საკალათბურთო კლუბი „ორბი“: ქვეყანაში ყველა კლუბი თანაბარ პირობებში უნდა ჩადგეს, რათა მათ შორის ჯანსაღი კონკურენცია იყოს

საკალათბურთო კლუბი „ორბი“: ქვეყანაში ყველა კლუბი თანაბარ პირობებში უნდა ჩადგეს, რათა მათ შორის ჯანსაღი კონკურენცია იყოს

access_time2018-09-16 10:00:54

საქართველოში კალათბურთის, როგორც  ერთ-ერთი წამყვანი სპორტის სახეობის განვითარებაზე საუბარი მუდმივად მიმდინარეობს. თუმცა, მიუხედავად არაერთი წარმატებისა, როგორც ყველა სპორტში პრობლემები საკალათბურთო სფეროშიც წინა პლანზეა წამოწეული.

 

„კომერსანტს“ სწორედ კალათბურთში არსებულ პრობლემებზე და მის სამომავლო პერსპექტივებზე საკალათბურთო კლუბ „ორბის“ დირექტორი და გენერალური მენეჯერი თორნიკე გიორგაძე ესაუბრა, რომელიც წარსულში ამავე კლუბში ვარჯიშობდა.

 

კლუბის დირექტორი „კომერსანტთან“ საუბრისას აცხადებს, რომ „ორბის“ ჩამოყალიბების სურვილი საკალათბურთო ბიზნესში არსებულმა არც ისე მარტივმა გარემოებებმა განაპირობა. მისი თქმით, ქვეყანაში სპორტის ეს სახეობა პერსპექტიულია, თუმცა ნელი ტემპებით ვითარდება, ამის მიზეზი კი ამ ბიზნესში საჭირო ფინანსების არარსებობაა.

 

„მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ამ საკითხზე მუშაობს და უმაღლესი სუპერლიგის ათივე კლუბს აფინანსებს, ქვეყანაში სპორტსმენისთვის არსებულზე ბევრად მეტი შესაძლებლობა უნდა იყოს.

მაგალითად, საგარეო ტურნირები და ფინანსები, რომ ქართველმა კალათბურთელებმა ამჟამინდელზე უკეთესი გამოცდილება მიიღონ. ეს მათ პროფესიონალებად ჩამოყალიბებაში დაეხმარება. ამიტომ, სახელმწიფოსთან ერთად კერძო სექტორის აქტიურობაც აუცილებელია,“ - განაცხადა გიორგაძემ.

 

„კომერსანტის“ კითხვაზე რა პრობლემების წინაშე დგას დღეს ქართული კალათბურთი?  „ორბის“ დირექტორი გვპასუხობს, რომ ისევე, როგორც ყველა სფეროში სპორტშიც კვალიფიციური კადრების ნაკლებობაა.

კადრების გარდა ის პრობლემად ვარჯიშებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის არარსებობას ასახელებს. გენერალური მენეჯერის თქმით, „ორბი“ ყველა ზემოთ ჩამოთვლილ პრობლემას საკუთარი შესაძლებლობებით უმკლავდება.

 

„ჩვენ პროფესიონალი კადრების მოძიებას, ასევე სავარჯიშო დარბაზების მაქსიმალურად მოწესრიგებას აბსოლუტურად საკუთარი ხარჯებით ვუძღვებით. აღსანიშნავია ისიც, რომ ახალგაზრდა მწვრთნელებს კარიერის დაწყებაში და განვითარებაში ხელს ვუწყობს,“ - განაცხადა თორნიკე გიორგაძემ.



„ორბის“დირექტორს კლუბებს შორის არსებულ კონკურენციაზეც ვესაუბრეთ. როგორც ის აღნიშნავს, მიუხედავად მცირე ბაზრისა ქვეყანაში საკალათბურთო ბიზნესში კონკურენცია მაინც დიდია. „ორბი“ სხვა დიდ კლუბებს კონკურენციას ხარისხით უწევს, თუმცა ამაში საკუთარ ხარჯებს დებს, რაც ბაზარზე დისბალანსს ქმნის და მონოპოლისტურ სისტემას აყალიბებს.

