„საკუთარ თავს დავპირდით, რომ ევროპასთან დაახლოების კონტექსტში წარმოვჩნდეთ რეგიონის მისაბაძ ქვეყნად და ყველაფერს გავაკეთებთ ამ პირობის შესასრულებლად - შიდა და გარე გამოწვევების მიუხედავად“

„საკუთარ თავს დავპირდით, რომ ევროპასთან დაახლოების კონტექსტში წარმოვჩნდეთ რეგიონის მისაბაძ ქვეყნად და ყველაფერს გავაკეთებთ ამ პირობის შესასრულებლად - შიდა და გარე გამოწვევების მიუხედავად“

access_time2019-03-05 23:45:40

„საქართველოს სახით ევროპას წარმატების მკაფიო მაგალითი აქვს, რადგან ბევრს ვმუშაობთ დემოკრატიის სფეროში დაწინაურების, ინსტიტუციური განვითარების, სამოქალაქო გაძლიერებისა და რეფორმების განხორციელების მიმართულებით. გპირდებით, ამ გზას ბოლომდე მივყვებით და იმედი გვაქვს, რომ ევროპულ ოჯახში სრულად შევდგებით და საკუთარ წვლილსაც შევიტანთ მასში“ – განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბრიუსელში, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-5 სხდომის შემდეგ, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინისთან და ევროკომისართან გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში იოჰანეს ჰანთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე. 


„მინდა, მადლობა გადავუხადო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ფედერიკა მოგერინის და ევროკომისარ ჰანს გულთბილი მიღებისთვის და ასოცირების საბჭოს დღევანდელი ძალიან ნაყოფიერი შეხვედრისთვის.


ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც მაღალი დონის დელეგაცია საქართველოდან სტუმრობს ბრიუსელს. მიმდინარე წლის იანვარში საქართველოს ახლად არჩეული პრეზიდენტის პირველი და ძალიან წარმატებული ვიზიტი შედგა ბრიუსელში. ეს აღმავალი დინამიკა ცხადყოფს, რომ ჩვენი ურთიერთობები დინამიურად და ინტენსიურად ვითარდება.


უდავოდ ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა შედგა და შევძელით, გვესაუბრა იმ დიდ წინსვლაზე, რაც ჩვენი თანამშრომლობის დღის წესრიგის საკითხების ფართო სპექტრს შეეხება.


განვიხილეთ ასოცირების შეთანხმების, მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის განხორციელება. საქართველო განაგრძობს საკანონმდებლო და ინსტიტუციური სისტემების გარდაქმნას, რათა ისინი ევროკავშირის ნორმებსა და სტანდარტებს შეუსაბამოს.


პირველი მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს მთავრობასა და ევროკომისიას შორის გასული წლის ნოემბერში შედგა. მან ახალი დინამიკა შესძინა ჩვენს თანამშრომლობას და ასოცირების პროცესიც დააჩქარა. მან შესანიშნავი ფორმატი შექმნა ახალი იდეებისა და ინიციატივების განსახილველად. შევთანხმდით, რომ ყურადღებით დავაკვირდებით ჩვენი დიალოგის ყველა სხვა ფორმატში მიღებულ შედეგს.


დღეს განხილულ ყველა დადებით თემასთან ერთად, შევეხეთ რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების მიმდინარე ოკუპაციის საკითხს, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მნიშვნელობას და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევის ყველა შემთხვევაზე - მათ შორის ჩვენი მოქალაქეების ბრუტალურ მკვლელობებზე - ჩვენს ერთობლივ პასუხს.


განვიხილეთ ახალი სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ" და ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით მისი განხორციელების მნიშვნელობა. მტკიცედ გვწამს, რომ ხალხთაშორისი ურთიერთობებისა და მსგავსი ინიციატივების საშუალებით ხელს შევუწყობთ ჩვენი მოქალაქეების ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას.



განვიხილეთ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გადაჭრის მექანიზმი. ვაფასებთ ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის შენარჩუნების, ასევე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში მედიაციის ძალისხმევის გზით, ევროკავშირს ნაკისრი აქვს ვალდებულება და ქვეყანას მხარს უჭერს არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკის გზით, რაც გადამწყვეტი მნიშვნელობისაა რეგიონში მშვიდობის და უსაფრთხოების შენარჩუნებისთვის.


განვიხილეთ ასევე საქართველოს სასამართლო სისტემის რეფორმის დახვეწის პროცესში მიღწეული წინსვლა, უვიზო მიმოსვლის უხარვეზო ფუნქციონირების უზრუნველმყოფი ნაბიჯები და ზომები. ეს მნიშვნელოვანი საეტაპო მოვლენა ძლიერი მასტიმულირებელი ფაქტორი აღმოჩნდა საქართველოს ევროპული გზის კონტექსტში და ვაპირებთ, ის ჯეროვნად გამოვიყენოთ.


