უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ახალი რეგულაციები წარადგინა. საბჭოს გადაწყვეტილებით, მწვანე პასპორტის ვალდებულების პარარელულრად რესტორნებს შესაძლებლობე ექნებათ, რომ სამუშაო საათები თვითონ განსაზღვრონ — მათ მუშაობის 23 საათზე დასრულების ვალდებულება ეხსნებათ.
გარდა ამისა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ კინოთეატრებს, თეატრებს და ოპერას მომხმარებლებელთა 30%-ანი დაშვება 50%-მდე გაეზარდათ.
ასევე, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით მწვანე სტატუსი ენიჭება ადამიანს, რომელსაც აქვს ორი დოზით აცრა გაკეთებული, ან გადატანილი აქვს კოვიდინფექცია (დადასტურებიდან 14 დღის გასვლის შემდეგ ადამიანი მწვანე ზონაშია და მის შემთხვევაშ ჩამკეტი ზღვარი აღარ არსებობს), თუ ადამიანს აქვს პსრ ტესტი და 24 საათიანი ანტიგენ ტესტი.