„ბიუჯეტის მისაღებად,პარლამენტში   საკმარისი უმრავლესობა გვყვავს, თუმცა, არ გამოვრიცხავ, რომ სამომავლოდ ის ხელოვნურად დაშალონ“

„ბიუჯეტის მისაღებად,პარლამენტში საკმარისი უმრავლესობა გვყვავს, თუმცა, არ გამოვრიცხავ, რომ სამომავლოდ ის ხელოვნურად დაშალონ“

access_time2019-11-15 18:30:21

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულმა საკონსტიტუციო ცვლილებებმა პარლამენტში პირველი მოსმენით კენჭისყრაზე ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მიიღო. კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს თამარ ჩუგოშვილმა, თამარ ხულორდავამ, სოფიო ქაცარავამ, გიორგი მოსიძემ, ირინა ფრუიძემ, დიმიტრი ცქიტიშვილმა,ზაზა ხუციშვილმა, მარიამ ჯაშმა, გიორგი ბეგაძემ და ასევე „ქართული ოცნება-კონსერვატორების“ წევრებმა - ნინო გოგუაძემ და ზვიად ძიძიგურმა.


იმ შემთხვევაში თუ ეს რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება, ბიუჯეტის პროექტის ჩავარდნის და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის წინაპირობას არ გამორიცხავს „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ იურისტი ლევან ალაფიშვილი.


„მოქმედი კონსტიტუციით, პარლამენტის დათხოვნის ორი საფუძველი არსებობს, როდესაც პრემიერის გადადგომის ან მთავრობის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში ვეღარ ხერხდება პარლამენტში ახალი მთავრობის ფორმირება და მეორე- როდესაც პრემიერ-მინისტრი გამოვა ინიციატივით,სთხოვს პარლამენტს ნდობის დადასტურებას და მას პარლამენტი უარყოფითად უპასუხებს. ეს ორი შემთხვევაა, რომელმაც შეიძლება შექმნას იმის წინაპირობა, რომ პრეზიდენტმა პარლამენტი დაითხოვოს. ეს მეორე შემთხვევა თავისთავად რა თქმა უნდა მოიცავს იმ შესაძლებლობას, რომ თუ პარლამენტი პრემიერს და მის გუნდს არ უმტკიცებს ბიუჯეტს და პრაქტიკულად ხარჯვით ნაწილში აღმასრულებელი ხელისუფლება უუნარო შეიძლება აღმოჩნდეს, ამ შემთხვევაში პოლიტიკურად სწორია და შესაძლებელიც (განვითარებულ ქვეყნებში ასეა მიღებული), რომ პრემიერი პარლამენტს სთხოვს ნდობის დადასტურებას, თუკი არ დაუდასტურებენ და ის ახალი მთავრობის ფორმირებას ვერ შეძლებს, ამ შემთხვევაში შეიქმნება პარლამენტის დათხოვნის საფუძველი.



ჩვენნაირი საპარლამენტო მმართველობის კულტურის არქონის პირობებში, მითუმეტეს იმ მოვლენების ფონზე რასაც დღეს ვუყურებთ, რთულია რაიმეზე წინასწარ იმსჯელო. მართალია, საკმარისი უმრავლესობა, რომ ბიუჯეტი მივიღოთ ჯერჯერობით გვყავს, თუმცა, სამომავლოდ ხელოვნურად დაშლიან თუ არა ამ ყველაფერს, ამას არ გამოვრიცხავ. გუშინდელმა სიტუაციამაც აჩვენა, რომ პოლიტიკური თამაშები სამწუხაროდ სახელმწიფოებრიობისთვის საფრთხის შექმნის ხარჯზე ჩვენთვის უცხო არ არის, ამიტომ გამორიცხული არაფერია“, - განმარტავს ლევან ალაფიშვილი.


პარლამენტმა ვერ მიიღო უმრავლესობის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა უკვე მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 101-მა დეპუტატმა 3-ის წინააღმდეგ მაშინ, როცა საკონსტიტიციო ცვლილებების მიღებას სჭირდებოდა, სულ მცირე, 113 ხმა. სხდომას 141 დეპუტატი ესწრებოდა. პარლამენტის წევრები, რომლებმაც ხმა წინააღმდეგ მისცეს ან კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს, „ქართული ოცნების“ უმრავლესობას წარმოადგენენ.


