საკაბელო ოპერატორები პარლამენტს, ბიზნესომბუდსმენს, კონკურენციის სააგენტოს, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მიმართავენ

საკაბელო ოპერატორები პარლამენტს, ბიზნესომბუდსმენს, კონკურენციის სააგენტოს, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მიმართავენ

person access_time2017-05-30 17:26:09

საკაბელო ოპერატორები კომპანია „მედია რაითს ჯორჯიას" მოთხოვნიდან გამომდინარე, პარლამენტს, ბიზნესომბუდსმენს, კონკურენციის სააგენტოს, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მიმართავენ.

 

სავაჭრო ცენტრ „მეგალაინის" საკონფერენციო დარბაზში, დღეს საკაბელო ოპერატორების სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც დაახლოებით, 30-მდე მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირი, მათ შორის, მსხვილი საკაბელო ოპერატორები დაესწრნენ.

 

როგორც საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა თეონა ბერუაშვილმა განაცხადა, შეხვედრის მთავარი თემაა ქართული ტელეარხების კომერციულ დისტრიბუციასთან დაკავშირებული საკითხები.

 

„საკაბელო ოპერატორებმა თავისი შეხედულებები გამოთქვეს. არც ერთი მათგანი არ ეთანხმება კომპანია „მედია რაითს ჯორჯიას" მოთხოვნას ქართული ტელეარხების ტრანზიტის საფასურის დაწესებასთან დაკავშირებით. დავიწყებთ მუშაობას მემორანდუმზე, შევთანხმდებით რა საკითხები უნდა იყოს მასში მითითებული. მემორანდუმი მოიცავს იმ საკითხებს, თუ რას დაუპირისპირებენ მაუწყებლობის ტრანზიტზე არსებული პირები კომპანია „მედია რაითს ჯორჯიას" მოთხოვნებს", - განაცხადა თეონა ბერუაშვილმა.

 

მისივე თქმით, „მედია რაითს ჯორჯიდან" მიღებული ბოლო წერილის თანახმად, ირკვევა, რომ ის ითხოვს საფასურს მაუწყებლობის ტრანზიტისთვის და არა გადახვევა-დაპაუზებისთვის, როგორ ამას თავიდან აცხადებდნენ.

 


„მათი მოთხოვნაა, რომ ერთი მოწყობილობისთვის უნდა მოხდეს 4 ლარის გადახდა დღგ-ს გარეშე, შესაბამისად, თანხა უფრო იზრდება, რადგან აბონენტიდან თანხის აღება ხდება დღგ-ს ჩათვლით. ვფიქრობთ, რომ აუცილებელია გადაიხედოს სავალდებულო ტრანზიტის პირობები, ამისთვის მივმართავთ საქართველოს პარლამენტს, რათა შეიმუშაოს საკანონმდებლო ინიციატივა და აუცილებლია შეიცვალოს ე.წ. Must Carry-ის პრინციპი, ვინაიდან არსებული ფორმით ის კაბალურ პირობებში აყენებს მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირებს. ის მორგებულია მხოლოდ მაუწყებლებზე და მათ ინტერესებზე. მათ აქვთ უფლება, როცა უნდათ მოსთხოვონ საკაბელო ოპერატორებს ჩართვა, როცა უნდათ, შეუწყვიტონ, როცა უნდათ ფასი მოითხოვონ, შესაბამისად, აუცილებელია დაზუსტდეს, როდის, ვის და რამდენი უნდა გადაუხადოს", - განაცხადა თეონა ბერუაშვილმა.

 

მისივე თქმით, საკაბელო ოპერატორები მიმართავენ კონკურენცის სააგენტოს, რადგან იკვეთება რამდენიმე ეკონომიკური აგენტი არაკონკურენტულ მდგომარეობაშია ჩაყენება.

 

„ასევე უნდა ჩაერთოს ბიზნესომბუდსმენი, რადგან აქ საუბარია კომპანიებზე, რომლებიც ქმნიან, ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ სახელმწიფოსთვის. კიდევ ერთხელ უნდა მივმართოთ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, რადგან მათ ეს ბოლო შეთავაზება შეისწავლონ", - განაცხადა თეონა ბერუაშვილმა.

 

კითხვაზე - ხომ არ შეწყვეტენ საკაბელო ოპერატორები აღნიშნული 6 ქართული არხის ჩვენებას, თეონა ბერუაშვილის განცხადებით, ამაზე საუბარი დღესაც იყო.

 

„მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირები ემხრობიან, რომ ეს არხები გაითიშოს და სწორედ ამაზე შეიძლება შედგეს მემორანდუმი, რომ ყველა მოთამაშე, დიდიც და პატარაც, შეთანხმდნენ, რომ გაითიშოს ეს არხები მათი ქსელებიდან, თუ დადგება საკითხი და მათ ტელევიზიებიდანაც მიუვათ წერილები, რომ თუ თანხას არ გადაიხდიან, ეს არხები უნდა გათიშონ", - განაცხადა თეონა ბერუაშვილმა.

