სალომე ღვინიაშვილი თავის მეორე მაღაზიას ბათუმში გახსნის

სალომე ღვინიაშვილი თავის მეორე მაღაზიას ბათუმში გახსნის

person access_time2016-03-23 09:15:15

ცნობილი ქართველი მოდელი სალომე ღვინიაშვილი თბილისის შემდეგ საკუთარი მაღაზიის გახსნას მიმდინარე ზაფხულისთვის ბათუმშიც გეგმავს. მოდელმა საკუთარი დიზაინით შექმნილი სამოსისთვის შოუ რუმი, ატელიე და შპს „სალომე" თბილისში, აბაშიძის 42 ნომერში, გასული წლის დეკემბერში გახსნა. მაღაზიაში კოლექცია ბრენდ „სალომეს" სახელით იყიდება.

 

დღეს შპს „სალომეს" ბრენდ მენეჯერი კრისტი კახიძე „კომერსანტთან" აცხადებს, რომ დეკემბრიდან დღემდე კოლექცია საკმაოდ მოთხოვნადია და ის თითქმის ყველა ტიპის სეგმენტზეა გათვლილი. მისი თქმით, ფასები 150 ლარიდან 1200 ლარამდე მერყეობს.

 

ამ დროისთვის კოლექცია აბაშიძის გარდა იყიდება შარდენზე, უცხოეთში კი ამერიკაშია წარმოდგენილი.

 

უახლოეს მომავალში დაგეგმილია ბათუმში მაღაზიის გახსნა, რაც ტურისტების მხრიდან დიდმა მოთხოვნამ განაპირობა. ასევე დაგეგმილია ონლაინ მაღაზიის გახსნასაც.



„საკმაოდ ხარისხიანი პროდუქცია გვაქვს. ძალიან ბევრი რამ ხელნაკეთია, რაც ჩვენს კონკურენტებთან შედარებით უპირატესობას ადასტურებს. ჩვენთან ფასებიც კონკურენტუნარიანია. შედეგად, მგონია, რომ მაღალი მოთხოვნა ამან განაპირობა" -აცხადებს კახიძე.


როგორც ცნობილია, კოლექციის შესაქმნელად დიზაინერმა ქსოვილები თურქეთიდან და იტალიიდან ჩამოიტანა.


„ქართველებს კარგი გემოვნება გვაქვს და ძალიან გვიყვარს ჩაცმა. თუმცა ხშირად ხდება ხოლმე, რომ ბევრ ადამიანს გული წყდება. ამიტომ ვეცადე ფასები ყველანაირად მისაღები ყოფილიყო. იმედი მაქვს, ძალიან ბევრ ადამიანს ვნახავ ჩემს სამოსში", - აცხადებდა სალომე ღვინიაშვილი გასული წელს „კომერსანტთან" და აღნიშნავდა, რომ კოლექცია როგორც კლასიკურ, ასევე ყოველდღიური სტილის სამოსსაც მოიცავს.


ეს სალომე ღვინიაშვილისთვის პირველი ბიზნესსაქმიანობა არ არის. ცოტა ხნის წინ მოდელს საკუთარი კაფე ჰქონდა, რომელიც მთლიანად ჯანსაღ კვებაზე იყო გათვლილი. თუმცა „ფიტ კაფეს" ცოტა მომხმარებელი ჰყავდა და ის ერთწლიანი მუშაობის შემდეგ დაიხურა.




ეროვნული ორკესტრი საკონცერტო დარბაზის გარეშე - ნიკოლოზ რაჭველი მთავრობას მიმართავს

ეროვნული ორკესტრი საკონცერტო დარბაზის გარეშე - ნიკოლოზ რაჭველი მთავრობას მიმართავს
access_time2019-12-09 21:00:20
ეროვნული ორკესტრის ხელმძღვანელი ნიკოლოზ რაჭველი საკონცერტო დარბაზის უქონლობაზე სოციალურ ქსელში  წერს და მთავრობას მოუწოდებს ამ საკითხის მიმართ მეტი სენსიტიურობა გამოიჩინონ. „კომერსანტი“სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:   "ეჰ, რამდენ რამეზე ვფიქრობ, რამდენ ვინმეზე ვფიქრობ...   მაგრამ ახლა მაინც ყველაზე მეტად ვფიქრობ ჩვენს ქვეყანაზე, მოსაგვარებელ პრობლემებზე და მათ შორის ჩვენი ეროვნული ორკესტრის ისევ გადაუჭრელ და ჩემთვის გულის გახეთქვამდე მტკივნეულ...

