ლაპარაკიც კი არ სურს. ეს თემა იმდენად დახურულია, რომ საერთოდ არ განიხილება არც კულტურული და არც პოლიტიკური თვალსაზრისით.



მოულოდნელი აღმოჩნდა ადგილობრივი რადიო მაუწყებლობის რეაქციაც - ფესტივალის მონაწილესთან საქართველოდან (ჩემი ქმარია გიორგი ცხადაძე) ჟურნალისტს ინტერვიუს ჩაწერა უნდოდა. გიორგის თავისუფლად მხოლოდ ინგლისურად შეეძლო საუბარი, ამიტომ ჟურნალიტს შევთავაზე რუსულად მე გითარგმნით-მეთქი. მან კი მიპასუხა - ჩვენი რედაქციის კატეგორიული მოთხოვნაა, თუნდაც ასეთ შემთხვევაში, ოკუპანტის ენა არ გამოვიყენოთ.


საღამოს, O-Fest-ის ყველა მონაწილე რესტორანში წავედით. მუსიკა ყველა ენაზე უკრავდა, ქართულად გაიჟღერა ნინო ქათამაძის ცნობილმა სიმღერამ - იები. თავადაც ხვდებით, რომ რუსული სიმღერის ადგილი იქ არ ყოფილა.


მსგავსი ამბავი ბევრია მოსაყოლი. რა თქმა უნდა, იქაც იქნებიან ლოიალურად განწყობილი ადამიანები და ალბათ, პოლიტიკურ წრეებშიც ტრიალებს პრორუსული გაერთიანებები, მაგრამ ეს ამინდს არ და ვერ ქმნის. უკრაინაში ტემპერატურა რადიკალურია.


და რა ხდება საქართველოში?


აეროპორტიდან გამოსული ტაქსში ვჯდები და პირველი რუსული, გამკივანი მელოდია მეჯახება. ვაპროტესტებ, ქართველი ვაჟკაცი მძღოლი გაოცებული და გაბრაზებულია. ხმას უწევს ქვევით და მაინც მთელი გზა ოკუპანტთა მუსიკით ტკბება. ეს ხომ ერთეული შემთხვევა არაა... 


რესტორნებიდან გამოსული ხმამაღალი რუსული სიმღერები, ყოველწამს მახსენებს, რომ ჩემი ქვეყანა ოკუპირებულია. ჩემს სახლში, სოხუმში, უცხო ხალხი ცხოვრობს და ენგურზე და სამაჩაბლოში რუსის ჯარი დგას ...


ვებრძვით „თბილისი პრაიდს“, ვებრძვით ირანელებს, თურქებს, აზებაიჯანელებს. სოციალურ ქსელებში გამოვდივართ ფსევდოპატრიოტული სულისკვეთებით გაჟღენთილი მაღალფართოვანი სიტყვებით და გავიძახით რომ „ქართველობას გვართმევენ“. ბრმად მივყვებით „ქართული მარშის“ მიერ ორგანიზებულ შეკრებებს, მიუხედავად იმისა ვინ და ვისი ინტერესები დგას მის უკან. მოგვწონს ჩოხა გადაცმული ქართველი ვაჟკაცები, რომლებიც არასდროს გვინახავს საოკუპაციო ხაზთან. ვგიჟდებით გმირულ სიმღერებზე და ერთმანეთს ვეჯიბრებით ქვეყნის სიყვარულში, ძირითადად ჭიქით ხელში (ღმერთმა დამიფაროს მეც და საქართველოც ყველას რომ ვგულისხმობდე).

ყველაფერს ვეპოტინებით მთავარი ამბის გარდა - რუსეთი მარტო საქართველოს 20 %-ში კი არ არის ოკუპანტი; ჩვენი ტვინის, ხედვების, ღირბულებების, იდენტობის ოკუპანტია.


თავისუფლების მტერია.



ქრისტეს სიყვარული ხომ საერთოდ არ ნიშნავს რელიგიურად დაახლოებული ოკუპანტი ერის სიყვარულს (ეს უკეთ ესმის იმ ქვეყანას, მე რომ ვეპოტინები).


ქრისტე ისედაც სიყვარულია.



რადგან ეს ბლოგი პირადი სივრცეა და მაქვს ყველაფრის უფლება, ვიტყვი, რომ საქმე ზუსტად ურთიერთობებსა და დამოკიდებულებაშია.


თუ ჩამოსულ რუს ტურისტს მუდმივად (არამარტო წარწერებით) და დაუფარავათ ვეტყვით, რომ ოკუპანტია; თუ ჩვენი ქვეყნის ტემპერტურა უკრაინასავით რადიკალური გახდება და თუ ერთიანი პოზიცია გვექნება, მინიმუმ დღეს საქართველოს პარლამენტში, საპარლამენტო ქვეყნის პირველი პირის ადგილს, დროებით მაგრამ მაინც გავრილოვს ვერც დავინახავდით და ვერც დავუშვებდით .


პარლამენტში დღევანდელი „ტანცი-შმანცი“ (დამეთანხმეთ რომ გადასარევი სიტყვაა და ზუსტად ასახავს რელობას) ჩვენი ბრალია.


ამიტომ, მე ასეთი ქართველობა არ მინდა.


