სალომე ზურაბიშვილი იზიარებს იმ ღირებულებებს, რომლებზეც დგას ქართული ოცნება - რას ამბობდა ოცნება სალომე ზურაბიშვილზე

სალომე ზურაბიშვილი იზიარებს იმ ღირებულებებს, რომლებზეც დგას ქართული ოცნება - რას ამბობდა ოცნება სალომე ზურაბიშვილზე

access_time2019-09-18 22:30:57

მას შემდეგ, რაც მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა რამდენიმე მძიმე დანაშაულში მსჯავრდებული შეიწყალა, სალომე ზურაბიშვილი საზოგადოების კრიტიკის ობიექტი კიდევ ერთხელ გახდა. პრეზიდენტს განმარტებას ქართული ოცნების დეპუტატები და ხელისუფლების წარმომადგენლებიც სთხოვენ. მათი თქმით, პრეზიდენტის შეწყალების დისკრეციული უფლების მიუხედავად, პოლიციელის და სტუდენტის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალება მიუღებელია.



პრეზიდენტად ე.წ დამოუკიდებელი კანდიდატი  ქართული ოცნების პოლიტიკური, პარტიული და ადმინისტრაციული მხარდაჭერით აირჩიეს. წარუმატებელი პირველი ტურის შემდეგ, ქვეყანაში საარჩევნო ბანერები გამოჩნდა, რომელზეც პრეზიდენტობის კანდიდატი საერთოდ არ ჩანდა - მის მხარდაჭერას საზოგადოებას ქართული ოცნების ლიდერი ბიძინა ივანიშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, თბილისის მერი კახა კალაძე სთხოვდნენ. ამის გარდა, მმართველმა გუნდმა მეორე ტურამდე რამდენიმე დღით ადრე 600 000 ადამიანისთვის ვალების ჩამოწერა დააანონსა, რაც ეუთომ ხმების მოსყიდვად შეაფასა.
ტაბულამ თავი მოუყარა იმ განცხადებებს, რომლითაც ქართული ოცნების ლიდერები სალომე ზურაბიშვილის “მხარდაჭერის მოტივაციას” ხსნიდნენ. მათი მთავარი მესიჯი ის იყო, რომ პრეზიდენტობის კანდიდატი “დამოუკიდებელი პიროვნება” და “ზეპარტიული ლიდერია”.



სალომე ზურაბიშვილის მთავარი მხარდამჭერი, ცხადია, ქართული ოცნების ლიდერი ბიძინა ივანიშვილი იყო. ის თანაგუნდელებს პირდაპირ მოუწოდებდა, “ნუ კეკლუცობდნენ”, კეთილი ენებათ და მხარი დაეჭირათ “დამოუკიდებელი კანდიდატისთვის”. მისი აზრით, სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებით “ჩვენს ისტორიის შორეულ წარსულს შევეხმიანებით და თვითონ ქალბატონი სალომეს მოღვაწეობას დავაფასებთ, რომელიც მან ღირსეულად წარმართა თავის ცხოვრებაში”. ის ხშირად ადარებდა ზურაბიშვილს თამარ მეფეს და ფიქრობდა, რომ მისი გაპრეზიდენტება “ჩვენს დღევანდელ ევროპულობას კარგად განასახიერებდა”.



“ვინც სალომეს ხასიათი იცის, ქალბატონი სალომესი, მე სხვანაირად ვერც მივმართავ, რომ იცოდეთ, ძალიან მორიდებითა ვარ და მოწიწებით. ვინც მისი ხასიათი იცის და თუ აქვთ იმის განცდა, რომ ჩვენ ავირჩიეთ ვითომ დამოუკიდებელი კანდიდატი, არ არის ეგრე - აბსოლუტურად დამოუკიდებელი კანდიდატია, თავისი ხედვები აქვს, თავისი პრაქტიკა აქვს, გამოცდილება აქვს, გემოვნება აქვს ძალიან კარგი… საპარლამენტო რესპუბლიკის საპრეზიდენტო კანდიდატი უნდა იყოს ასეთი… ძალიან ცოტა, შეიძლება ორიც ვერ დავასახელო დღეს ქართულ პოლიტიკაში, ასე თავისით შემდგარი, ჩამოყალიბებული ქალბატონი, ის იქნება ძალიან ღირსეული პრეზიდენტი ” - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი.



