„სუს-ის კიდევ ერთი  თანამშრომელი თუ იქნება რომელიმე კურორტის ხელმძღვანელი, ეს არანაირ შედეგს არ მოგვცემს“

„სუს-ის კიდევ ერთი თანამშრომელი თუ იქნება რომელიმე კურორტის ხელმძღვანელი, ეს არანაირ შედეგს არ მოგვცემს“

access_time2020-01-30 10:00:23

„პრემიერის ინიციატივა აბსტრაქტულია და კონკრეტიკისგან შორსაა“, - ასე აფასებს „ჰელისკი ჯორჯიას“ დამფუძნებელი ვატო ასათაშვილი საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის მიხედვითაც იარსებებს 1 გენერალური მენეჯერი, რომელიც კურორტს სრულად წარმართავს.

 

საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ  პრემიერმა დავოსში ჟურნალ „Entrepreneur“- თან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. გიორგი გახარიამ თქვა ისიც, რომ ტურისტული ლოკაციებისა და ტურისტული ქალაქების მართვის კუთხით სერიოზული გამოწვევა, ისაუბრა კოორდინაციის პრობლემაზე და მაგალითად ბაკურიანში და გუდაურში ბოლოს განვითრებული პრობლემები მოიყვანა.

 

ტურიზმის ექსპერტი აცხადებს, რომ გენერალური მენეჯერი- ერთი ფიგურა ვერ შეძლებს ტურისტულ მიმართულებაზე არსებული პრობლემების მოგვარებას, თუ მას ინსტიტუციონალური თანადგომა არ ექნება. ვატო ასათაშვილის თქმით, დანიშნულ პირს უნდა ჰქონდეს საკანონმდებლო ბაზა, რისი საშუალებითაც ის არსებული პრობლემების გადაჭრას მოითხოვს.

 

„კონკრეტული ადამიანისთვის დავალების მიცემა არ არის ეფექტური და ამას ჩვენ კარგად ვხედავთ.  ფაქტია, რომ ყველა სახელმწიფო სამსახურს რეალურად არაფორმალური პირები მართავენ და ძირითადად ესენი არიან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები. ასე რომ კიდევ ერთი სუს-ის თანამშრომელი თუ იქნება რომელიმე კურორტის ხელმძღვანელი ეს არანაირ შედეგს არ მოგვცემს, ჩვენ გვჭირდება ძირეული რეფორმა“, - აცხადებს ვატო ასათაშვილი.

 


ჰელისკი ჯორჯიას დამფუძნებელი აცხადებს, რომ ყველა ტურისტულ მიმართულებაზე მენეჯმენტის პრობლემაა. მისი თქმით, სახელმწიფოს უწყებებს უჭირთ პრობლემების იდენტიფიცირება, შემდეგ იდენტიფიცირებული პრობლემების აღმოფხვრის და ბოლოს არ აღმოფხვრილ პრობლემებზე პასუხისგების საკითხის დაყენება. ვატო ასათაშვილის თქმით, ჩამოთვლილი სამი კომპონენტი ფაქტობრივად  არ მუშაობს. აღსანიშნავია, რომ ტურიზმის ექსპერტს  საკანონმდებლო ცვლილების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონია და შესაბამისად პროცესებშიც არ ყოფილა ჩართული.

 

