თიბისი კაპიტალის საერთაშორისო საფინანსო ბაზრების მიმოხილვის თანახმად, პანდემიის დაწყებიდან დღემდე კონტეინერების გადაზიდვების ფასების ინდექსი 580%-ით გაიზარდა. კერძოდ, 2020 წლიდან ფასების ინდექსმა 1500 დან თითქმის 10 ათასამდე მოიმატა.
ცხადია, გადაზიდვების ფასის ასეთი შთამბეჭდავი ზრდა საქონელზე ფასების ზრდის მიმართულებით დამატებითი ზეწოლაა. სააგენტო bloomberg პროგნოზირებს, რომ მიწოდების გლობალურ ჯაჭვში მაღალი ფასები 2022 წლის ბოლომდე შენარჩუნდება.
გადაზიდვების მსოფლიო ლიდერ კომპანიაში DHL მიაჩნიათ, რომ ტრანსპორტირების ფასების შემცირებას საშუალოვადიან პერიოდში არ უნდა ველოდოთ.
გადაზიდვებზე ფასების ზრდის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ ტვირთვების მოთხოვნა გაცილებით მაღალია, ვიდრე გადაზიდვებით მომსახურების მიწოდება.
გადაზიდვის ფასების მკვეთრ ზრდას არაერთი ქართველი იმპორტიორი და მეწარმე უჩივის. მაგალითად, ჩინეთიდან იმპორტის პრბლემასთან დაკავშირებით საუბრობდა „კომერსანტთან“ შესაფუთი მასალების მწარმოებელი კომპანია „გრინპაკის“ დამფუძნებელი პაატა აბრამია. ბიზნესმენი აცხადებდა, რომ 900%-ით გაძვირდა ნედლეულის იმპორტი, რის გამოც კომპანია ბაზრის დივერსიფიცირებას გეგმავს.
საქსტატის ცნობით, უმსხვილესი საექსპორტო სამეულში პირველ ადგილს ჩინეთი იკავებს 370.5 მლნ. აშშ დოლარით, რაც შეეხება იმპორტს, მესამე პოზიციაზეა თურქეთისა და რუსეთის შემდეგ. ჩინეთიდან იმპორტმა აღნიშნულ პერიოდში 459.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.