თბილისის მერი კახა კალაძე საზოგადოებას “პირველი ზეპარტიული პრეზიდენტის”, “სამშობლოს პატრიოტის” და “პრინციპული პოლიტიკოსის” არჩევისკენ მოუწოდებდა. ის ამბობდა, რომ სალომე ზურაბიშვილი იზიარებს იმ ღირებულებებს, რომლებზეც დგას ქართული ოცნება და ის იქნებოდა სამაგალითო პრეზიდენტი.


“მან საფუძველი უნდა ჩაუყაროს ახალ კონსტიტუციურ ტრადიციას. ის უნდა გახდეს ჩვენი ქვეყნის პირველი ზეპარტიული პრეზიდენტი” - ამბობდა კალაძე.


ქართული ოცნების დეპუტატების განცხადებები:


ზაზა გაბუნია - “ხალხმა გააკეთა ფილიგრანულად ზუსტი და სრულიად მართებული არჩევანი”.



ზვიად ძიძიგური - “ქალბატონი სალომე არის სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანი. არასოდეს ის თავისი ქვეყნის, თვითმყოფადობის წინააღმდეგ არ წავა. პირიქით, იქნება ხმალამოღებული და მე ვიცი როგორია ხმალამოღებული სალომე ზურაბიშვილი. სადაც სალომეა, იქეთა მხარეს უნდა გეგულებოდეს, რომ კლდეა და დაცული ხარ ბოლომდე. ამიტომაც ეშინიათ ზოგ-ზოგიერთებს”.


ნინო წილოსანი - “სალომე ზურაბიშვილი, როგორც ზეპარტიული, ნეიტრალური კანდიდატი, ნამდვილად იქნება ქვეყანაში სიმშვიდისა და პოლიტიკური წონასწორობის გარანტი”.


სოფო კილაძე - “შეურყვნელად მოიტანა საკუთარი ენა, მამული და სარწმუნოება”.


არჩილ თალაკვაძე - “ზეპარტიული კანდიდატი, დამოუკიდებელი კანდიდატი, ახალი კონსტიტუციის მიხედვით იქნება ყველაზე უფრო ეფექტური, რათა ჩვენი ქვეყნის და საზოგადოების ინტერესები წარმოადგინოს”.


მამუკა მდინარაძე - “ის, რომ რუსეთი არის ოკუპანტი ამ ქვეყანაში, ის, რომ რუსეთი არის აგრესორი ამ ქვეყანაში, ამას გადახედვა არ სჭირდება ნამდვილად და ამასვე ამბობს ქალბატონი სალომე. ეს არის ერთერთი მთავარი კრიტერიუმი, რის გამოც მხარს ვუჭერთ თავისი ევროპული ბექგრაუნდით და თავისი ქართველი ფესვებით, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. და ის, რომ სალომე ზურაბიშვილი, დარწმუნებულები ვართ, რომ იქნება ზეპარტიული ლიდერი, ამაშიც ეჭვი არავის ეპარება”


სალომე ზურაბიშვილს აქებდნენ და მხარს უჭერდნენ ის დეპუტატებიც, რომლებიც მაშინ ქართულ ოცნებაში იყვნენ, შემდეგ კი, უთანხმოების გამო, მმართველი გუნდი დატოვეს:
“განათლებულია, გამოცდილია, ლამაზია, მებრძოლია, პრინციპულია, სამართლიანობის დამცველია, სამშობლოს ისტორიულ ფესვებთან ერთგულად მდგომია, კარგი დედა და მეგობარია” - ამბობდა ეკა ბესელია და აღნიშნავდა, რომ “ქალი-დედა საქართველოს პრეზიდენტად მეიმედება”. მისივე თქმით, ქვეყნის სტაბილურობასა და პოლიტიკურ კულტურას “გონიერი, ძლიერი, პრინციპული, ქვეყნისთვის მზრუნველი, ძალიან სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანი” სჭირდებოდა.
“სწორედ ძალიან მაღალი პასუხისმგებლობის მატარებელი, გამოცდილი დიპლომატი, პოლიტიკოსი და მოქალაქე, პატრიოტია სალომე ზურაბიშვილი, რომელიც თავის თავში ატარებს ჩვენი ქვეყნის ისტორიას” -ასეთი იყო ბესელიას შეფასება.


“სალომე ზურაბიშვილმა მთელი თავის ცხოვრება საქართველოს სიყვარული გულით ატარა” - ამბობდა ლევან გოგიჩაიშვილი. ის 2018 წლის სექტემბერში ფიქრობდა, რომ “ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი არის ძალიან ღირსეული ადამიანი თავისი განვლილი ცხოვრების გზით”.