„მართვის არსებული მოდელი, ვგულისხმობ მთის კურორტებს და ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას, ცალსახაა რომ სასწრაფო რეფორმებს საჭიროებს. აუცილებელია ამ ორი სამსახურის გაერთიანება ან პირიქით დეცენტრალიზაცია, მაგრამ საჭიროა ორივე სამსახურის ინსტიტუციონალურად გაძლიერება. ორივე სამსახური უნდა გახდეს ძლიერი აღმასრულებელი რგოლი, რომელიც შეძლებს დავალებების გაცემას, იმ გაცემულ  დავალებებზე უკვე პასუხის მოთხოვნას და არ შესრულების შემთხვევაში ზომების მიღებას. რეალურად დღეს არც ერთს და არც მეორეს დავალებების გაცემა არ შეუძლია. თავიანთი ვიწრო კომპეტენციის ფარგლებში მოქმედებენ, ნებისმიერი სხვა სახის ქმედება რაც შეუძლია გააკეთოს არის მხოლოდ და მხოლოდ რეკომენდაცია და როგორც ვხედავთ რეკომენდაცია არ მუშობს“, - განაცხადა ვატო ასათაშვილიმა.

 

საკანონმდებლო ცვლილების მომზადების პროცესში ჩართული არ ყოფილა არც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი მაია სიდამონიძე. ტურიზმის ექსპერტი აცხადებს, რომ ბევრი ისეთი უწყება არსებობს, რომელიც კურორტის ეფექტურ მუშაობაზეა პასუხისმგებელი, სწორედ ამიტომ სიდამონიძე დამატებითი ადამიანის დანიშვნას არამინზობრივად მიიჩნევს. მისი თქმით, კურორტების გენერალური მენეჯერები საბიუჯეტო რესურსების ზრდასთანაა დაკავშირებული.

 

„ზოგადად არა გამჭირვალე პროცესია იქედან გამომდინარე, რომ ბუნდოვანია ვის დაექვემდებარება ის კონკრეტული ადამიანი ვინც ამ პოზიციაზე დაინიშნება, რა ფუნქციები და მოვალეობები ექნება. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ სხვადასხვა უწყებებს კოორდინაცია უჭირთ და ეს პირი პასუხისმგებელი უნდა იყოს ამ კოორდინაციაზე. რა თქმა უნდა ეს ჩნდება კითხვა- ამიტომ უნდა გავზარდოთ საჯარო მოხელეების სახელფასო ფონდი? არსებობს  რეგიონალური მართვის ორგანიზაციები (DMO) რომლებიც სხვადასხვა რეგიონებში USAID-ის დახმარებით შეიქმნა. იყო თუ არა საჭირო ახალი რაღაცის გამოგონება  მაშინ როდესაც,  თუნდაც DMO  არსებობს. შეიძლებოდა თუ არა ყოფილიყო  DMO და არა დამატებითი კურორტების მენეჯერი, კადრი,რომელსაც გაურკვეველია რა პასუხისმგებლობა ექნება. საბოლოო ჯამში, როგორც ვხდები ეს ადამიანი უნდა იყოს პასუხისმგებელი წყალმომარაგებაზე, ინფრასტრუქტურაზე და სავარაუდოდ მარკეტინგზეც. ამ ყველაფერს დღევანდელ დღეს სხვადასხვა სტრუქტურები მართავენ და რა საჭიროა დამატებითი კიდევ კადრი ვერ ვხვდები. შეიძლება ვცდები და სულ სხვა გეგმები აქვთ და პირიქით კარგი იყო, ამიტომ მეტი დეტალი უნდა ყოფილიყო ცნობილი“. - განმარტავს მაია სიდამონიძე.

 

მაია სიდამონიძე აცხადებს, რომ ქვეყანაში სადაც ტურიზმი ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული და შემოსავლიან მიმართულებად უნდა იქცეს, უნდა არსებობდეს ტურიზმის სამინისტრო, რომელსაც ექნება უფლებამოსილება წარადგინოს საკანონმდებლო  საკითხები და შეეძლოს დამოუკიდებლად მართვა. წინააღმდეგ შემთხვევაში,ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ვერასდროს იქნება ძლევამოსილი და პასუხისმგებელი უწყება, თუნდაც იმ მიმართულებით, რომ აკონტროლოს ინფრასტრუქტურის  სამინსიტროს ის აქტივობები, რომელიც ტურიზმთანაა კავშირში.

 

ბაჩო ადამია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up