საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება უძრავი ქონების ბაზარზე ბევრ გაუგებრობას შექმნის

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება უძრავი ქონების ბაზარზე ბევრ გაუგებრობას შექმნის

access_time2017-10-25 13:50:16

17 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო, რომლის თანახმადაც კეთისლიდნისიერი მესაკუთრე აღარ ჩაითვლება ასეთად თუ რეესტრის ჩანაწერის წინააღმდეგ შეტანილია საჩივარი და ეს მისთვისაც ცნობილია. სასამართლოს ამ გადაწყვეტილებამ იურისტებში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ერთი ნაწილის აზრით აღნიშნული გადაწყვეტილება ქონების პირვანდელი მესაკუთრის უფლებების დაცვის შესაძებლობა გააჩინა. მეორე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ სასამართლომ კეთილსინდისიერი შემძენი არაკონსტიტუციურად ცნო, რაც მათი შეფასებით ქვეყნის ეკონომიკისა და მისი განვითარებისთვის, განსაკუთრებით უძრავი ქონების ბაზარს ცუდ დღეში ჩააგდებს.

 

„როდესაც მესაკუთრე ახდენს საკუთარი ქონების რეალიზებას მხარეები სწორედ საჯარო რეესტრის ჩანაწერს ენდობიან უპირველესად, შესაბამისად, ამ გადაწყვეტილებამ შექმნა მნიშვნელოვანი შესაძლებლობა არაკეთილსინდისიერი ბაზრის მონაწილეების ხელში კონკრეტული მანიპულაციებით ან შეაფერხონ ქონების რეალიზება ან გაწელონ პროცესი, რაც დააზიანებს, როგორც გამყიდველს ასევე ქონების შემძენ მხარეს. ეს გადაწყვეტილება რამდენიმე თვეში დაიწყებს ასახვას სამოქალაქო ბრუნვაზე, რაც ნამდვილად არ იქნება დადებითი ეფექტის მომტანი ეკონომიკისთვის და ასევე არ წაადგება საკუთრების დაცვას საქართველოში“,- განაცხადა საქალთველოს დემოკრატიული ინიციატივის“ გამგეობის წევრმა გიორგი მშვენიერაძემ.  

 

საკონსტიტუციო სასამართლოს ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი ერთი მოქალაქის საჩივარი გახდა, რომლის თანახმადაც მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთი საჯარო რეესტრში ყალბი მიღება-ჩაბარების აქტის გამოყენებით სხვა პირზე დარეგისტრირდა და ორჯერ გასხვისდა.

 

„კონკრეტულად ამ დაზარალებულის შემთხვევაში იყო დაახლოებით ოთხასი ათასის ღირებულების მიწის ნაკვეთი, რომელიც თაღლითმა 45 ათასად გაყიდა, იმის მიუხედავად, რომ ძალიან მიზერული ფასი იყო გადახდილი სასამართლომ ეს საკითხი არ შეაფასა დამაბრკოლებელ გარემოებად და კეთილსინდისიერ მყიდველად ჩათვალა კონკრეტული მყიდველი. ასეთი ტიპის დავებზე ცალსახაა სასამართლოს პრაქტიკა, ანუ უპირატესობა ენიჭება ახალ შემძენს, ნამდვილი მესაკუთრე კი კარგავს უძრავ ქონებას“,-ამბობს „პალიტრასთან“ „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ წევრი არჩილ ჩოფიკაშვილი.


 

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების უარყოფით და დადებით მხარეებზე საუბრობს „ახალგაზრდა ადვოკატების“ დამფუძნებელი არჩილ კაიკაციშვილი. მისი შეფასებით ქონების პირვანდელი მესაკუთრის უფლებების დაცვით სასამართლომ ოქროს შუალედი იპოვა თუმცა მისივე თქმით, სასამართლოს ეს გადაწყვეტილება ნაადრევი იყო, რადგან სახელმწიფო ამისთვის მზად არ არის გადაწყვეტილების საპირწონე სისტემის შესაქმნელად.

 

„თუკი აქამდე კეთილსინდისიერი შემძენი დაცული იყო ყველა უფლებით და პირვანდელ მესაკუთრეს სადაო ქონებისთვის გააჩნდა მხოლოდ ზიანის ანაზღაურების შესაძლებლობა ახლა სასამართლომ თანაზომიერების პრინციპიდან გამომდინარე დაიცვა პირვანდელი შემძენი და მესაკუთრე. სახემწიფო მოუმზადებელია და არ არსებობს ამ სისტემის შექმნის საფუძვლები ამ ეტაპზე. მაშინ როცა ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში და აშშ-იც არსებობს სპეციალური, ოფიციალური ვებ-გვერდები ამ შემთხვევაში კი სტიგმატიზირებული ქონებების ნუსხასთან დაკავშირებით, სადაც მყიდველი იმთავითვე ინფორმირებულია ქონების მდგომარეობაზე“,- აცხადებს კაიკაციშვილი.

 

აზრი ორად გაიყო საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს შორისაც, ცხრა მოსამართლიდან სამს მიაჩნია, რომ სასამართლოს ეს გადაწყვეტილება არაკეთისინდისიერად მოქცევას წაახალისებს.

