ივანიშვილის  წერილის პრინციპი ასეთია - „ქართული ოცნების“ მოსვლამდე იყო უკუნი, ახლა კი სინათლეა

ივანიშვილის წერილის პრინციპი ასეთია - „ქართული ოცნების“ მოსვლამდე იყო უკუნი, ახლა კი სინათლეა

access_time2019-04-08 17:00:41

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშილის 9 აპრილისადმი მიძღვნილ წერილში უფრო დიდი ყურადღება ყოფილი ხელისუფლების მმართველობის დროს დაშვებულ შეცდომებზე კეთდება და ივანიშვილმა ძალიან ბევრი ისაუბრა იმაზეც, რომ დღეს წარმატების ერთადერთი ხელისშემშლელი ფაქტორი ოპოზიციაა. როგორც წერილშია აღნიშნული, მიუხედავად იმისა, რომ „ქაოსის მსურველი ძალები“ (სწორედ ასე მოიხსენიებს ივანიშვილი ოპოზიციას) ყველაფერს ცდილობენ, ხელი შეუშალონ ქვეყნის განვითარებას, „ოცნებამ“ ეროვნული ეკონომიკის უკლებლივ ყველა სფეროში თვალსაჩინო პროგრესი აჩვენა“.


 ქვეყნის მთავარი პირის წერილს ექსპერტები კომერსანტთან აფასებენ.  ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მათ 4 გვერდიან წერილში დაინახეს, ხვალინდელი თარიღი და 9 აპრილი არ არის. რესპოდეტების აბსოლუტური უმრავლესობა თანხდმება, რომ ივანიშვილს უკვე წლებია ერთიდაიგივე სინდრომი ახასიათებს - საკუთარი შეცდომების სხვებზე გადაბრალება. ამ გზით პრობლემებს თავსაც არიდებს და საზოგადოება  სიცრუეშიც შეჰყავს. მათივე თქმით, საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა რომ რეალურად ნამდვილად გაუმჯობესებულიყო, მაშინ არც ივანიშვილის წერილი იქნებოდა ზოგადი და ზედაპირული, არც კვლავ წინა ხელისუფლების რეჟიმს გაიხსენებდა და რაც მთავარია, არც რაიმის  მტკიცება  დასჭირდებოდა. საზოგადოება თავისი ცხოვრების წესითა და კეთილდღეობით თავად იტყოდა სათქმელს.

 

გია ხუხაშვილი



9 აპრილზე რამდენადაა ეს წერილი, ვერ გეტყვით, მაგრამ ნამდვილადაა იმის მცდელობა, რომ ისტორია გადაიწეროს და ივანიშვილს მოერგოს. წერილი პრინციპი ასეთია  - „ქართული ოცნების“ მოსვლამდე იყო უკუნი, ახლა კი სინათლეა. წერილში საზოგადოებას გაერთიანებასა და ერთიანობაზე მოუწოდებს, თუმცა იქვე აპელირებს სისხლიან 9 წელზე და დიქტატურაზე. ე.ი, ამბავი არის ის, რომ „ოცნების“ მმართველობიდან მე-7 წელს ივანიშვილი საკუთარ შეცდომებს მაინც სხვებს აბრალებს. ამას აკეთებდა აქამდე და იმავეს აგრძელებს დღესაც.


რაც შეეხება ეკონომიკურ განვითარებას, ფაქტია, კეთილდღეობის და დემოკრატიული ინსტიტუციური განვითრება ვერ შეძლო, რადგან გადმოიბარა მანკიერებაც, მოსმენის ინსტიტუტიც და ურეპუტაციო, დამნაშავე მოსამართლეების გამო მთელ საზოგადოებას დაუპირისპირდა. ციფრებით მანიპულირებს, მაგრამ ხალხი ამ ციფრებს ვერ ჭამს და მის ყოველდღიურ ცხოვრებაზე ეს არ აისახება“.

 


ზვიად ხორგუაშვილი



„პირველი რაც ამ წერილში ჩანს, არის სხვაზე გადაბრალება, რაც ივანიშვილს ტრადიციაულად ახასიათებს და ასე მანიპულირებს საზოგადოებაზე. ახლა უშუალოდ შევაფასებ წერილის იმ ნაწილს, სადაც საუბრობს რომ „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყნის ეკონომიკა განავითარა.



პირველ რიგში ეკონომიკურ განვითარებას  ასახავს მისი ზრდის ტემპი, რაც ბოლო წლებში მკვეთრად შემცირებულია (3.9%)  და ძალიან დაბალია. სანამ ორნიშნა მაჩვენებლი არ გვექნება, ეს ვერ აისახება მოსახლეობაზე.


მეორე - ინფლაცია. ფასების ზრდას რომ გადავხედოთ ძალიან გაძვირებულია ისეთი პროდუქტები, რომლებიც პირდაპირ ურტყამს გაჭირვებულ მოსახლეობას (სამედიცინო პროდუქცია; ჯანდაცვის მომსახურება ბოლო 6 წელში 3.5 %-მეტად  გაძვირდა, დაზღვევა გაძვირდა დაახლოებით 40 %-ით, სურსათი 25%-ით და ა.შ).  ყველაზე დიდი გამოწვევა იყო სიღარიბე და დღესაც ასეა.


მესამე-ვალუტის კურსი. ვხედავთ, რომ 2014 წლიდან მოყოლებული კურსი სხვა ვალუტებთან მიმართებაში გაუფასურდა.


მეოთხე - მოსახლეობისთვის საჭირო პროდუქტი მიუწვდომელია.  რიგ შემთხვევაში თავად მთავრობა ქმნის ეკონომიკურ პრობლემებს მაგალითად რეგულაციების სახით.


