კომუნა მზესუმზირა განცხადებას ავრცელებს:
უკანასკნელ პერიოდში განივთარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გვსურს კიდევ ერთი განცახდება გავავრცელოთ -
როგორც იცით, საკლუბო სცენის წინაშე მდგარი პრობლემების აღმოსაფხვრელად, რომელიც 17-18 ივლისს ჩატარებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით წარმოიშვა, კომუნიკაცია გვქონდა სახელმწიფო უწყებებთან, მათ შორის თბილისის მერიასთან.
ამ ეტაპისთვის, მათთან ურთიერთობის შედეგად მივედით საერთო გადაწყვეტილებამდე რომლის მიხედვითაც :
1. საკლუბო ინდუსტრია კვლავ კულტურულ ღონისძიებათა სიაში გადის და არ ხდება მისი განსაზღვრა როგორც მხოლოდ გასართობი ღონისძიებების.
2. გვეძლევა ღონისძიებების ჩატარების უფლება, რა თქმა უნდა, არსებული გამოწვევების და რისკების გათვალისიწინებით, მათ შორის 30 ივლისი - 1 აგვისტოს ვიქენდზე.
ასევე გვინდა გითხრათ რომ პარასკევს ჩანიშნულია შეხვედრა, რომელსაც დაესწრებიან მერიისა და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები, ასევე ბიზნეს-ომბუდსმენი.
შეხვედრაზე კიდევ უფრო დეტალურად გავივლით იმ წესებს, რომლის დაცვის შემთხვევაში ერთის მხრივ, ჩვენ გვექნება საქმიანობის სრულყოფილად განხორციელების საშუალება და მეორეს მხრივ მაქსიმალურად იქნება დაცული სტუმრების უსაფრთხოება.
იმედი გვაქვს რომ პროცესები წავა კონსტრუქციული გზით და ის შეთანხმება რასაც მივაღწიეთ ორივე მხარის ჩართულობით, ბოლომდე იქნება დაცული.
რაც შეეხება 17, 18 ივლისს დაწერილ ჯარიმებს, ამასთან დაკავშირებული სამართლებრივი დავა კვლავ ძალაშია.
ბოლო პერიოდში განივთარებული მოვლენებიდან გამომიდნარე, დიდ იმედს ვიტოვებთ, რომ ის ჩვენს სასარგებლოდ დასრულდება — ნათქვამია განცხადებაში,
შეგახსენებთ რომ ბოლო ღონისძიების ჩატარების გამო კომუნა 10 000 ლარით დაჯარიმდა, რომლის მოხსნაზეც ამჟამად მოლაპარაკებები მიმდინარეობს