 

„კონკურენციაში 4 საკალათბურთო კლუბი შედის. „ორბი“, „ზაზა ფაჩულიას აკადემია“, „ჰიუნდაი“ და „აკადემია“. სხვებისგან განსხვავებით ჩვენი კლუბი საკუთრი ინფრასტრუქტურით სარგებლოს და კონკურენციის პირობებში ეს ჩვენ პლიუსზე მიუთითებს.

დარბაზის ქირაობით დაწყებული გუნდის ფორმების შეკერვით დასრულებული ყველაფერს საკუთარი ხარჯებით ვაკეთებთ. სწორედ აქედან გამომდინარე მიმაჩნია, რომ ყველა კლუბი თანაბარ პირობებში უნდა ჩადგეს, რათა მათ შორის ჯანსაღი კონკურენცია იყოს,“ - განუცხადა „კომერსანტს“ თორნიკე გიორგაძემ.

 

რაც შეეხება კლუბის საქმიანობას, „ორბი“ 20 წლიან ისტორიას ითვლის. კლუბის დამფუძნებლები ნინო ყიფშიძე და ზვიად დიდბარიძე არიან. გამოცდილი მწვრთნელები  საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებს კალათბურთელებს მუდმივად აწვდიან. ამ ეტაპზე საკალათბურთო კლუბ „ორბიში“ 200-მდე ბავშვი ვარჯიშობს და მსურველთა რაოდენობა ეტაპობრივად იზრდება. მისი ორი დარბაზი გლდანში, ვეკუას ქუჩა #8-შია განთავსებული.

 

„ორბიში“ მოხვედრა 6 წლიდან ყველა მსურველს შეუძლია. კლუბი აქცენტს ძირითადად ბავშვებზე აკეთებს, რათა მათ სწორად განვითარების საშუალება მისცეს. მისი აღზრდილები კი „სუპერლიგის“ და „ა ლიგის“ კლუბებში თამაშობენ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კლუბის მიზანია საქართველოს ეროვნულ ნაკრებს და მსოფლიოს პროფესიონალი კალათბურთელები აღუზარდოს.

 

 

„კომერსანტი“

 

 

 

 

 

 

 






საქსტატის მონაცემებით აპრილში ექსპორტი 70%-ით გაიზარდა

საქსტატის მონაცემებით აპრილში ექსპორტი 70%-ით გაიზარდა
access_time2021-05-13 12:46:00
„საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, აპრილში საქართველოდან უცხოეთის ბაზრებზე 378.3 მლნ დოლარის პროდუქცია გავიდა, წლიურ ჭრილში ზრდა 70% ანუ 156 მლნ დოლარია. რაც გასაკვირი არ არის, რადგანაც 2020 წლის ამავე პერიოდში ქვეყანა „ლოქდაუნის“ რეჟიმში იყო. თუმცა აღსანიშნავია, რომ ზრდაა 2019 წლის ამავე პერიოდთან შედარებითაც.2019 წელს ექსპორტზე 311 მლნ დოლარის პროდუქცია იყო გასული, 2021 წლის ამავე თვესთან შედარებით 22%-ით, ანუ 67 მლნ დოლარით ნაკლები.რაც შეეხება 4...

კრისტალმა responsAbility Investments AG-ის მხარდაჭერით 5 მლნ აშშ დოლარის ფინანსური რესურსი მოიზიდა

კრისტალმა responsAbility Investments AG-ის მხარდაჭერით 5 მლნ აშშ დოლარის ფინანსური რესურსი მოიზიდა
access_time2021-05-13 11:55:32
შვეიცარულმა ფონდმა კრისტალს 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობით ფინანსური რესურსი გამოუყო, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის  ინოვაციური ფინანსური სერვისების შეთავაზებას მოხმარდება, რაც ხელს შეუწყობს კომპანიის მომხმარებლების მიერ პოსტპანდემიური გამოწვევების დაძლევას.   კრისტალსა და responsAbility Investments AG-შ შორის პარტნიორობას ჯერ კიდევ 2014 წელს ჩაეყარა საფუძველი.  მას შემდეგ კი არაერთი წარმატებული...

