საიუველირო კომპანია „კრისტალი" ხელისუფლებას დარგისთვის საგადასახადო შეღავათების დაწესებას სთხოვს

საიუველირო კომპანია „კრისტალი" ხელისუფლებას დარგისთვის საგადასახადო შეღავათების დაწესებას სთხოვს

person access_time2016-01-15 15:00:59

მიუხედავად გასულ წელს  რეგიონში არსებული რთული ეკონომიკური მდგომარეობისა და ეროვნული ვალუტის დევალვაციისა, საიუველირო კომპანია „კრისტალს“ გაყიდვები 15%-ით გაეზარდა და საკუთარი წარმოებაც დაიწყო. საიუველირო კომპანია „კრისტალის“ დირექტორი ზურაბ კობაიძე საქართველოში დიდი რაოდენობით სომხური წარმოშობის კონტრაბანდულ ოქროს შეოტანაზეც საუბრობს.


ინტერვიუ საიუველირო კომპანია „კრისტალის“ დირექტორ ზურაბ კობაიძესთან.


-   უპირველეს ყოვლისა, შეაფასეთ გასული 2015 წელი. როგორი იყო ის თქვენი კომპანიისთვის და ზოგადად ბაზრისთვის?


-   გასული წელი „კრისტალისთვის“ ძალიან ნაყოფიერი იყო. რეალიზაციის მოცულობა 2014 წელთან შედარებით 15%-ით გაიზარდა. ამასთან, ბათუმშსა და „ისთ ფოინთში“ გავხსენით კიდევ ერთი ფილიალი. რაც ყველაზე მთავარია, ჩვენი წარმოება გავხსენით ნოემბრის ბოლოს. წარმოების ტექნიკური საშუალებები გათვლილია იმაზე, რომ მასობრივი წარმოება იყოს. ჯერჯერობით ჩვენი წარმოება მუშაობს მხოლოდ „კრისტალის“ ქსელისთვის, მაგრამ თუ დაინტერესება იქნება, შეგვიძლია სხვა კომპანიებზეც ვიმუშაოთ. ჩვენ მომხმარებელს ინდივიდუალურ მომსახურებასაც ვთავაზობთ, კლიენტს მოემსახურება დიზაინერი, რომელიც სამგანზომილებიან პროგრამაში ესკიზებს აჩვენებს და შესაძლებელი იქნება როგორც საკუთარი, ასევე ჩვენი კომპანიის მასალებით სამკაულის დამზადება.


-  რა ოდენობის ინვესტიცია ჩაიდო წარმოების ასამუშავებლად?


-  დაახლოოებით 100-150 ათასი დოლარი ჩავდეთ. სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობა არ მიგვიღია. სესხი ავიღეთ ბანკიდან. ძირითადი საშუალებები შევიძინეთ. სამწუხარო ფაქტი ამ პროცესში იყო ის, რომ როდესაც დაზგა დანადგარები შემოვიტანეთ ქვეყანაში, დაბეგვრის ახალ რეჟიმში მოვყევით, რაც დღგ-ს გადასახადის მაშინვე გადახდას გულისხმობს. ეს თანხა მაინც გადასახდელი იქნებოდა 30 დღის შემდეგ, მაგრამ იმ წუთში მზად არ ვიყავით დამატებითი თანხების გადასახდელად. სასურველი იქნება, რომ როცა ძირითად საშუალებებზე და წარმოების განვითარებაზე ვაკეთებთ აქცენტს, ასეთი რეჟიმებში არ მოხვდეს ხოლმე დაზგა-დანადგარები.


-  რატომ გადაწყვიტეთ წარმოების დაწყება ამ მიმართულებით? უფრო მასშტაბური ხასიათის გეგმებისთვის ემზადებით?


-  90-იანი წლებიდან დაკავებული ვიყავი საიუველირო წარმოებით და ძალიან მიყვარს ეს საქმე. თან საქართველოში არსებობს ამისი ტრადიციები, გემოვნებაც გააჩნია ჩვენს ხალხს და ხელეწიფება კიდეც ამ პროდუქციის შექმნა. ისეთი პატარა ქვეყნებისთვის, როგორიც ისრაელი, სომხეთი ან ბელგიაა, საიუველირო წარმოებას ძალიან დიდი ადგილი უჭირავს ეკონომიკაში. ის არ მოითხოვს დიდ კაპიტალდაბანდებას ძირითად საშუალებებში, მასალებია უბრალოდ ძვირი; ასაქმებს ხალხს და საკმაოდ ლიკვიდური დარგიცაა.