გედევან ფოფხაძე კი, სალომე ზურაბიშვილს “ჩვენი ემიგრაციის ერთერთ ღირსეულ წარმომადგენელს” უწოდებდა. ფოფხაძის აზრით, “ზურაბიშვილი თავისი პროფესიონალიზმით, განათლებით და ღირსებით გამორჩეული ადამიანია”.



პრეზიდენტის მარიამობის შეწყალება
მარიამობის დღესასწაულზე სალომე ზურაბიშვილმა 34 ადამიანი შეიწყალა. შეწყალებულთა სია საჯარო არ არის, თუმცა, ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტის შეწყალებულთა შორის არის პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებული რამაზ დევაძე და 18 წლის დავით ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძე, რომელსაც გამოძიება 12 წლის განმავლობაში ეძებდა.


პრეზიდენტმა შეიწყალა ასევე მკვლელობისთვის მსჯავრდებული ზურაბ ნადირაძეც, რომლის ექსტრადირებასაც ქართული მხარე 1994 წლიდან 2017 წლამდე ელოდებოდა. აღსანიშნავია, რომ მთავარი არხის ინფორმაციით, იოსებ ქოიავას ოჯახი, რომლის მკვლელობისთვისაც ჰქონდა პატიმრობა მისჯილი ზურაბ ნადირაძეს, არ გამორიცხავს, რომ მსჯავრდებულის შეწყალება პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს დიმიტრი გაბუნიას უკავშირდებოდეს. გარდა ამისა, იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის ცნობით, პრეზიდენტის შეწყალებულ პირთა სიაში ისეთი ადამიანიც იყო, რომელიც ამ დრომდე იძებნება.


თავდაპირველად პრეზიდენტი არ პასუხობდა კითხვას, რატომ შეიწყალა პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებული პირი და ამბობდა, რომ პრეზიდენტს შეწყალების დისკრეციული უფლება აქვს.

მოგვიანებით, სალომე ზურაბიშვილმა განცხადება გაავრცელა და შეწყალების უფლების დახვეწის ინიციატივით გამოვიდა.


მკვლელობაში მსჯავრდებული კიდევ ორი პირის შეწყალების შესახებ ინფორმაციის გავრცელებისა და საზოგადოებიდან წამოსული კრიტიკის შემდეგ კი, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა. საგანგებო ბრიფინგზე სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ შეწყალების წესები უნდა გადაიხედოს და მორატორიუმიც სწორედ იქამდე იქნება ძალაში, სანამ ეს წესები შემუშავდება.


18 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე ევროპულმა საქართველომ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეწყალებასთან დაკავშირებული საკითხები უშუალოდ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, დიმიტრი გაბუნიას საშუალებითა და შუამდგომლობით გვარდება. პარტია ამ ინფორმაციის ნამდვილობის გამოძიებას გენერალურ პროკურატურას სთხოვს და ამისთვის ერთთვიან ვადას აძლევს. თუ ერთი თვის შემდეგ პროკურატურას კითხვებზე პასუხი არ ექნება, პარტია საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს დააყენებს.


ცნობისთვის, წარსულში პატიმრების შეწყალების საკითხს შეწყალების კომისია განიხილავდა და პრეზიდენტიც შეწყალების გადაწყვეტილებას მათი რეკომენდაციების საფუძველზე იღებდა. სალომე ზურაბიშვილის არჩევის შემდეგ შეწყალების კომისია არ ფუნქციონირებს.


Tabula.ge





BBC-ის მთავარი ბიზნეს კორესპონდენტი - ირლანდია ევროკავშირში სიმდიდრით მეორე ქვეყანაა, საქართველოსაც შეუძლია გაჰყვეს ამ გზას

BBC-ის მთავარი ბიზნეს კორესპონდენტი - ირლანდია ევროკავშირში სიმდიდრით მეორე ქვეყანაა, საქართველოსაც შეუძლია გაჰყვეს ამ გზას
access_time2019-10-22 19:30:35
თქვენ გაქვთ კანონი, გაქვთ ინფრასტრუქტურა და ადამიანური კაპიტალი. თუ ამ გზას გაჰყვებით, საქართველო 15 წელიწადში კავკასიის ლიდერი იქნება, - ასე შეაფასა BBC-ის მთავარმა ბიზნეს კორესპონდენტმა ჯო ლაინამმა განვითარების პროცესში საქართველოს მიერ აღებული გეზი. ჯო ლაინამი „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ დასასწრებად თბილისში ჩამოვიდა. ფორუმზე ის ერთ-ერთი პანელის მოდერატორი იყო. დასრულების შემდეგ კი მსოფლიოს ბაზარზე საქართველოს პოზიციონირებისა და განვითარების პერსპექტივის შესახებ...