„თუ მოსახლეობას შემოსავალი არ ექნება გაძვირებული ბინები მალევე ფასის პირვანდელ ნიშნულს დაუბრუნდება“

„თუ მოსახლეობას შემოსავალი არ ექნება გაძვირებული ბინები მალევე ფასის პირვანდელ ნიშნულს დაუბრუნდება“
access_time2021-05-13 12:00:08
„ბინაზე ფასის ზრდა შეიძლება დაფიქსირდეს, მაგრამ თუ შემოსავალი არ იქნება და შემოსავლისუნარიანობა არ ამაღლდება მოსახლეობაში, ვინ იყიდის ამ გაძვირებულ ბინას?  ბევრი ვიცი, რომელსაც უნდა ბინის შეძენა, მაგრამ ფინანსრურად ვერ სწვდება. უნდა გაიზარდოს მოსახლეობის რაოდენობა ვინც შეძლებს ამ ბინების ყიდვას, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩამაოვა ისევ იმ ფასის ნიშნულზე, რაც აქამდე იყო,“ - "კომერსანტი"  უძრავი ქონების სააგენტოს kibe.ge- ს  დირექტორს ნელი გოგუაძეს უძრავი...

სილქფესტის აქციის ფარგლებში აბონენტები ინტერნეტ და სასაუბრო პაკეტებს შეუზღუდავად გაიაქტიურებენ!

სილქფესტის აქციის ფარგლებში  აბონენტები ინტერნეტ და სასაუბრო პაკეტებს  შეუზღუდავად გაიაქტიურებენ!
access_time2021-05-13 09:55:53
მხოლოდ 13 მაისს, სილქნეტი მობილური ქსელის მომხმარებლები ოთხ სააქციო პაკეტის გააქტიურებას შეძლებენ 30 დღით.   კომბინაციით *202# მომხმარებელი  ჩაირთავს:   2 GB უსწრაფეს ინტერნეტს  - 3 ლარად   300 ლოკალური წუთი - 5 ლარად   8 GB უსწრაფეს ინტერნეტს  - 8 ლარად   3 GB + 500 ლოკალური წუთი - 10 ლარად   პაკეტების გააქტიურება შესაძლებელია შეუზღუდავად - ერთად და...

ქვეყანას არ ესმის რას ნიშნავს საგამომცემლო ბიზნესი, დახმარება გვჭირდება - წიგნის სფერო მილიონიან ზარალზე საუბრობს

ქვეყანას არ ესმის რას ნიშნავს საგამომცემლო ბიზნესი, დახმარება გვჭირდება - წიგნის სფერო მილიონიან ზარალზე საუბრობს
access_time2021-05-13 11:00:51
„საფრანგეთმა ბიუჯეტიდან 3 მილიარდი ევრო გამოჰყო ავტორებისა და გამომცემლობების დასახმარებლად, ამ ქვეყანას ესმის რას ნიშნავს საგამომცემლო ბიზნესი. ჩვენ რაც გვაქვს, ისიც არ წაგვართვან,“ - გამომცემლობა „ინტელექტის“ დამფუძნებელი კახა კუდავა „კომერსანტთან“  საგამომცემლო ბიზნესის კრიზისულ პერიოდზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ამჟამად ბიზნესის შემოსავალი პანდემიამდე არსებული პერიოდის მაქსიმუმ 5 პროცენტი შეიძლება იყოს. კახა კუდავას თქმით, წიგნის სფერო...


მსგავსი სიახლეები

up