საკრედიტო პორტფელში უმოქმედო სესხები გაორმაგებულია - ლიდერი „ქართუ ბანკია“

საკრედიტო პორტფელში უმოქმედო სესხები გაორმაგებულია - ლიდერი „ქართუ ბანკია“

access_time2021-03-05 11:00:01

2020 წლის კრიზისის ფონზე, საკრედიტო პორტფელში უმოქმედო სესხების წილი წლის დასაწყისიდან 3.9 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და მიმდინარე მდგომარეობით 8.4%-ს შეადგენს, რაც წინა წელთან შედარებით გაორმაგებული მაჩვენებელია, - ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა სხდომის გადაწყვეტილების მიხედვით გამოქვეყნდა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ეროვნული ბანკის პროგნოზით, აღნიშნული მაჩვენებელი 2021 წლის პირველ ნახევარში სავარაუდოდ 10%-საც მიაღწევს.

 

2020 წლის ფინანსური მაჩვენებლების მიხედვით, უმოქმედო სესხების წილი ყველაზე მაღალი „ქართუ ბანკშია“, სადაც 900-მილიონიანი საკრედიტო პორტფელის 35% უმოქმედოა, თუმცა წლიურ ჭრილში „ქართუ ბანკში“ უმოქმედო სესხების მოცულობა მხოლოდ 2.2 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი. წლიურ ჭრილში ყველაზე მაღალ მატება „პაშა ბანკის“ აქვს, სადაც უმოქმედო სესხები 7.2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.

 

კომერციული ბანკების რეიტინგი უმოქმედო სესხების მიხედვით:


ქართუ ბანკი - უმოქმედო სესხების მოცულობა 35.0%, ზრდა 2.2%, მთლიანი საკრედიტო პორტფელი - 914.4 მლნ ლარი;

სილქ როუდ ბანკი - უმოქმედო სესხების მოცულობა 26.7%, ზრდა 7.2%, მთლიანი საკრედიტო პორტფელი - 10.7 მლნ ლარი;

ხალიკ ბანკი საქართველო - უმოქმედო სესხების მოცულობა 12.0%, ზრდა 2.9%, მთლიანი საკრედიტო პორტფელი - 479.9 მლნ ლარი;


ფინკა ბანკი საქართველო - უმოქმედო სესხების მოცულობა 9.3%, ზრდა 3.4%, მთლიანი საკრედიტო პორტფელი - 183.3 მლნ ლარი;

ზირაათ ბანკი საქართველო - უმოქმედო სესხების მოცულობა 8.4%, ზრდა 6.1%, მთლიანი საკრედიტო პორტფელი - 52.7 მლნ ლარი;

საქართველოს ბანკი - უმოქმედო სესხების მოცულობა 8.4%, ზრდა 4.8%, მთლიანი საკრედიტო პორტფელი - 12.55 მილიარდი ლარი;

ვითიბი ბანკი ჯორჯია - უმოქმედო სესხების მოცულობა 8.0%, ზრდა 1.8%, მთლიანი საკრედიტო პორტფელი - 1.3 მილიარდი ლარი;

თიბისი ბანკი - უმოქმედო სესხების მოცულობა 7.7%, ზრდა 4.6%, მთლიანი საკრედიტო პორტფელი - 13.98 მილიარდი ლარი;

ბაზისბანკი - უმოქმედო სესხების მოცულობა 7.7%, ზრდა 3.8%, მთლიანი საკრედიტო პორტფელი - 1 მილიარდი ლარი;

პაშა ბანკი საქართველო - უმოქმედო სესხების მოცულობა 7.4%, ზრდა 7.2%, მთლიანი საკრედიტო პორტფელი - 312.1 მლნ ლარი;

ტერაბანკი - უმოქმედო სესხების მოცულობა 7.2%, ზრდა 1.7%, მთლიანი საკრედიტო პორტფელი - 872.5 მლნ ლარი;

ლიბერთი ბანკი - უმოქმედო სესხების მოცულობა 6.2 %, ზრდა 1.2 %, მთლიანი საკრედიტო პორტფელი -1.55 მილიარდი ლარი;

პროკრედიტ ბანკი - უმოქმედო სესხების მოცულობა 4.2%, ზრდა 0.7%, მთლიანი საკრედიტო პორტფელი - 1.3 მილიარდი ლარი;

იშ ბანკი საქართველო - უმოქმედო სესხების მოცულობა 2.6%, კლება -1.1%, მთლიანი საკრედიტო პორტფელი - 218.1 მლნ ლარი;

კრედო ბანკი - უმოქმედო სესხების მოცულობა 1.8%, ზრდა 0.8%, მთლიანი საკრედიტო პორტფელი - 1 მილიარდი ლარი;





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up