საკრედიტო პორტფელის 2/3-ზე მეტი კვლავ ორ დომინანტ ბანკზე ნაწილდება

საკრედიტო პორტფელის 2/3-ზე მეტი კვლავ ორ დომინანტ ბანკზე ნაწილდება

access_time2021-08-26 11:00:57

კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა 1 წელიწადში 15%-ით 38.8 მლრდ ლარამდე გაიზარდა, საიდანაც 25 მლრდ–ზე მეტი ორ დომინანტ ბანკზე მოდის. დეპოზიტებისგან განსხვავებით სესხებში ლარიზაციის მაჩვენებელი უფრო მაღალია და 48%-ს შეადგენს.


2020 წლის ივლისიდან დღემდე სამომხმარებლო სესხების მოცულობა 23%-ით 5.3 მლრდ-მდე გაიზარდა, მშენებლობის დაფინანსება - 24%-ით 2.7 მლრდ-მდე, ჰორეკა სექტორის 20%-ით 2.1 მლრდ-მდე, სოფლის მეურნეობის - 41%-ით 800 მლნ-მდე, ხოლო განათლების მხოლოდ 6%-ით 228 მლნ-მდე. რაც შეეხება უძრავი ქონებით უზრუნველყოფილ სესხებს, მათი მოცულობა 33%-ით 10.1 მლრდ-მდე გაიზარდა.


საპროცენტო განაკვეთები ბოლო ერთ წელიწადში იურიდიული პირებისთვის უცხოურ ვალუტაში 6.7-დან  პროცენტამდე შემცირდა, ფიზიკური პირებისთვის 6.3-დან 5.4%-მდე, ლარში კი იურიდიული პირებისთვის 11.8-დან 13.2 პროცენტამდე გაიზარდა, ხოლო ფიზიკური პირებისთვის 18.3-დან 18.2 პროცენტამდე შემცირდა.



უცხოურ ვალუტაში ბევრად უფრო დაბალი საპროცენტო ხარჯის მიუხედავად დოლარში/ევროში სესხის აღება არც ისე მარტივია. მას ერთის მხრივ რისკი ახლავს, რომ ლარის გაუფასურების შემთხვევაში რეალური ფინანსური ტვირთი უფრო გაიზრდება, მეორეს მხრივ 2019 წლის იანვრიდან 200 000 ლარამდე სესხის უცხოურ ვალუტაში გაცემა აკრძალულია, რის გამოც მცირე იპოთეკური სესხები, მიკრო ბიზნეს სესხები და სამომხმარებლო სესხების უდიდესი ნაწილი ლარში გაიცემა.


მთლიან სესხებში 30 ივნისის მდგომარეობით პირველ ადგილზე თიბისი ბანკია, რომელსაც 13.367 მლრდ-ზე მეტი აქვს გაცემული, საიდანაც 937 მლნ დარეზერვებული აქვს როგორც შესაძლო დანაკარგი, ხოლო წმინდა სესხად 12.430 მლრდ აქვს აღიარებული. იმავე პერიოდში საქართველოს ბანკს 11.747 მლრდ–ს სესხი ჰქონდა გაცემული და დარეზერვებული თანხის გამოკლებით წმინდა სესხად 10.972 მლრდ ჰქონდა აღიარებული. საკრედიტო პორტფელის 2/3-ზე მეტი კვლავ ამ ორ დომინანტ ბანკზე ნაწილდება.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up