საკრედიტო პორტფელში უმოქმედო სესხების წილი ყველაზე მაღალი „ქართუ ბანკში“, ყველაზე დაბალი კი „პროკრედიტ ბანკშია“

საკრედიტო პორტფელში უმოქმედო სესხების წილი ყველაზე მაღალი „ქართუ ბანკში“, ყველაზე დაბალი კი „პროკრედიტ ბანკშია“

access_time2022-08-10 16:00:49

კომერციული ბანკების სამომხმარებლო სესხებში, უმოქმედო კრედიტები 375 მლნ ლარის ფარგლებშია. მათ შორის 5.7%-მდეა უმოქმედო სესხები აშშ დოლარსა და ლარში, ხოლო ევროში 4%-ის ფარგლებში.


2022 წლის მეორე კვარტლის ფინანსური მაჩვენებლების მიხედვით, უმოქმედო სესხების წილი მთლიან სესხებში ყველაზე მაღალი „ქართუ ბანკშია“, სადაც მილიარდ ლარამდე საკრედიტო პორტფელის 30.31% უმოქმედოა, თუმცა წლიურ ჭრილში „ქართუ ბანკში“ უმოქმედო სესხების მოცულობა მხოლოდ 5.61 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი. 


კომერციული ბანკების რეიტინგი უმოქმედო სესხების მიხედვით:

ქართუ ბანკი - უმოქმედო სესხების მოცულობა 30.31%, კლება წინა წელთან შედარებით 5.61%, მთლიანი სესხები - 830,195,780 ლარი;

სილქ როუდ ბანკი - უმოქმედო სესხების მოცულობა 14.6%, კლება 9.9%, მთლიანი სესხები - 16,189,240 ლარი;

ზირაათ ბანკი საქართველო - უმოქმედო სესხების მოცულობა 11.31%, ზრდა 4.13%, მთლიანი სესხები - 95,936,863 ლარი;


პაშა ბანკი საქართველო - უმოქმედო სესხების მოცულობა 10.86%, ზრდა 2.66%, მთლიანი სესხები 333,192,948 ლარი;

ვითიბი ბანკი ჯორჯია - უმოქმედო სესხების მოცულობა 9.58%, ზრდა 2.08%, მთლიანი სესხები - 310,948,836 ლარი;

ხალიკ ბანკი საქართველო - უმოქმედო სესხების მოცულობა 9%, კლება 2%, მთლიანი სესხები - 673,607,641 ლარი;

ტერაბანკი - უმოქმედო სესხების მოცულობა 5.26%, კლება 1.55%, მთლიანი სესხები 1,044,853,952 ლარი;

ლიბერთი ბანკი - უმოქმედო სესხების მოცულობა 5.12%, კლება 1.65%, მთლიანი სესხები 2,315,939,504 ლარი;

საქართველოს ბანკი - უმოქმედო სესხების მოცულობა 4.56%, კლება 1.63%-ით, მთლიანი სესხები - 15,797,658,366 ლარი;

ბაზისბანკი - უმოქმედო სესხების მოცულობა 4.1%, კლება 2.5%, მთლიანი სესხები - 2,027,872,905ლარი;

იშ ბანკი საქართველო - უმოქმედო სესხების მოცულობა 3.18%, ზრდა 0.83%, მთლიანი სესხები - 272,284,656 ლარი;

თიბისი ბანკი - უმოქმედო სესხების მოცულობა 3.59%, კლება 2.41%, მთლიანი სესხები - 17,053,403,518 ლარი;

კრედო ბანკი - უმოქმედო სესხების მოცულობა 3.55%, ზრდა 1.68%, მთლიანი სესხები 1,624,606,422 ლარი.

პროკრედიტ ბანკი - უმოქმედო სესხების მოცულობა 3.39%, კლება 0.59%, მთლიანი სესხები 1,256,240,645 ლარი;





ლიბერთი მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციის გლობალურ კამპანიას უჭერს მხარს

ლიბერთი მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციის გლობალურ კამპანიას უჭერს მხარს
access_time2022-10-05 21:55:28
5 ოქტომბერს, მასწავლებლის მსოფლიო დღეს, განათლების კოალიციის ინიციატივით მიმდინარე „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ კონკურსი დასრულდა და  ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ მეკეიძეების საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი როლანდ შავაძე ეროვნული ჯილდოს მფლობელი...

