სურსათზე მსოფლიო ფასები 60–წლიან მაქსიმუმზეა

სურსათზე მსოფლიო ფასები 60–წლიან მაქსიმუმზეა

access_time2021-09-20 16:00:56

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ინფორმაციით, ინფლაციაზე მორგებული ყოველწლიური ფასები უკვე უფრო მაღალია, ვიდრე გასული ექვსი ათწლეულის თითქმის ნებისმიერ დროს იყო. ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას სააგენტო Bloomberg საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევებზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის მონაცემით, სურსათის გლობალური ფასები აგვისტოში, წინა წელთან შედარებით, 33%-ით გაიზარდა.



საერთაშორისო ორგანიზაციის ანალიტიკოსების შეფასებით, ფასების ზრდის გამომწვევ მიზეზებს შორისაა კლიმატური ცვლილება, გადაზიდვის და სასუქის ხარჯების ზრდა, გადაზიდვის შეფერხებები და მუშახელის დეფიციტი, რაც პრობლემას აღრმავებს.



,,უცხოური ვალუტის რეზერვების შემცირება ასევე აფერხებს ზოგიერთი ქვეყნის სურსათის იმპორტის შესაძლებლობას. ევროპიდან დაწყებული თურქეთსა და ინდოეთში, პოლიტიკოსები ახლა უფრო მეტ დახმარებას უწევენ, ავალდებულებენ გამყიდველებს, შეამცირონ ფასები და გაუმკლავდნენ სავაჭრო წესებს მომხმარებელზე ზემოქმედების შესამცირებლად.

ეს საკითხი უფრო მწვავედ დგას განვითარებად ბაზრებზე, სადაც საკვების ღირებულება ოჯახების ხარჯების დიდ ნაწილს შეადგენს. მთავრობებს შეუძლიათ ჩაერიონ და აიღონ ვალდებულება, მხარი დაუჭირონ სამომხმარებლო ფასების შემცირებას გარკვეული პერიოდის განმავლობაში”, - წერს Bloomberg.



გამოცემის ინფორმაციით, ახლა უფრო რთულია საკვების შეძენა, ვიდრე იყო ახლო აღმოსავლეთში 2011 წლის საპროტესტო აქციების დროს, რამაც გამოიწვია ლიდერების დამხობა ტუნისში, ლიბიასა და ეგვიპტეში.




როგორც აღმოჩნდა, სურსათთან დაკავშირებით სიტუაცია შეიცვალა განვითარებული ქვეყნების ბაზრებზეც, მათ შორის, აშშ-ში. მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყნის მოსახლეობის 8.6% აღიარებს, რომ ზოგჯერ ან ხშირად არ ჰქონდათ საკმარისი საკვები წინა კვირის განმავლობაში 30 აგვისტომდე, რა პერიოდსაც გაეროს კვლევა მოიცავს.



გამოცემის ანალიტიკოსები თავს იკავებენ იმის პროგნოზირებისგან, რომ საკვები პროდუქტების ფასები შემცირდება.



გლობალურად ასეთ არასახარბიელო სიტუაციაში სასურსათო უსაფრთხოება სერიოზულ გამოწვევად რჩება საქართველოსთვის. ქართველი სპეციალისტები აქცენტს სტრატეგიული პროდუქტების მარაგზე აკეთებენ. აგრარული სფეროს სპეციალისტი, პროფესორი ბადრი რამიშვილი ამბობს, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა სტრატეგიული პროდუქტების მარაგის მხრივ ქვეყანაში პრობლემა არ გაჩნდეს.



,,სტრატეგიული პროდუქტების მარაგის მხრივ სტაბილურობა უნდა შევინარჩუნოთ. ამ მიმართულებით ზომებს თუ არ გავაძლიერებთ, საქართველოში შიმშილი გარდაუვალია. ღმერთმა ნუ ქნას, რომ მსოფლიოში ვითარება გართულდეს. ამიტომ სტრატეგიული პროდუქტების წარმოების ზრდაზე უნდა გაკეთდეს აქცენტი და ამავე დროს ამერიკასთან პირდაპირი სტრატეგიული ურთიერთობა უნდა გავაძლიეროთ, რომ ხორბლით მომარაგების პრობლემა არ შეექმნას საქართველოს. რუსეთმა და უკრაინამ ექსპორტი შეზღუდეს, მომავალში უფრო მკაცრ ზომებს მიიღებენ. ეს ბუნებრივიცაა, რადგან რუსეთი ნავთობის წარმოებაში ისეთ კრიზისს განიცდის, რომ დანაკარგის ანაზღაურებას ხორბლით შეეცდება და საგრძნობლად გაძვირდება, ამიტომ დროულად არის პრევენციის ზომები მისაღები, - აცხადებს რამიშვილი.



ცხადია, პრობლემა უკვე მასშტაბურია საქართველოსთვის, სადაც საკვების ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა.



აგვისტოში სამომხმარებლო ფასების ზრდის წლიური დონე 12.8%-ია, რაც 2011 წლის შემდეგ წლიური ინფლაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.


მარი ჩიტაია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up