არც ერთ ადამიანზე, რა რანგისაც არ უნდა იყოს, ხელის დაფარება არ მოხდება – ივანე მაჭავარიანი დღგ-ს თაღლითობის საქმეზე

არც ერთ ადამიანზე, რა რანგისაც არ უნდა იყოს, ხელის დაფარება არ მოხდება – ივანე მაჭავარიანი დღგ-ს თაღლითობის საქმეზე
access_time2019-12-09 19:15:54
„სრული პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, რომ არც ერთ ადამიანზე, ვინც არ უნდა იყოს და რა რანგის მატარებელიც, ხელის დაფარება არ მოხდება“, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა დღგ-ს თაღლითობის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა. “გამოძიებაში ყველა საგამოძიებო უწყებაა ჩართული. თემა უმაღლეს პოლიტიკურ დონეზეა აყვანილი, შესაბამისად არანაირი დანდობა ამ მიმართულებით არ იქნება,”-აღნიშნა მაჭავარიანმა. მისივე თქმით, 100-მდე...

ევროკავშირმა Facebook-ის კრიპტოვალუტა აკრძალა

ევროკავშირმა   Facebook-ის კრიპტოვალუტა აკრძალა
access_time2019-12-09 20:00:53
ევროკავშირის ფინანსთა სამინისტროებმა  Facebook-ის ვირტუალური ვალუტის - ლიბრას  მოძრაობა აკრძალეს. აღნიშნული შეეხება ასევე  სხვა „სტებლკოინებს“, ანუ კრიპტოვალუტებს, რომლებიც მიმაგრებულია ან ჩვეულებრვი ვალუტებთან, ამ საქონელთან. მინისტრებმა განაცხადეს, რომ დღევანდელი კანონმდებლობა ჯერ არაა მზად ახალი საგადამხდელო საშუალების მისაღებად. მთავრობების...

„გაუგებარია, რატომ ახდენს ჯანდაცვის სამინისტრო ჰოსპიტალური ბიზნესის მოგების დემონიზაციას“

„გაუგებარია, რატომ ახდენს ჯანდაცვის სამინისტრო ჰოსპიტალური ბიზნესის მოგების დემონიზაციას“
access_time2019-12-09 17:00:10
„ჩემთვის სრულიად გაუგებარია, რატომ ახდენს  ჯანდაცვის სამინისტრო ჰოსპიტალური  ბიზნესის მოგების დემონიზაციას, მითუმეტეს, როდესაც სამედიცინო დაწესებულების მოგების მარჟა არის საკმაოდ დაბალი“,- ასე აფასებს ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას კლინიკა „პინეო სამედიცინო ეკოსისტემის“ დირექტორი იაგო კალანდაძე. ტელეკომპანია იმედის ეთერში ეკატერინემ ტიკარაძემ განაცხადა, რომ მისთვის მიუღებელია, ჯანდაცვა განიხილოს როგორც მომგებიანი...

„სოკარის“ ეკონომიკური ექსპანსია ქართულ ენერგეტიკაში

„სოკარის“ ეკონომიკური ექსპანსია ქართულ ენერგეტიკაში
access_time2019-12-09 15:45:00
აზერბაიჯანული სახელმწიფო კომპანია”სოკარი” ქართულ ბაზარზე უკვე მრავალი წელია ოპერირებს. “სოკარი” მულტინაციონალური კომპანიაა და ის საქართველოს გარდა 5 სხვა ქვეყანაშია წარმოდგენილი. კომპანია საქართველოში”სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი”-ს სახელით 2006 შემოვიდა და მას შემდეგ არაერთ დარგში ოპერირებს. კომპანია პირველ ეტაპზე მხოლოდ ბენზინისა და დიზელის იმპორტს და რეალიზაციას ეწეოდა, თუმცა სხვადასხვა დროს სასათბურე პირობებითა, თუ კანონის გვერდის ავლით, მისი...


მსგავსი სიახლეები

up