რუსეთი ნავთობს არ მიაწოდებს ქვეყნებს, რომლებიც ფასის ზღვარს დააწესებენ

რუსეთი ნავთობს არ მიაწოდებს ქვეყნებს, რომლებიც ფასის ზღვარს დააწესებენ
access_time2022-10-05 23:30:37
რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ნოვაკმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსეთი ნავთობს არ მიაწოდებს ქვეყნებს, რომლებიც შეზღუდვებს დააწესებენ რუსული საწვავის ღირებულებაზე, რადგან ეს შეუსაბამოა. „ჩვენთვის შეუსაბამოა ასეთი ინსტრუმენტის დანერგვით  მოვამარაგოთ ის მომხმარებლები, რომლებიც გამოიყენებენ ფასების შეზღუდვას. ნავთობს მივაწოდებთ მხოლოდ მათ, ვინც უზრუნველყოფს საბაზრო ფასების მექანიზმებს“, - განაცხადა მან. ნოვაკის თქმით, რუსეთი...

გემის ეკიპაჟების კვებისათვის გამოყოფილი თანხების ოდენობა გაიზარდა

გემის ეკიპაჟების კვებისათვის გამოყოფილი თანხების ოდენობა გაიზარდა
access_time2022-10-05 22:30:49
აზერბაიჯანმა გემების ეკიპაჟების კვებისათვის გამოყოფილი თანხების ოდენობა გაზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას report.az ავრცელებს.  შესაბამისი გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმა მოაწერა ხელი. კასპიის ზღვაში მცურავი გემების ეკიპაჟისთვის გადახდილი თანხების ოდენობა გაიზარდა 15-დან 25 მანეთამდე (დღეში), ხოლო კასპიის ზღვის წყლების გარეთ მცურავი გემების ეკიპაჟისთვის - 15-დან 25 აშშ დოლარამდე.

გამოიწვევს თუ არა OPEC-ის გადაწყვეტილება ნავთობის ფასის ზრდას?

გამოიწვევს თუ არა OPEC-ის გადაწყვეტილება ნავთობის ფასის ზრდას?
access_time2022-10-06 00:00:54
ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციის (OPEC) წევრები, ასევე რუსეთი და ნავთობის მომპოვებელი რამდენიმე სხვა ქვეყანა, რომელიც OPEC-ში არ შედის, ვენაში გამართულ მინისტერიალზე შეთანხმდნენ ნოემბრიდან დღე-ღამეში 2 მილიონი ბარელით ნავთობის მოპოვების შემცირებაზე. Reuters-ისა და Bloomberg-ის ცნობები დაადასტურა რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრ ნოვაკმა. ეს ნავთობის მოპოვების ყველაზე მსხვილმასშტაბიანი შემცირება იქნება COVID-19-ის პანდემიის დაწყების შემდეგ. როგორც...

პუტინმა ზაპოროჟიეს ბირთვული ელექტროსადგურის რუსეთის მმართველობაში გადაცემის განკარგულება გასცა

პუტინმა ზაპოროჟიეს ბირთვული ელექტროსადგურის რუსეთის მმართველობაში გადაცემის განკარგულება გასცა
access_time2022-10-05 20:30:31
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ზაპოროჟიეს ბირთვული ელექტროსადგურის რუსეთის მმართველობაში გადაცემის განკარგულება გასცა. რუსული მედიის ცნობით, განკარგულების თანახმად, ზაპოროჟიეს ბირთვული სადგური „როსენერგოატომის“ 100%-იანი შვილობილ კონცერნი ხდება და „როსატომის“ სახელმწიფო კორპორაციის შემადგენლობაში გადადის. ასევე, დოკუმენტის მიხედვით, ოპერირებასთან დაკავშირებით, 30 სექტემბრამდე გაცემული ყველა ნებართვა, ძალაში რჩება რუსეთის კანონების...


მსგავსი სიახლეები

up