სალია:  საკადრო ცვლილებებს არ ვგეგმავთ , საინფორმაციოს უფროსი არ შეიცვლება

სალია: საკადრო ცვლილებებს არ ვგეგმავთ , საინფორმაციოს უფროსი არ შეიცვლება

access_time2019-07-18 20:22:49

ქიბარ ხალვაშის ადვოკატი პაატა სალია, რომელიც საჯარო რეესტრმა რუსთავი ორის გენერალურ დირექტორად დანიშნა, ტელეკომპანიაში მივიდა. ის ამ წუთებში რუსთავი 2-ის ეზოში ჟურნალისტებს ესაუბრება. სალიას თქმით, ქიბარ ხალვაშმა მას განუსაზღვრა, არ ჩაერიოს სარედაქციო პოლიტიკაში.


სრული თავისუფლება, დამოუკიდებლობა გექნებათ, არ უნდა შევეხო ამ სფეროს. ჩემი სფეროა, შევისწავლო სამართლებრივი და ფინანსური მდგომარეობა - ამბობს პაატა სალია.


კითხვაზე, აპირებს თუ არა საკადრო ცვლილებებს, რუსთავი 2-ის ახალი გენერალური დირექტორი ამბობს, რომ არ ვგეგმავთ საკადრო ცვლილებებს. კითხვაზე, შეიცვლება თუ არა საინფორმაციოს უფროსი, პაატა სალია პასუხობს, რომ არა.


ვიცი, რომ ნდობის მოპოვება ერთი შეხვედრით და ერთი ჩემი საუბრით არ მოხდება, მალე დარწმუნდებიან ჟურნალისტები, რომ არავინ მათ არ ეხება - თქვა სალიამ.



დღეს, 18 ივლისს სტრასბურგის სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომლის მიხედვით, რუსთავი 2-ის საქმეზე, არც ერთ მუხლზე დარღვევა არ დადგინდა.


ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ შეაჩერა 2017 წლის მარტში გამოტანილი დროებითი ზომა, რომლის მიხედვითაც, გამოხატვის თავისუფლების ხელყოფის შესაძლო საფრთხეების გამო, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სტრასბურგმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უვადოდ შეაჩერა.


იუსტიციის სამინისტრომ ევროსასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში ტელეკომპანია ქიბარ ხალვაშს გადაუფორმა. ასევე, დირექტორის პოსტიდან გადააყენა ნიკა გვარამია და დანიშნა პაატა სალია.



ტაბულა






ბანკები გადავადებულ პროცენტებს ერთბაშად ითხოვენ?!

ბანკები გადავადებულ პროცენტებს ერთბაშად ითხოვენ?!
access_time2020-08-04 17:00:31
კომერციული ბანკები, საშეღავათო პერიოდის დასრულების შემდეგ, თანხის გადახდას ერთიანად ითხოვენ. ინფორმაცია როგორც ბანკის მსესხებლების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან დასტურდება. ასეთ ვითარებაში ათასობით ოჯახს გაკოტრება ელის. პირველ ეტაპზე, სამთვიანი საშეღავათო პერიოდი, უგამონაკლისოდ, ყველა კომერციულმა ბანკმა დაუწესა მსესხებლებს. მიზეზი პანდემია და საგანგებო რეჟიმი იყო, რომლის გამოც, მოქალაქეები შემოსავლის გარეშე დარჩნენ . ბანკებისა და მთავრობის ერთობლივი...

მთავრობა „შტადლერის“ ქარხნის მშენებლობის მოლოდინშია

მთავრობა „შტადლერის“ ქარხნის მშენებლობის მოლოდინშია
access_time2020-08-04 14:05:06
უცხოური ინვესტიციების პროაქტიური მოზიდვისა და საქართველოში უცხოური წარმოებების რეალოკაციის სტრატეგიის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინსიტრი ნათია თურნავა ცნობილი შვეიცარიული კომპანია „შტადლერის ჯგუფის პრეზიდენტს პიტერ შპულერს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ „შტადლერის მარკეტინგისა და გაყიდვების აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი ანსგარ ბროკმაიერი, დსთ-ის ქვეყნების მარკეტინგისა და გაყიდვების დირექტორი მატიას შტორი, საქართველოში შვეიცარიის ელჩი პატრინ...

ინდუსტრიული პარკები, IT ქალაქები - როგორ აპირებს 300 000 ადამიანის დასაქმებას გიორგი ვაშაძე

ინდუსტრიული პარკები, IT ქალაქები - როგორ აპირებს 300 000 ადამიანის დასაქმებას გიორგი ვაშაძე
access_time2020-08-04 14:40:36
პოლიტიკურმა პლატფორმამ „სტრატეგია აღმაშენებელი“ საარჩევნო კამპანია ოფიციალურად გახსნა, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად კი გიორგი ვაშაძე წარადგინა. გიორგი ვაშაძემ 5 მთავარი დაპირების შესახებ ისაუბრა, რომელიც სამუშაო ადგილების შექმნას, დაბალპროცენტიან სესხებს, ანტიმონოპოლიურ საბანკო სისტემას, მედიკამენტების გაიაფებას და მცირე და საშუალო ბიზნესის დამატებითი გადასახადისგან გათავისუფლებას გულისხმობს: „სტრატეგია აღმაშენებლის გუნდის დაპირება ნომერი...

3-5 წელში იმპორტირებული ხიზილალა მხოლოდ 20% იქნება - „ქართული ხიზილალა“

3-5 წელში იმპორტირებული ხიზილალა მხოლოდ 20% იქნება - „ქართული ხიზილალა“
access_time2020-08-04 15:20:33
თევზისა და თევზის პროდუქტების მწარმოებელი კომპანია „ქართული ხიზილალა“ სხვა ადგილობრივ მწარმოებლებთან ერთად, 3-5 წლიან პერიოდში ქართულ ბაზარზე იმპორტირებული ხიზილალის წილის მინიმუმამდე დაყვანას გეგმავს, - განუცხადა „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის დამფუძნებელმა ალექსანდრე დადიანიძემ. კომპანიის საკუთრებაშია გორის რაიონის სოფელ კარალეთში 3 თევზსაშენი და რესტორანი „თევზის სახლი“. მისი ინფორმაციით, დღეს ბაზარზე იმპორტირებული ხიზილალის წილი 90-დან 70%-მდე არის...

BAG ინდექსი: დასაქმების ბარომეტრი გაუმჯობესდა, თუმცა კვლავ ნეგატიურია

BAG ინდექსი: დასაქმების ბარომეტრი გაუმჯობესდა, თუმცა კვლავ ნეგატიურია
access_time2020-08-04 11:30:28
BAG ინდექსის ყოველკვარტალური კვლევის ფარგლებში საქართველოს ბიზნეს ასოციაციის გამოკითხული წევრების მოლოდინი დასაქმებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული. BAG-ის დასაქმების ბარომეტრი, რომელიც მომდევნო სამი თვის განმავლობაში ასოციაციის წევრების მიერ დასაქმების სავარაუდო ცვლილებას ასახავს, 2020 წლის მეორე კვარტლის ბოლოს ჩატარებული კვლევის საფუძველზე, კვლავ უარყოფითია. თუმცა, აღნიშნული მაჩვენებელი პირველ კვარტალთან შედარებით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა და -2.8 ქულა შეადგინა....


მსგავსი სიახლეები

up