მრცხვენია.


#რუსეთიოკუპანტია
#საქართველოს20%ოკუპირებულიარუსეთისმიერ






საქართველოში პირველი 24/7 აუთსორსინგული ქოლ ცენტრი K•Call-ი რუსთავში ახალ ფილიალს ხსნის

საქართველოში პირველი 24/7 აუთსორსინგული ქოლ ცენტრი K•Call-ი რუსთავში ახალ ფილიალს ხსნის
access_time2019-09-15 17:00:43
კომპანია K•Call-ი ქოლ ცენტრის მომსახურებას დისტანციურად ახორციელებს 24 საათიან რეჟიმში და მათი საქმიანობა ძირითადად გულისხმობს კომპანიებისთვის ხარჯების შემცირებასა და რესურსების სწორად გადანაწილებას. კომპანია აქტიურად თანამშრომლობს როგორც მცირე, ისე საშუალო და მსხვილ ბიზნესებთან.  K•Call -ი წარმოადგენს მარკეტინგული კომპანია  Sales Partner...

ვასილ სოფრომაძე - არ ვაპირებ საგანგებო სიტუაციების სამსახურის მოთხოვნის შესრულებას და სასამართლოში სარჩელი შემაქვს

ვასილ სოფრომაძე - არ ვაპირებ საგანგებო სიტუაციების სამსახურის მოთხოვნის შესრულებას და სასამართლოში სარჩელი შემაქვს
access_time2019-09-15 13:30:08
არ ვაპირებ საგანგებო სიტუაციების სამსახურის მოთხოვნის შესრულებას და სასამართლოში სარჩელი შემაქვს,- ამის შესახებ ბიზნესმენი ვასილ სოფრომაძე ვიდეომიმართვაში საუბრობს, სადაც სახანძრო უსაფრთხოების საკითხზე მისი კომპანიის მიმართ განხორციელებულ მოქმედებებს განიხილავს. ბიზნესმენი ხელისუფლებას ურჩევს, ეს თუ ის ნორმა ევროპული გამოცდილებიდან აიღოს და არა საბჭოთა კავშირის წესებიდან. „ფრესკოს“ ყველა ობიექტი მიღებულია ექსპლუატაციაში კანონის დაცვით. ამ ხნის...

როგორ ააშენა Alibaba-ს დამფუძნებელმა მრავალმილიარდიანი ბიზნესი ჩინეთში

როგორ ააშენა Alibaba-ს დამფუძნებელმა მრავალმილიარდიანი ბიზნესი ჩინეთში
access_time2019-09-15 16:00:15
Alibaba Group-ის დამფუძნებელმა ჯეკ მამ 10 სექტემბერს, 55-ე დაბადების დღეს, დატოვა მის მიერ შექმნილი ტექნოლოგიური გიგანტის დირექტორთა საბჭოს თავჯდომარის პოსტი... მილიარდერმა, რომელიც ჯერ იყო ინგლისური ენის მასწავლებელი, მანამდე კი - ენერგიულ ბიჭი, რომელიც ქუჩაში დასდევდა ინგლისურენოვან ტურისტების ენის შესწავლისთვის, შეასრულა დავოსის ეკონომიკური ფორუმის დროს მიცემული დაპირება - „სამყარო იმდენად მშვენიერია, რომ არ მესმის, რატომ უნდა ვიყო მუდამ...

ახალგორელები საოკუპაციო ადმინისტაციის ხელმძღვანელს მიმათავენ

ახალგორელები საოკუპაციო ადმინისტაციის ხელმძღვანელს მიმათავენ
access_time2019-09-15 14:00:32
ახალგორის მოსახლეობა  ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტს ანატოლი ბიბილობს თხოვნით მიმართავს არ დაიხუროს საზღვარი საქართველოსთან. წერილში ნათქვამია, რომ ეს გზა აუცილებელია ახალგორელებისთვის. „ჩვენს რაიონში არის ბერვი ონკოდაავადებული და მათი უმრავლესობა მკურნალობს თბილისში. არიან ავადმყოფები, რომლებსაც ესაჭიორებათ სასწრაფო ოპერაცია. შეუძლებელია ყველა პრობელმის ჩამოთვლა. ჩვენ ვერ მიგვაქვს ჩვენი ხმა ადგილობრივ ხელმძღვანელობამდე და...

მეთიუ ბრაიზა: ვფიქრობ, საქართველოს მთავრობა საკმარისად ჭკვიანია, ისწავლოს 2003 და 2007 წლების გაკვეთლებიდან, თუ როგორ რეაგირებს აშშ

მეთიუ ბრაიზა: ვფიქრობ, საქართველოს მთავრობა საკმარისად ჭკვიანია, ისწავლოს 2003 და 2007 წლების გაკვეთლებიდან, თუ როგორ რეაგირებს აშშ
access_time2019-09-15 18:00:01
ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა დიპლომატმა, სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა მეთიუ ბრაიზამ თბილისში ყოფნის დროს „ინტერპრესნიუსს“ ვრცელი ინტერვიუ მისცა. ინტერვიუში ბრაიზამ ბევრ სხვადასხვა თემაზე ისაბრა, მათ შორის, ნატოს ყოფილი გენერალური...


მსგავსი სიახლეები

up