„საკუთრების კუთხით იმდენი ურთიერთგადაფარვითი შრე არის, რომ საბოლოო მესაკუთრეზე გადასვლა არათუ ქართულ სუბიექტებს, არამედ გლობალურ კომპანიებსაც კი უჭირთ“ - ვიქტორ ყიფიანი

„საკუთრების კუთხით იმდენი ურთიერთგადაფარვითი შრე არის, რომ საბოლოო მესაკუთრეზე გადასვლა არათუ ქართულ სუბიექტებს, არამედ გლობალურ კომპანიებსაც კი უჭირთ“ - ვიქტორ ყიფიანი

access_time2022-06-08 15:00:04

„საკუთრების კუთხით იმდენი ურთიერთგადაფარვითი შრე არის, რომ საბოლოო მესაკუთრეზე გადასვლა არათუ ქართულ სუბიექტებს, არამედ გლობალურ კომპანიებსაც კი უჭირთ, როცა კონტრაგენტის სწორი დენტიფიცირებაზე და სწორ დიაგნოსტიკაზეა საუბარი,“ ამის შესახებ ანალიტიკური ცენტრის ჯეოქეისის თავმჯდომარემ ვიქტორ ყიფიანმა „ჯეოქეისის“ და “კომერსანტის“ ერთობლივი პროექტის „კომერსანტის კვლევითი ინიციატივა“ ვებინარზე განაცხადა, რომელსაც “ჯეოქეისის“ მკვლევარი და მედიაჰოლდინგის მმართველი პარტნიორი გიორგი აბაშიშვილი უძღვებოდა.


ანალიტიკური ცენტრის „ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა სიტყვით გამოსვლისას საქართველოში მოქმედი ბიზნეს სუბიექტებისათვის პრაქტიკული რჩევების შესახებ ისაუბრა. მან გამოყო რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი თუ რას უნდა აქცევდნენ ყურადღებას ბიზნეს სუბიექტები, რომ არ გაეხვიონ სანქციების მავნე ზემოქმედების ქვეშ.


„გამოვყოფდი სანქციების სამ მიმართულებას, რომელიც, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია საქართველოში მოქმედი ბიზნეს სუბიექტებისთვის. პირველი, ფინანსური და მასთან გათანაბრებული აქტივები, საკუთრებასთან და მასთან დაკავშირებული კონტროლის თემები და გეოგრაფიულ წარმომავლობასთან დაკავშირებული მიმართულებები. აღსანიშნია ისიც, რომ ხშირ შემთხვევაში სანქციების ამოქმედება ხდება დროში შესატყვისი თადარიგის დაჭერის გარეშე ან ისეთი თადარიგით, რომ მათთან მისასადაგებლად კომპანიებს საკმარისი დრო არ რჩებათ. ეს კი ადამიანურ დიდ რესურსსა და გამორჩეულ კომპეტენციას მოითხოვს. ასევე მნიშვნელოვანი ხდება რიგ შემთხვევებში მარეგულირებლის განმარტება, იმისათვის რომ კომპანიები არ დაექვემდებარონ სანქცირებას. დამატებით, გარიგების წარმოებისას კომპანიებმა უნდა გაითვალისწინონ არა მარტო რეგულატორული რისკები, არამედ კომერციული და რეპუტაციული რისკები. ამა თუ იმ გარიგების წარმოებას, თან უნდა სდევდეს ზოგადი გეოპოლიტიკური ანალიზიც, დეტალურად უნდა მოხდეს კონკრეტული გარიგების კონკრეტული მდგენელი რისკების განსაზღვრა: როგორ მოხდება ანგარიშსწორება, რომელი ბანკების მეშვეობით, ვინ გაწევს სადაზღვევო მომსახურებას ვინ არიან სხვა მოქმედი სუბიექტები და სხვ. ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია, რადგან რომელიღაც საფეხურზე, გარიგებაში თუნდაც მცირე როლის მქონე მონაწილე სუბიექტმა შეიძლება განაპირობოს გარიგებაზე სანქციების გავრცელება. ასევე უნდა გამოიკვეთოს თუ რა არის გარიგების მმართველი კანონმდებლობა და სასამართლო განსჯადობის საკითხი. აუცილებლად გასათვალისწინებელია, აგრეთვე, თუ როგორ იქნება ფორმულირებული ორი მნიშვნელოვანი დებულება - ერთი ფორსმაჟორთან დაკავშირებული და მეორე კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შესახებ. საბოლოო საფეხურია ხელშეკრულების შეწყვეტის მექანიზმი. აღნიშნული ჩამოთვლილი საკითხების გათვალისწინებით მაქსიმალურად ხდება რისკების დაზღვევა ან მათი სათანადოდ მართვა.


ვიქტორ ყიფიანმა ასევე ყურადღება გაამახვილა ე.წ. მეორად სანქციებზე, რომელსაც მან წარმოებული სანქციები უწოდა და განმარტა, რომ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის მიერ შესაძლოდ გარკვეულ ეტაპზე ამოქმედებული ე.წ. მეორადი სანქციების დანიშნულება იქნება იმ მექანიზმების კიდევ უფრო მეტად შეზღუდვა, რაც უკვე დაწესებული სანქციებიდან თავის არიდების შესაძლებლობას არ მისცემს სუბიექტებს. თუმცა დასძინა, რომ მეორადი სანქციების დამტკიცების მოწინააღმდეგეების არგუმენტების მიხედვით მათი ამოქმედება მეტად საკამათოა, ვინაიდან ეს უავშირდება ზოგადპოლიტიკურ საკითხებს, ისევე როგორც საერთაშორისო ურთიერთობაში ქვეყნების საჭირო დამოუკიდებელი კურსის უზრუნველყოფას.



„ჯეოქეისის“ და საინფორმაციო სააგენტო „კომერსანტის“ ერთობლივი პროექტის, სადისკუსიო ანალიტიკური ფორმატის - „კომერსანტის“ კვლევითი ინიციატივის - Commersant Intelligence Unit“ ფარგლებში, ონლაინ დისკუსიათა სერია კვლავ გაგრძელდება და აქტუალური საკითხების განხილვა მომავალშიც გაიმართება.


ონლაინდისკუსია იხილეთ ბმულზე https://bit.ly/3NZ3a3j






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up