კარგი კურსი, კარგი რეგულაციები -ჩენი სხვა ჩინელ ბიზნესმენებსაც მოუწოდებს, შემოვიდნენ

კარგი კურსი, კარგი რეგულაციები -ჩენი სხვა ჩინელ ბიზნესმენებსაც მოუწოდებს, შემოვიდნენ
access_time2019-10-22 17:31:38
კარგი პოლიტიკური კურსი, კარგი რეგულაციები, პირდაპირი ინვესტიციების წახალისებაზე და ქვეყნის პოტენცილაზე ჩინქსინ ჩენი აღნიშნავს. ამბობს, საქართველოში ჩინური კომპანიების ფართო წარმომადგებლობაზე და სურვილზე, მეტი ჩინური კომპანია იყოს წარმოდგენილი, რადგან საქართველოს გზაა ყველა მოკლეა ევროპასა და აზიას შორის. აბრეშუმის გზის ფორუმზე ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალური დირექტორი ანაკლიის პორტის პროექტის ბარიერებზე საუბრობს. ვაპირებთ შეხვედრას...

SOCAR-ის ვიცე-პრეზიდენტი: „სოკარ ჯორჯიას შესანიშნავი პარტნიორობა აქვს ადგილობრივ ხელისუფლებასთან. ჩვენ ვცდილობთ ვიყოთ საუკეთესო პარტნიორი

SOCAR-ის ვიცე-პრეზიდენტი: „სოკარ ჯორჯიას შესანიშნავი პარტნიორობა აქვს ადგილობრივ ხელისუფლებასთან. ჩვენ ვცდილობთ ვიყოთ საუკეთესო პარტნიორი
access_time2019-10-22 16:54:10
„საქართველოში სოკარ ჯორჯია წარმოდგენილია მისი ხელმძღვანელით მაირ მამედოვით, მათ შესანიშნავი პარტნიორობა აქვთ ადგილობრივ ხელისუფლებასთან, სახელისუფლებლო სტრუქტურებთან, - ამის შესახებ აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობ კომპანიის (SOCAR) ვიცე-პრეზიდენტმა, იაშარ ლატიფოვმა აბრეშუმის გზის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა. თემატურ პანელზე - „ენერგეტიკის ხვალინდელი დღე - განვითარების ტენდენციები, უსაფრთხოება და მდგრადობა აბრეშუმის გზის ენერგეტიკული სარტყელის ფარგლებსა და ფარგლებს გარეთ,...

რატომ მოიტყუა საჯაროდ ქალბატონმა მინისტრმა?-„არცერთ მინისტრს არ აქვს განცდა, რომ ის თავის სიტყვებზე პასუხისმგებელია“

რატომ მოიტყუა საჯაროდ ქალბატონმა მინისტრმა?-„არცერთ მინისტრს არ აქვს განცდა, რომ ის თავის სიტყვებზე პასუხისმგებელია“
access_time2019-10-22 15:30:11
„თუ ბიძინა ივანიშვილი პატიობს შეცდომას, ჩვენ რა პრობლემა გვაქვს.  დღეს ასე იტყვის, ხვალ ისე, მთავარია ის იყოს კმაყოფილი.“ - ასე აფასებს მაია ცქიტიშვილის „შეცდომას“ FDI-ს მაჩვენებლებთან დაკავშირებით ექსპერტი გია ხუხაშვილი. ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ განაცხადა, რომ 2018 წელს საქართველომ “ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია (FDI) მიიღო”, თუმცა ეს განცხადება სიმართლეს არ შეესაბამებოდა, რადგანაც 2018...

ნათია თურნავა: „ანაკლიის პროექტს მთელი დერეფანი ელოდება, იმედი გვაქვს, ის მომავალი წლიდან დაიძრება“

ნათია თურნავა: „ანაკლიის პროექტს მთელი დერეფანი ელოდება, იმედი გვაქვს, ის მომავალი წლიდან დაიძრება“
access_time2019-10-22 14:51:39
„ანაკლიის პორტის პროექტის დაწყება ზედმეტად დაგვიანდა, დიდი იმედი გვაქვს, მომავალი წლიდან ამ პროექტს უკვე დავძრავთ“, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.მისი თქმით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტი, რომელიც საქართველოს მთავრობის ყველა პრეზენტაციაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. „როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, როგორ უნდა გამოვიყენოთ უკეთ შავი ზღვის შესაძლებლობები...


მსგავსი სიახლეები

up