ნინო თამაზაშვილი





ეროვნული ორკესტრი საკონცერტო დარბაზის გარეშე - ნიკოლოზ რაჭველი მთავრობას მიმართავს

ეროვნული ორკესტრი საკონცერტო დარბაზის გარეშე - ნიკოლოზ რაჭველი მთავრობას მიმართავს
access_time2019-12-09 21:00:20
ეროვნული ორკესტრის ხელმძღვანელი ნიკოლოზ რაჭველი საკონცერტო დარბაზის უქონლობაზე სოციალურ ქსელში  წერს და მთავრობას მოუწოდებს ამ საკითხის მიმართ მეტი სენსიტიურობა გამოიჩინონ. „კომერსანტი“სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:   "ეჰ, რამდენ რამეზე ვფიქრობ, რამდენ ვინმეზე ვფიქრობ...   მაგრამ ახლა მაინც ყველაზე მეტად ვფიქრობ ჩვენს ქვეყანაზე, მოსაგვარებელ პრობლემებზე და მათ შორის ჩვენი ეროვნული ორკესტრის ისევ გადაუჭრელ და ჩემთვის გულის გახეთქვამდე მტკივნეულ...

არც ერთ ადამიანზე, რა რანგისაც არ უნდა იყოს, ხელის დაფარება არ მოხდება – ივანე მაჭავარიანი დღგ-ს თაღლითობის საქმეზე

არც ერთ ადამიანზე, რა რანგისაც არ უნდა იყოს, ხელის დაფარება არ მოხდება – ივანე მაჭავარიანი დღგ-ს თაღლითობის საქმეზე
access_time2019-12-09 19:15:54
„სრული პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, რომ არც ერთ ადამიანზე, ვინც არ უნდა იყოს და რა რანგის მატარებელიც, ხელის დაფარება არ მოხდება“, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა დღგ-ს თაღლითობის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა. “გამოძიებაში ყველა საგამოძიებო უწყებაა ჩართული. თემა უმაღლეს პოლიტიკურ დონეზეა აყვანილი, შესაბამისად არანაირი დანდობა ამ მიმართულებით არ იქნება,”-აღნიშნა მაჭავარიანმა. მისივე თქმით, 100-მდე...

ევროკავშირმა Facebook-ის კრიპტოვალუტა აკრძალა

ევროკავშირმა   Facebook-ის კრიპტოვალუტა აკრძალა
access_time2019-12-09 20:00:53
ევროკავშირის ფინანსთა სამინისტროებმა  Facebook-ის ვირტუალური ვალუტის - ლიბრას  მოძრაობა აკრძალეს. აღნიშნული შეეხება ასევე  სხვა „სტებლკოინებს“, ანუ კრიპტოვალუტებს, რომლებიც მიმაგრებულია ან ჩვეულებრვი ვალუტებთან, ამ საქონელთან. მინისტრებმა განაცხადეს, რომ დღევანდელი კანონმდებლობა ჯერ არაა მზად ახალი საგადამხდელო საშუალების მისაღებად. მთავრობების...

„გაუგებარია, რატომ ახდენს ჯანდაცვის სამინისტრო ჰოსპიტალური ბიზნესის მოგების დემონიზაციას“

„გაუგებარია, რატომ ახდენს ჯანდაცვის სამინისტრო ჰოსპიტალური ბიზნესის მოგების დემონიზაციას“
access_time2019-12-09 17:00:10
„ჩემთვის სრულიად გაუგებარია, რატომ ახდენს  ჯანდაცვის სამინისტრო ჰოსპიტალური  ბიზნესის მოგების დემონიზაციას, მითუმეტეს, როდესაც სამედიცინო დაწესებულების მოგების მარჟა არის საკმაოდ დაბალი“,- ასე აფასებს ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას კლინიკა „პინეო სამედიცინო ეკოსისტემის“ დირექტორი იაგო კალანდაძე. ტელეკომპანია იმედის ეთერში ეკატერინემ ტიკარაძემ განაცხადა, რომ მისთვის მიუღებელია, ჯანდაცვა განიხილოს როგორც მომგებიანი...

„სოკარის“ ეკონომიკური ექსპანსია ქართულ ენერგეტიკაში

„სოკარის“ ეკონომიკური ექსპანსია ქართულ ენერგეტიკაში
access_time2019-12-09 15:45:00
აზერბაიჯანული სახელმწიფო კომპანია”სოკარი” ქართულ ბაზარზე უკვე მრავალი წელია ოპერირებს. “სოკარი” მულტინაციონალური კომპანიაა და ის საქართველოს გარდა 5 სხვა ქვეყანაშია წარმოდგენილი. კომპანია საქართველოში”სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი”-ს სახელით 2006 შემოვიდა და მას შემდეგ არაერთ დარგში ოპერირებს. კომპანია პირველ ეტაპზე მხოლოდ ბენზინისა და დიზელის იმპორტს და რეალიზაციას ეწეოდა, თუმცა სხვადასხვა დროს სასათბურე პირობებითა, თუ კანონის გვერდის ავლით, მისი...


მსგავსი სიახლეები

up