-  რაც შეეხება ბაზარს, როგორ შეაფასებდით დღეს არსებულ მდგომარეობას? თქვენ ახსენეთ, რომ 2015 წელი კარგი იყო „კრისტალისთვის“, თუმცა, საკმაოდ ბევრი ბიზნესისთვის მძიმე აღმოჩნდა რეგიონში არსებული ეკონომიკური კრიზისისა და ლარის გაუფასურების გამო.


- ბაზარზე შედარებით დამძიმებულია სიტუაცია. საშუალოდ თუ ვიანგარიშებთ, მომხმარებელი უფრო დაბალი ღირებულების პროდუქციას ყიდულობს. ასევე, სავალალო მდგომარეობაა ისეთ გაუკონტროლებელ დარგში, როგორიც არის ოქროს ბირჟა. მოდის ინფორმაცია, რომ შემოდის ძალიან ბევრი კონტრაბანდული საქონელი ძირითადად სომხეთიდან, რომლის ხარისხიც დიდ ეჭვებს ბადებს. თითქმის ყოველდღე ვხედავ სტატიას, რომ ვიღაც დააკავეს ამის გამო, მაგრამ ეს ნაკადი არ წყდება აშკარად.


-  კიდევ რა პრობლემას ხედავთ ამ დარგში, რომლის გამოსწორებასაც ისურვებდით?


-  ძალიან კარგი იქნება, თუ წარმოების განვითარებაზე ვიფიქრებთ, ოქროს ზოდების სახით შემოტანისას განბაჟების პირობები იყოს განსხვავებული. საიუველირო ნაწარმი როცა შემოდის, ის უნდა დაიბეგროს ჩვეულებრივ, მაგრამ თუ გვინდა, რომ წარმოება განვითარდეს, კარგი იქნება, თუ ძვირფასი ლითონების ზოდების სახით მოძრაობა საზღვარზე განსხვავებული რეჟიმით მოხდება. მაგალითად, თურქეთში ზოდის სახით ძვირფასი ლითონები საერთოდ არ იბეგრება. საიუველირო ნაწარმის შეტანისას კი მხოლოდ იბეგრება ლითონის ფასს დამატებული ხელობის ღირებულება. მსგავსი ფორმები თუ იქნება გამონახული  საქართველოშიც ძალიან დადებითად აისახება ბაზარზე, ეს ხელს შეუწყობს როგორც საბითუმო ვაჭრობას, ასევე მეწარმეობის განვითარებას.


-  როგორ ფიქრობთ, რა არის დღეს ბიზნესისთვის აუცილებელი, რაც დღეს საქართველოში შედარებით ნაკლებადაა განვითარებული?


-  ჩვენთან საკმაოდ დიდ ყურადღებას უთმობენ IT ტექნოლოგიების განვითარებას. მცირე მეწარმეებსაც თუ დაეხმარება სახელმწიფო მაგალითად სხვადასხვა ინტერნეტმაღაზიაში პროდუქციის გაანთავსებაში, კარგი იქნება.  

მე პირადად ძლიან ბევრ გამოფენაზე დავდივარ და იქ ქვეყნები წარმოდგენილები არიან ძალიან ორგანიზებულად. როგორც შევიტყვე, ამას სახელმწიფო უკეთებს ორგანიზებას. ამ მიმართულებით საქართველოს ხელისუფლებას შეუძლია ხელი შეუწყოს საიუველირო სფეროსაც.


- ვინ არიან დღეს თქვენი მომხმარებლები? რა სეგმენტზე მუშაობთ და წლების განმავლობაში შეცვალეთ თუ არა საფასო პოლიტიკა?


- საფასო პოლიტიკა არ შეგვიცვლია. თავიდანვე ჩამოვყალიბდით საშუალო სეგმენტზე და დღესაც ამას ვაგრძელებთ. ეს ჩვენი ნიშაა. „კრისტალი“ ბაზარზე ცნობილია, როგორც საკმაოდ ხელმისაწვდომი და მაღალხარისხიანი პროდუქციის მწარმოებელი, ეს ისევ ძალაში რჩება.


-  2016 წელს რა გეგმები გაქვთ?


-  თბილისი მოლში შევდივართ უახლოეს მომავალში და წარმოების გაფართოვებას ვაპირებთ. იმედი გვაქვს, რომ ექსპორტზეც გავიტანთ ჩვენს პროდუქციას.