ევროკავშირთან სავაჭრო ურთიერთობები სტაბილურად იზრდება და ვითარდება. ჩვენი მეწარმეები დიდ სარგებელს იღებენ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცით მონიჭებული შესაძლებლობებით. დღევანდელ შეხვედრაზე კონკრეტული ნაბიჯები განვიხილეთ ევროკავშირის ბაზარზე ქართული პროდუქციის წარმოჩინებისთვის და ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებისთვის.


შეხვედრაზე წარმოვადგინეთ ევროკავშირში ინტეგრაციის ჩვენეული საგზაო რუკა, რომელიც ჩვენი რეფორმების კონსოლიდაციას ახდენს თანამშრომლობის ყველა იმ ინსტრუმენტთან ერთად, რაც დააჩქარებს და დააწინაურებს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას.


ძალიან პროდუქტიულად გავცვალეთ იდეები დარგობრივი თანამშრომლობის შესახებ. დიდად ვაფასებთ ევროკავშირის მხარდაჭერას და ჩართულობას საქართველოს საგანმანათლებლო სისტემის მოდერნიზაციის მიმართულებით, განსაკუთრებით პროფესიული განათლების ნაწილში. ხარისხიანი განათლება აუცილებელია ადამიანური კაპიტალის ჩამოსაყალიბებლად. თანამედროვე საგანმანათლებლო სისტემაში და ადამიანური კაპიტალის შექმნაში ინვესტიციებით მდგრადი ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.


განვიხილეთ ასევე საერთაშორისო კავშირების საკითხი და აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის, რკინიგზის მოდერნიზების პროექტის, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის, საქართველოს აეროპორტებში სატვირთო ტერმინალის მშენებლობის და სხვა მსგავსი პროექტების შემუშავებისა და მშენებლობის მასშტაბების გაზრდის გზები. მივესალმებით ევროკავშირის ძალისხმევას საქართველოს ინფრასტრუქტურულ განვითარებაში მნიშვნელოვანი ინვესტიციის მოზიდვის მიმართ, რასაც „ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის საინვესტიციო გეგმის" სახე მიეცა და რაც კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენი ქვეყნის პოტენციალს რეგიონულ ცენტრად ჩამოყალიბების პროცესში. ყურადღება გავამახვილეთ ასევე შავი ზღვის აუზში გაზრდილი საერთაშორისო კავშირების საჭიროებასა და აქტუალურობაზე.


ეს ხელს შეუწყობს და გაზრდის ევროკავშირის ვაჭრობას ცენტრალური აზიის და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან, რაც უკეთეს წვდომას მისცემს ასევე რეგიონში მოქმედ ევროპულ კომპანიებსაც.


ასევე მივესალმებით უსაფრთხოების სფეროში ჩვენი თანამშრომლობის დინამიკას. სანდო მოკავშირის რანგში ნაკისრი გვაქვს ვალდებულება, ევროკავშირსა და საქართველოს შორის სტრატეგიული უსაფრთხოების დიალოგის უბადლო ისტორიის შექმნაზე. მადლობელი ვართ საქართველოში ევროკავშირის ყოფნისთვის და ჩვენი უსაფრთხოებისა და სტაბილურობის სფეროში თქვენი წვლილისა და მონაწილეობისთვის. ჩვენის მხრივ ვიღებთ ვალდებულებას, ევროპასა და მის ფარგლებს მიღმა მშვიდობასა და უსაფრთხოებაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ. გასულ წელს გავახანგრძლივეთ ჩვენი მონაწილეობის ვადა ცენტრალური აფრიკისა და მალის რეპუბლიკებში ევროკავშირის მისიების ფარგლებში. 


საკუთარ თავს დავპირდით, რომ ევროპასთან დაახლოების კონტექსტში წარმოვჩნდეთ რეგიონის მისაბაძ ქვეყნად და ყველაფერს გავაკეთებთ ამ პირობის შესასრულებლად - შიდა და გარე გამოწვევების მიუხედავად.


საქართველოს სახით ევროპას წარმატების მკაფიო მაგალითი აქვს, რადგან ბევრს ვმუშაობთ დემოკრატიის სფეროში დაწინაურების, ინსტიტუციური განვითარების, სამოქალაქო გაძლიერებისა და რეფორმების განხორციელების მიმართულებით. გპირდებით, ამ გზას ბოლომდე მივყვებით და იმედი გვაქვს, რომ ევროპულ ოჯახში სრულად შევდგებით და საკუთარ წვლილსაც შევიტანთ მასში.


საქართველოსა და ჩვენს ხალხს სრული სიცხადით აქვს ნაკისრი ვალდებულება ევროკავშირისკენ სწრაფვის, ფასეულობებით გაჯერებული ცივილიზაციური არჩევანის - ევროპულ ოჯახში დაბრუნებისკენ.