 

 

პალიტრანიუსი



BAG ორგანიზებით, ასოციაციის წევრი კომპანიები შრომის კანონმდელობაში დაგეგმილი ცვლილებების განსახილველად დღეს ეკონომიკურ ექსპერტებს შეხვდენენ

BAG ორგანიზებით, ასოციაციის წევრი კომპანიები შრომის კანონმდელობაში დაგეგმილი ცვლილებების განსახილველად დღეს ეკონომიკურ ექსპერტებს შეხვდენენ
access_time2019-11-15 14:00:59
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) ორგანიზებით, ასოციაციის წევრი კომპანიები შრომის კანონმდელობაში დაგეგმილი ცვლილებების განსახილველად დღეს ეკონომიკურ ექსპერტებს შეხვდენენ. შეხვედრის ფარგლებში BAG-იმ გააცნო ექსპერტებს თავიანთი შენიშვნები, ხედვები და რეკომენდაციები ვადიანი შრომითი ხელშეკრულების დადების საფუძვლების შეზღუდვაზე, სტაჟირების დაქვემდებარებაზე შრომის კოდექსით განსაზღვრული სტანდარტებისადმი, ასევე საუბარი შეეხო ზეგანაკვეთური სამუშაო დროის ლიმიტირებების საკითხებს,...

„წინა ხელისუფლების დროს ქონების წართმევის უამრავი შემთხვევა იყო“

„წინა ხელისუფლების დროს  ქონების წართმევის უამრავი შემთხვევა იყო“
access_time2019-11-15 14:30:27
რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „ბიზნესი და სამართალი“ ნინო ლიპარტიასთან ერთად ადვოკატებმა არჩილ თაბაგარმა და საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ წევრმა კახა კოჟორიძემ, ნასყიდობის და ჩუქების ხელშეკრულების ბათილობის წინაპირობების შესახებ ისაუბრეს. “ნასყიდობის დროს ნებისმიერ გარიგებას მოჰყვება იურიდიული შედეგები ხელშეკრულების მხარეებისთვის, ბათილობა კი გულისხმობს ამ შედეგების გაუქმებას და თავდაპირველი მდგომარეობის აღდგენას. მაგალითად, თუ გარიგება არის ნასყიდობასთან ან...

სახელმწიფო სტრუქტურებში სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტები 12.07%-ით გაიზარდა

სახელმწიფო სტრუქტურებში სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტები 12.07%-ით გაიზარდა
access_time2019-11-15 13:45:46
შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-სექტემბერში სახელმწიფო სტრუქტურებში სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12.07%-ით გაიზარდა. კერძოდ, შს სამინისტროს ცნობით, მიმდინარე წელს ამ დანაშაულის - 65, ხოლო 2018 წლის იანვარ-სექტემბერში 58 ფაქტი დაფიქსირდა. ზოგადად სამოხელეო დანაშაულის სტატისტიკა კი მიმდინარე წლის 1-ელ ცხრა თვეში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით...

„მომავალი წელი საარჩევნო წელია და ბიზნესის განვითარება ბუნებრივად შენელდება“

„მომავალი წელი საარჩევნო წელია და ბიზნესის განვითარება ბუნებრივად შენელდება“
access_time2019-11-15 12:30:06
რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „მთავარი ფაქტორი“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძე ბიზნეს გარემოს მთავარი გამოწვევებზე ისაუბრა. „ჩვენ ვართ მცირედ დოლარიზებული ეკონომიკა და ვართ დამოკიდებული ლარის კურსზე. ლარის კურსის ცვლილების ადაპტირება ფასში ვერ ხდება, დროში ჭიანურდება  ეს პროცესი და კომპანიები ზარალდებიან, ისინი ვერ ახდენენ კურსის ზუსტ ფასში ასახვას და იმ ზარალის კომპენსირებას რაც აქვთ. დევალვაციის მიზეზი იყო საგარეო შოკი, თუმცა...

ქართლის ქარის ელექტროსადგური სს „საქართველოს კაპიტალმა“ 14,4 მილიონ დოლარად იყიდა

ქართლის ქარის ელექტროსადგური სს „საქართველოს კაპიტალმა“ 14,4 მილიონ დოლარად  იყიდა
access_time2019-11-15 11:30:16
ქართლის ქარის ელექტროსადგური 14.4 მილიონ დოლარად გაიყიდა. ელექტროსადგურის მყიდველი „საქართველოს ქარის კომპანიაა”, რომლის მესაკუთრე სს „საქართველოს კაპიტალია”.ობიექტის საწყისი ფასი 14.25 მილიონი დოლარი იყო. საჯარო აუქციონი „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა“ და „საქართველოს ნავთობის და გაზის კორპორაციამ” გამოაცხადეს.  გამარჯვებულ კომპანიასთან 10 დღის ვადაში გაფორმდება წილის შესყიდვის წინარე ხელშეკრულება, წილის შესყიდვის წინარე ხელშეკრულების გაფორმებიდან 40...


მსგავსი სიახლეები

up