მოკლედ, როდესაც ქვეყანაში ფუნდამეტური ეკონომიკური პრობლემები გაქვს, ამას არ აღიარებ და შეცდომებს სხვას აბრალებ, ატყუებ საზოგადოებას და მეტი არაფერი“.

 

 

ვახტანგ ხომიზურაშვილი



„შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ ივანიშვილი ყველფერ ცუდს ოპოზიციას აბრალებს . ექსპერტობა არ სჭირდება ამის დანახვას. ივანიშვილის განცხადებები იდენტურია საბჭოთა კავშირის პროპაგანდის - ამერიკა არის მტერი. ზუსტად ამგვარი პათოსი გასდევს მთელ წერილს, თითქოს ყველაფრის ცუდის საწყისი ე.წ. „ქაოსის მსურველი ძალებია“. არადა, მთელი ბერკეტები მთავრობის ხელშია და გადაწყვეტილებებსაც თავად იღებს.


ასევე სიმართლეს არ შეესაბამებ, რასაც ეკონომიკაზე წერს. ხელისუფლების მიერ გატარებული რეფორმები რომ კვალიფიცური იყოს, პირველ რიგში, ეს აისახებოდა ინვესტიციების განწყობაზე. ამ კუთხით ძალიან დაბალ დონეზე ვართ და ვიცით, რაც ხდება საფონდო ბირჟებზეც. კიდევ ერთი,  ქვეყანას არ გააჩნია ეკონომიკური განვითარების სტრატეგია, ანუ პროგრამა, რომლის მიხედვითაც იხელმძღვანელებდა, საერთოდ რაზეა ლაპარაკი. ეს უცხოელმა ინვესტორმაც ძალიან კარგად იცის, ამიტომ აქვს არასტაბილურობის შეგრძნება და არ აბანდებს ქვეყანაში კაპიტალს“.



სალომე ლემონჯავა





დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-14 21:30:35
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი 1. ავტომანქანების გაქირავების კომპანიები კორონავირუსის პანდემიის გამო გაკოტრების წინაშე არიან კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ პრობლემები მანქანების  გაქირავების კომპანიებსაც შეუქმნა, ნაწილმა მანქანების  გაყიდვაც გადაწყვიტა. როგორც „კომერსანტთან“ ერთ-ერთი ასეთი კომპანიის შპს...

უკრაინაში სათამაშო ბიზნესი ლეგალური გახდა

უკრაინაში სათამაშო ბიზნესი ლეგალური გახდა
access_time2020-07-14 19:20:13
უკრაინის უმაღლესმა რადამ ქვეყანაში კაზინოების საქმიანობა და აზარტული ონლაინ თამაშები ლეგალურად დაუშვა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს. გადაწყვეტილება უკრაინის რადამ, დღეს მიიღო და შესაბამის კანონპროექტს უყარა კენჭი. პროცედურაში 248 დეპუტატი მონაწილეობდა. ახალი კანონით დაშვებულია აზარტული თამაშები კაზინოში და ონლაინ, საბუკმეკერო საქმიანობა, ასევე ლატარეის გამოშვება და სათამაშო ბიზნესის სხვა სახეობები. ასევე დაშვებულია კაზინოების განთავსება კიევში და...

მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდავი ღონისძიების გამოყენების უფლება 2020 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდა

მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდავი ღონისძიების გამოყენების უფლება 2020 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდა
access_time2020-07-14 17:14:05
მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდავი ღონისძიების გამოყენების უფლება 2020 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდა. პარლამენტმა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი 79 ხმით დაამტკიცა.   აღნიშნული ცვლილებებით, მთავრობას საკარანტინო ღონისძიებების გატარების უფლება, რაც დაკავშირებულია გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომის და სხვა უფლებების შეზღუდვასთან, 15 ივლისის ნაცვლად, 2021 წლის 1 იანვრამდე...

ვინ ამოაყირავებს ნავთობის ფასს - ხვალ ოპეკი ნავთობმოპოვების საკითხს კვლავ განიხილავს

ვინ ამოაყირავებს ნავთობის ფასს - ხვალ ოპეკი ნავთობმოპოვების საკითხს კვლავ განიხილავს
access_time2020-07-14 20:00:07
ერთი შეხედვით, მაის-აპრილის პანიკა ნავთობის ბაზარზე წარსულს ჩაბარდა, თუმცა, რეალობაში მდგომარეობა ისევ რთული და არასტაბილური რჩება - ერთის მხრივ, ნავთობის საშუალო ფასი უკვე 1,5 თვეა 40 დოლარის ფარგლებშია და ეს ცუდი არაა იმ პერიოდთან შედარებით, როდესაც შავი ოქრო 10 დოლარი ღირდა.   თუმცა, ასეთი ფასი არ აწყობს მსხვილ მოთამაშეებს - პირველ რიგში რუსეთს და საუდის არაბეთს, რადგანაც ის მათ უდეფიციტო ბიუჯეტის ფორმირების საშუალებას არ...

როგორი იქნება ახალი საოფისე სივრცე „ვაკე პლაზა“ - (ფოტოები)

როგორი იქნება ახალი საოფისე სივრცე „ვაკე პლაზა“ - (ფოტოები)
access_time2020-07-14 17:00:00
თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე N72ა-ში  მრავალფუნქციური  სივრცე  „ვაკე პლაზა“ შემოდგომაზე გაიხსნება. როგორც პროექტის ხელმძღვანელმა რუსუდან ჩერგოლეიშვილმა განაცხადა, ახალ საოფისე სივრცეში შესაძლებელი იქნება როგორც ოფისების ქირაობა, ისე არაფორმალური შეხვედრების გამართვა.   პროექტში 20 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია...


მსგავსი სიახლეები

up