მინდა, კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა საქართველოს ნამდვილ მეგობრებს - საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ფედერიკა მოგერინის და ევროკომისარ ჰანს საქართველოს მისწრაფებისადმი მათი პირადი ერთგულებისთვის.


დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით ახლო მომავალში წარმატებით მივაღწევთ საერთო მიზნებს“ – განაცხადა საქართველოს მთავრობის მეთაურმა.





თემურ ჭყონია: ბიზნესი დღეს მეტს დაასაქმებდა, რომ არა კვალიფიციური კადრების დეფიციტი

თემურ ჭყონია: ბიზნესი დღეს მეტს დაასაქმებდა, რომ არა კვალიფიციური კადრების დეფიციტი
access_time2021-08-03 14:00:17
ბიზნესმენ თემურ ჭყონიას აზრით, საქართველოში ბიზნესს ახალი სამუშაო ადგილების შექმნის შესაძლებლობა ჯერჯერობით არ აქვს. გარდა იმისა, რომ ერთ-ერთი ხელისშემშლელი გარემოება პანდემიაა, ჭყონიას ინფორმაციით, დიდი დაბრკოლებაა კადრების დეფიციტი და რომ არა ეს პრობლემა, შრომის ბაზარზე შეიძლება სიტუაცია გაცილებით უკეთესი ყოფილიყო. ,,დღევანდელი ტექნოლოგიები და შრომის ბაზარზე არსებული მოცემულობა, განსაკუთრებით კადრებთან დაკავშირებით, არ შეესაბამება ბაზრის მოთხოვნებს.  მაღალი დონის...

„გრინ კაპიტალისა“ და საოპერაციო კომპანია „ფრონტერა ისტერნის“ ადვოკატი აშშ-ის ელჩს საქართველოს მთავრობასთან შუამდგომლობის თხოვნით მიმართავს

„გრინ კაპიტალისა“ და  საოპერაციო კომპანია „ფრონტერა ისტერნის“ ადვოკატი  აშშ-ის ელჩს საქართველოს მთავრობასთან შუამდგომლობის თხოვნით მიმართავს
access_time2021-08-03 12:55:26
„გრინ კაპიტალისა“ და  საოპერაციო კომპანია „ფრონტერა ისტერნის“ ადვოკატი გიორგი ქიშმარია  აშშ-ის ელჩს კელი დეგნანს საქართველოს მთავრობასთან შუამდგომლობის თხოვნით მიმართავს. ამის შესაძებ კომპანიის ვრცელ წერილშია ნათქვამი, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ:   „ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს საქართველოში და მის აღმატებულებას  ქალბატონ კელი დეგნანს   ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს საქართველოში მის აღმატებულებას ბატონ...

"კრედიტინფო საქართველო" რამდენიმე მილიონიან ახალ სისტემას სექტემბრიდან აამოქმედებს

access_time2021-08-03 11:55:40
„კრედიტინფო საქართველომ“ ბიუროს მდგრადობისა და სტაბილურობის მეტი გარანტიის უზრუნველსაყოფად რამდენიმე მილიონიანი ინვესტიცია ჩადო ახალი სისტემის დანერგვაში. „კრედიტინფო საქართველოს“ გენერალური დირექტორის ალექსანდრე გომიაშვილის თქმით, სისტემა სექტემბრიდან ამუშავდება. ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე სწორედ „კრედიტინფო საქართველოს“ გენერალურ დირექტორს ვესაუბრეთ: პანდემიამ მნიშვნელოვანი ბიძგი მისცა კომპანიებს თავიანთი სისტემების გასავითარებლად,...

ინფლაცია 10–წლიან მაქსიმუმზეა

ინფლაცია 10–წლიან მაქსიმუმზეა
access_time2021-08-03 11:30:49
ინფლაციის განაკვეთმა 2021 წლის ივლისში 11.9%-ს მიაღწია, რაც 2011 წლის მაისის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ორნიშნა პროცენტული მაჩვენებლითაა გაძვირებული როგორც საკვები, ასევე ჯანდაცვა. ამის შესახებ ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს. წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 14.1 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 4.43...

კორონავირუსით ინფიცირების 4 827 ახალი შემთხვევა საქართველოში

კორონავირუსით ინფიცირების 4 827 ახალი შემთხვევა საქართველოში
access_time2021-08-03 11:06:09
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 43 932 ტესტი, გამოვლინდაკორონავირუსით ინფიცირების 4 827 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 895 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.99 % ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 43 932 კვლევა ტესტით, მათ შორის 15 258 კვლევა ანტიგენის ტესტით და 28 674 PCR ტესტით. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი...


მსგავსი სიახლეები

up