-   რომელ ქვეყნებში ფიქრობთ პროდუქციის გატანას?


-   ჯერ არ ვიცით. მოთელვას დავიწყებთ, ბაზრების მოსინჯვას და შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას.

  




აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტები - ობამა, ბუში და კლინტონი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას საჯაროდ გაიკეთებენ

აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტები - ობამა, ბუში და კლინტონი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას საჯაროდ გაიკეთებენ
access_time2020-12-04 18:54:11
ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტები, ბარაკ ობამა, ჯორჯ ბუში და ბილ კლინტონი, მზად არიან, რომ ავტორიზაციის შემდეგ, კოვიდ 19-ის ვაქცინა საჯაროდ, კამერების წინ გაიკეთონ და ასე მოსახლეობას დაუმტკიცონ, რომ ის უსაფრთხოა.   ამერიკის ბოლო სამი პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ მათი ეს ნაბიჯი იქნება მყარი გზავნილი ამერიკელი ხალხისთვის, რომ ვაქცინა მართლაც უსაფრთხო და ეფექტურია. სწორედ ამაში ცდილობენ საზოგადოების დარწმუნებას სფეროს ექსპერტები და ვაქცინაზე...

„გამოქვეყნებული ახალ რეიტინგები მნიშვნელოვანი გზავნილია პოტენციური ინვესტორებისთვის - საქართველოს ბიზნესასოციაცია

„გამოქვეყნებული ახალ რეიტინგები მნიშვნელოვანი გზავნილია პოტენციური ინვესტორებისთვის - საქართველოს ბიზნესასოციაცია
access_time2020-12-04 17:55:18
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია Trace International-ის და ტრანსეროვნული ორგანიზაცია SolAbility-ის კვლევებს ეხმიანება და რეიტინგებს პოტენციური ინვესტორებისთვის პოზიტიურ გზავნილად აფასებს. Trace International-ის წარმოებული კორუფციის რისკისგან თავისუფლების ინდექსის მიხედვით, საქართველო მსოფლიოში 28-ე, ხოლო ევროპაში მე-19 ადგილზეა, ხოლო SolAbility-ის გლობალური მდგრადი კონკურენტუნარიანობის ინდექსის მიხედვით, საქართველო 180 ქვეყნიდან, 37-ე ადგილზეა.   ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტის...

4 დეკემბერი - რეგიონში ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა

4 დეკემბერი - რეგიონში ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-12-04 18:05:53
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 4 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3115 ლარი გახდა....

ბუნებრივი აირის გაძვირება პროდუქციის ფასზე აისახება - კულა

ბუნებრივი აირის გაძვირება პროდუქციის ფასზე აისახება - კულა
access_time2020-12-04 14:40:18
საკონსერვო კომპანია „კულას“ დირექტორი ვანო გოგლიძე  კომერციული ორგანიზაციებისთვის ბუნებრივი გაზის ფასის მატებას უარყოფითად აფასებს.   „იმის მიუხედავად, რომ ჩვენი წარმოება ნაწილობრივ ელექტოენერგიაზეა დამოკიდებული, გაზის ტარიფის მატება პროდუქციის ფასზეც აისახება,“ – აღნიშნავს ვანო გოგლიძე და ამ ეტაპზე, დამატებით დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს.   შეგახსენებთ, რომ 2021 წლის 3 იანვრიდან კომპანიის არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლისათვის მისაწოდებელი...

საქართველოდან ღვინის ექსპორტი 8%-ით შემცირდა

საქართველოდან ღვინის ექსპორტი 8%-ით შემცირდა
access_time2020-12-04 16:45:11
2015 წლის შემდეგ პირველად, ღვინის ექსპორტი 8%-ით 10 თვეში $163 მლნ-მდე შემცირდა. კლება აღინიშნება ისეთ დიდ ბაზრებზე როგორებიცაა რუსეთი და ჩინეთი. 2001-2019 წლებში ღვინის ექსპორტის ჯამურმა მოცულობამ $1.646 მლრდ შეადგინა. ექსპორტიდს 67% - $1.1 მლრდ-ზე მეტი 2013-2019 წლებში რუსეთის ბაზრის ხელახალი გახნსის შემდეგ განხორციელდა. 2001-2005 წლებში ღვინის ექსპორტი 152%-ით $32 მლნ-დან $81 მლნ-მდე გაიზარდა. 2006 წელს გამოცხადებული რუსული ემბარგოს შემდეგ ის...


მსგავსი სიახლეები

up