საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე 11 კომისიის თავმჯდომარე დაამტკიცეს

საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე 11 კომისიის თავმჯდომარე დაამტკიცეს

access_time2017-11-15 19:22:28

თბილისის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელზეც წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარემ საკრებულოს წევრებს ოთხი დეპუტატის ადგილმონაცვლეების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
როგორც გიორგი ტყემალაძემ აღნიშნა, მეექვსე მოწვევის საკრებულოში „ქართული ოცნების" საარჩევნო პროპორციული სიის მე-10 ნომერს გიორგი ალიბეგაშვილს, რომელიც ენის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა, ლევან ჟორჟოლიანი შეცვლის.

 


ასევე ცნობილია, რომ საკუთარი განცხადებების საფუძველზე უფლებამოსილება შეუწყდათ ახლადარჩეულ საკრებულოს წევრებს ,,ევროპული საქართველოდან" და ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან'' დავით ავალიანს, დავით დარჩიაშვილს და ნიკანორ მელიას, რომლებსაც მათივე თანაგუნდელები -ელენე ოზაშვილი, დავით ჟღენტი და მარინა დათუკიშვილი ჩაანაცვლებენ.

 


გიორგი ტყემალაძემ დეპუტატებს 4 ფრაქციის ფორმირების თაობაზე მიაწოდა ინფორმაცია.

 


ფრაქციის ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო'' თავმჯდომარე ბექა დავითულიანი იქნება.

 


საკრებულოში 3-3 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი ფრაქციები: ,,ქართული ოცნება-მრეწველები'' და ,,ქართული ოცნება- კონსერვატორები'' და მათ ვლადიმერ ძნელაძე და დავით უთმელიძე უხელმძღვანელებენ.
რაც შეეხება ფრაქციას ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა'', მისი თავმჯდომარე ირაკლი ნადირაძე იქნება.

 


სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ დეპუტატებს დასამტკიცებლად კომისიების ხელმძღვანელების კანდიდატურები წარმოუდგინა.

 


 


კენჭისყრის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებით, მეექვსე მოწვევის საკრებულოში მოქმედ კომისიებს უხელმძღვანელებენ:


იურიდიულ საკითხთა კომისია - ლევან ჟორჟოლიანი;


ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისია - გიორგი ბირბიჩაძე;


ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისია - რევაზ სოხაძე;


სარევიზიო კომისია - რიმა ბერაძე;


ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისია - ირაკლი ზარქუა;


განათლებისა და კულტურის კომისია - თამარ ტალიაშვილი;


ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისია- თედო ისაკაძე;


ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისია - ოთარ გრიგოლია;


გარემოს დაცვის კომისია - ერეკლე კუხიანიძე;


სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისია - გიორგი ჩაკვეტაძე;


სახელდებისა და სიმბოლიკის კომისია - თინათინ ნიბლოშვილი.


დღესვე სხდომაზე დეპუტატებმა კომისიების პერსონალური შემადგენლობა დაამტკიცეს.

 

 

 

 



ყველა დახმარების პაკეტი ყველა რესტორანს ვერ მოერგება - რესტორატორთა ასოციაცია

ყველა დახმარების პაკეტი ყველა რესტორანს ვერ მოერგება - რესტორატორთა ასოციაცია
access_time2021-03-05 13:00:52
ფულადი დახმარების გარეშე დარჩენილი რესტორნებისთვის ასოციაცია ეკონომიკურ გუნდთან მოლაპარაკებების გაგრძელებას გეგმავს. მსჯელობა იქნება როგორც რეგიონში არსებული ასევე მსხვილი რესტორნებისთვის გარკვეული დახმარების გამოყოფაზე. „პანდემიის დაწყებიდან დღემდე იყო დახმარების რამდენიმე პაკეტი. ეს იყო საშემოსავლო და ქონების გადასახადის გადავადება, საბანკო პროცენტების სუბსიდირების პროგრამა და ბოლო ფულადი დახმარება. რა თქმა უნდა, ყველა რესტორანი ერთდროულად ამ სამ დახმარების პაკეტს ვერ...

„ეკონომიკური თავისუფლების ინდექსით“ საქართველო მსოფლიოში მე-12 ადგილზეა

„ეკონომიკური თავისუფლების ინდექსით“ საქართველო მსოფლიოში მე-12 ადგილზეა
access_time2021-03-05 14:00:00
2021 წლის „ჰერითიჯის ფონდის“ მიერ გამოქვეყნებული ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის თანახმად, საქართველო, 77.2 საერთო ქულით, მსოფლიოში მე-12, ხოლო ევროპის რეგიონის 45 სახელმწიფოს შორის მე-7 ყველაზე თავისუფალ ეკონომიკად არის დასახელებული. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. „ქვეყანა მოთავსებულია ინდექსის უმეტესწილად თავისუფალი ეკონომიკების ჯგუფში. 2020 წლის ინდექსთან შედარებით, მიმდინარე საანგარიშო წელს საქართველომ...

საკრედიტო პორტფელში უმოქმედო სესხები გაორმაგებულია - ლიდერი „ქართუ ბანკია“

საკრედიტო პორტფელში უმოქმედო სესხები გაორმაგებულია - ლიდერი „ქართუ ბანკია“
access_time2021-03-05 11:00:01
2020 წლის კრიზისის ფონზე, საკრედიტო პორტფელში უმოქმედო სესხების წილი წლის დასაწყისიდან 3.9 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და მიმდინარე მდგომარეობით 8.4%-ს შეადგენს, რაც წინა წელთან შედარებით გაორმაგებული მაჩვენებელია, - ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა სხდომის გადაწყვეტილების...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-03-04 21:30:17
დღის Top 10 საინტერესო ამბავი:   1. გაზრდილი ფასები და შემცირებული მომხმარებელი - ბათუმის რესტორნებს მოგებაზე გასვლა აგვისტომდე შეუძლებლად მიაჩნიათ   ბათუმში რესტორნების შიდა სივრცეები 1-ლი მარტიდან გაიხსნა, კვების ობიექტებს...

ბათუმის დინამო ყველაზე ძვირად ღირებულია! ქართულ ლიგაში მოთამაშის საშუალო ფასი 138 ათასი ევროა

ბათუმის დინამო ყველაზე ძვირად ღირებულია! ქართულ ლიგაში მოთამაშის საშუალო ფასი 138 ათასი ევროა
access_time2021-03-04 21:00:45
„ტრანსფერმარკტმა“ ეროვნული ლიგის გუნდების ჯამური ფასები განაახლა და ცნობილი გახდა, რომ გერმანული ინტერნეტ-პორტალის შეფასებით, მთავარი ქართული ლიგის ყველაზე ძვირადღირებული კლუბი ბათუმის „დინამოა“. საქართველოს ვიცე-ჩემპიონის მოთამაშეების ჯამური ფასი 5,1 მილიონი ევროა. ყველაზე ნაკლები ჯამური ღირებულება კი „სამტრედიას“ აქვს. ბათუმის დინამო ასევე ლიდერობს მოთამაშეთა...


მსგავსი სიახლეები

up