 

რამდენიმე კვირის წინ რამდენიმე ათეულ საკაბელო ოპერატორს შპს „მედია რაითს ჯორჯიასგან" წერილი მიუვიდა, რომლის თანახმადაც, კომპანია აცხადებს, რომ უახლოეს მომავალში მიიღებდა ექსკლუზიურ უფლებას სამაუწყებლო არხების - „იმედი", „რუსთავი 2", „ჯიდიესი", „მარაო", „კომედი არხი", „მაესტრო" კომერციულ დისტრიბუციაზე საკაბელო ტელევიზიებსა და ინტერნეტ სივრცეში.

 

წერილში „მედია რაითს ჯორჯია" ასევე განმარტავდა, რომ დაინტერესების შემთხვევაში საკაბელო ოპერატორებმა აღნიშნულ ორგანიზაციას უნდა მიმართონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ შეუწყდებათ ზემოაღნიშნული სამაუწყებლო არხების ტრანსლირირების ან/და მათი კონტენტის განთავსების უფლება. ამის შემნდეგ კომპანია "სილქნეტმა" აბონენტები საკაბელო მომსახურების საფასურის შესაძლო გაძვირების შესახებ გააფრთხილა.

 

 



ქართველი ამომრჩევლების შესახებ ინფორმაცია ჰაკერულ ფორუმზე გამოქვეყნდა

ქართველი ამომრჩევლების შესახებ ინფორმაცია ჰაკერულ ფორუმზე გამოქვეყნდა
access_time2020-03-30 14:40:37
4 934 863  ქართველი ამომრჩევლის შესახებ სრული ინფორმაცია ჰაკერულ ფორუმზე შაბათს გასაჯაროვდა. მათ შორისაა გარდაცვლილთა შესახებ მონაცემებიც - წერს სააგენტო zdnet.com-ი. პირადი მონაცემები, როგორებიცაა ამომრჩევლის სახელი, მისამართი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი და მობილურის ნომერი, ეს ყველაფერი ფორუმზე ფაილის სახით გასაჯაროვდა. გაჟონვის შესახებ მონაცემთა მონიტორინგისა და პრევენციის სერვისმა  Under the breach-მა...

Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.2906 ლარად ივაჭრება, ბანკებში კი 1 დოლარი 3.3700 ლარი ღირს

Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.2906 ლარად ივაჭრება, ბანკებში კი 1 დოლარი 3.3700 ლარი ღირს
access_time2020-03-30 12:30:43
Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/3.2875-ით დაიწყო, 12:30 საათისთვის 1 დოლარი 3.2906-ის ნიშნულზეა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 27 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2896 ლარი შეადგინა.   შედარებით განსხვავებულია კომერციულ ბანკებში არსებული კურსი. „თიბისი ბანკში“ 1 აშშ დოლარის ყიდვა 3.3200 ლარადაა შესაძლებელი, ხოლო მისი გაყიდვა - 3.2400 ლარად. „საქართველოს ბანკში“ 1 დოლარის ყიდვა 3.3700 ლარადაა შესაძლებელი,...

Handelsblatt: შიდა კარანტინი არაა საკმარისი ვირუსთან გასამკლავებლად

Handelsblatt: შიდა კარანტინი არაა საკმარისი ვირუსთან გასამკლავებლად
access_time2020-03-29 20:00:11
  შიდა კარანტინი არაა საკმარისი კორონავირუსთან გამკლავებისთვის - მიიჩნევს ჰარვარდი უნივერსიტეტის ბიოსტატისტიკის პროფესორი სიუნ ლინი.   მისი თქმით,იმისთვის რომ პირველ ეტაპზე ინფიცირების ინტენსიურობა შემცირდეს, საჭიროა გაცილებით უფრო მკაცრი ქმედებები, ვიდრე უბრალოდ ადამიანების გამოკეტვა სახლებში - ამ დასკვნამდე მივიდა მეცნიერთა ჯგუფი ლინის ხელმძღვანელობით, იმის შემდეგ, რაც შეისწავლა კორონავირუსით დაავადებულ 26 000 პაციენტთა...

„ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკა მიმართულია ფინანსური დესტაბილიზაციისკენ“ - თემურ ბასილია ლარის გაუფასურების მიზეზებზე

„ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკა მიმართულია ფინანსური დესტაბილიზაციისკენ“ - თემურ ბასილია ლარის გაუფასურების მიზეზებზე
access_time2020-03-29 18:30:38
პრობლემა არის ფუნდამენტალური - ეს გახლავთ ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკა, რომელიც მიმართულია ფინანსური დესტაბილიზაციისკენ. ეს პოლიტიკა შესაცვლელია - ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში ფინანსისტი თემურ ბასილია ლარის ბოლოდროინდელ გაუფასურებას და ეროვნული ბანკის...

იტალია - კოლაფსის ზღვარზე

იტალია - კოლაფსის ზღვარზე
access_time2020-03-29 17:00:03
  22 მარტს იტალიის ხელისუფლებამ შემოიღო საგანგებო ეკონომიკური მდგომარეობა - დაიხურა ყველა საწარმო, დაწესებულება, და ორგანიზაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანის გარდა. აგრძელებენ მუშაობას მხოლოდ მაღაზიები, აფთიაქები, ბანკები, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მიტანის სამსახურები, და პირველადი აუცილებლობის პროდუქციის მწარმოებელი ქარხნები.   1 თვის მანძილზე იტალია გადაიქცა აყვავებული ნახევარკუნძულიდან მთლიანად ჩაკეტილ ქვეყანად, კოლაფსის მდგომარეობასთან მიახლოებული...


მსგავსი სიახლეები

up