საიუბილეო iPhone-ი ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული იქნება

საიუბილეო iPhone-ი ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული იქნება

access_time2017-02-10 10:00:34

2017 წელს iPhone-ი 10 წლის ხდება. მიმდინარე წელს ცნობილი სმარტფონის ახალი თაობის გამოშვებაა მოსალოდნელი და სავარაუდოდ, ეს იქნება ყველაზე ძვირადღირებული iPhone-ი ისტორიაში: მისი ფასი $1000-ს გადააჭარბებს.

 

გავრცელებული ინფორმაციით, მიმდინარე წელს Apple-ი 3 ახალ მოდელს გამოუშვებს. მათგან ორი iPhone 7S-ი და 7S Plus-ი იქნება. შესაძლოა, მესამე მოდელს iPhone 8 ან iPhone X ეწოდოს.

 

გამოცემა Fast Company ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ Apple-ის საიუბილეო სმარტფონი ამერიკული კომპანიის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული იქნება. შეგახსენებთ, რომ ყველაზე ძვირადღირებულ iPhone-ად 256 გბ-იანი iPhone 7 Plus-ი ითვლება, რომლის ფასი $969-ს შეადგენს. $1000-იან ზღვარს აქამდე მხოლოდ სმარტფონების სპეციალური ვერსიებისა და ლუქს ბრენდების მწარმოებლები აჭარბებდნენ.

 


რა არის იმისი მიზეზი, რომ Apple-ი ახალ სმარტფონს ასეთ მაღალ ფასს ადებს? სავარაუდოდ, ფასის გაზრდას iPhone-ში ახალი დისპლეის, OLED-ის არსებობა განაპირობებს.

 

ახალი iPhone 8-ის (ან iPhone X) უკანა პანელი დამზადებული იქნება მთლიანად მინისგან და არა მეტალისგან. არ არის გამორიცხული, რომ სმარტფონის მთლიანი კორპუსი მინით დაიფარება.

 

OLED-ზე გადასვლის მიზეზს განაპირობებს მიზანი, რომ iPhone-ს მოშორდეს ერთადერთი ღილაკი, Home, რომელიც ასევე სენსორული გახდება. ამასთან, სავარაუდოდ ახალ სმარტფონზე გვერდით არსებული ღილაკებიც გაუქმდება, რომლებიც ასევე სენსორულ რეჟიმზე გადავლენ.

 

 

ავტორი: Vestifinance



მიკროავტობუსების ნომრები შეიცვალა - ნახეთ განახლებული მარშრუტი

 მიკროავტობუსების ნომრები შეიცვალა - ნახეთ განახლებული მარშრუტი
access_time2022-01-20 13:55:00
20 იანვრიდან პირველ თებერვლამდე, მიკროავტობუსის 53 მოქმედი მარშრუტი განახლებული ხაზებით ჩანაცვლდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. „კერძოდ: N2-ს ჩაანაცვლებს N472; N5-ს ჩაანაცვლებს N535; N6-ს ჩაანაცვლებს N536; N11-ს ჩაანაცვლებს N431; N16-ს ჩაანაცვლებს N416; N28-ს ჩაანაცვლებს N428; N33-ს ჩაანაცვლებს N533; N34-ს ჩაანაცვლებს N534; N41-ს ჩაანაცვლებს N541; N42-ს ჩაანაცვლებს N442; N43-ს ჩაანაცვლებს N543; N48-ს ჩაანაცვლებს N475; N51-ს ჩაანაცვლებს...

ვითიბი წარმატებით განაგრძობს ქართული ღვინის სექტორის ექსპორტის ფინანსირებას

ვითიბი წარმატებით განაგრძობს ქართული ღვინის სექტორის ექსპორტის ფინანსირებას
access_time2022-01-20 12:55:23
ვითიბი ბანკი, როგორც ქართული ბიზნენის #1 ქომაგი, აქტიურად აგრძელებს ბიზნესის მხარდაჭერას. ბანკის მთავარი აქციონერის თანადგომით, საერთაშორისო ფაქტორინგულ ბაზარზე, ვითიბი ბანკმა, პირველი ნაბიჯები, ქართული ღვინის სექტორის  ფინანსირებაში გადადგა. 2015 წელს დაწყებულ კურსს, ბანკი, ახლაც წარმატებით აგრძელებს და კლასიკური FCI Edifactoring-ის პლატფორმის საშუალებით ახორციელებს ქართული ღვინის სექტორის ექსპორტის ფინანსირების სტანდარტიზებულ...

ექსპორტმა ჩინეთში $600 მლნ-ს გადააჭარბა

ექსპორტმა ჩინეთში $600 მლნ-ს გადააჭარბა
access_time2022-01-20 12:00:37
2021 წელს ექსპორტი 2020 წელთან შედარებით 26.9%-ით. 2019 წელთან შედარებით კი 11.7%-ით გაიზარდა და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში რეკორდულ მაჩვენებელს $4.243 მლრდ-ს მიაღწია. ექსპორტის 14.5% - $616 მლნ ჩინეთში განხორციელდა. 2021 წელს ჩინეთში უფრო მეტი პროდუქცია გაიყიდა, ვიდრე 1995-2016 წლებში ერთად, რასაც ხელი 2018 წლის იანვრიდან ამოქმედებულმა თავისუფალმა სავაჭრო ხელშეკრულებამ შეუწყო.   ჩინეთში გატანილ ექსპორტში $497 მლნ-ით სპილენძის მადნების წილი 81%-ს აღწევს, რაც...

საქართველომ 2021 წელს ოკუპირებული აფხაზეთისთვის 1 მლრდ კვტ/სთ ელექტროენერგია შეიძინა

საქართველომ 2021 წელს ოკუპირებული აფხაზეთისთვის 1 მლრდ კვტ/სთ ელექტროენერგია შეიძინა
access_time2022-01-19 18:00:57
2021 წელს საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავება 13.3%-ით 12.645 მლრდ კვტ/სთ-მდე, მოხმარება კი 13.1%-ით 13.753 მლრდ კვტ/სთ-მდე გაიზარდა. იმპორტმა კი დამოუკიდებელ საქართველოში პირველად 2 მლრდ კვტ/სთ-ს გადააჭარბა, საიდანაც 1 მლრდ კვტ/სთ ოკუპირებულ აფხაზეთს მოხმარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი - ესკო ავრცელებს.   2021 წელს საქართველოში ექსპლუატაციაში რომელიმე დიდი ჰესი არ შესულა და არც ახალი...

უკრაინა გერმანიას საბრძოლო ხომალდებს და საზენიტო კომპლექსებს სთხოვს

უკრაინა გერმანიას საბრძოლო ხომალდებს და საზენიტო კომპლექსებს სთხოვს
access_time2022-01-19 20:00:19
გერმანიის მთავრობამ უარი განაცხადა შეიარაღების მიწოდებაზე უკრაინისთვის, რომელიც რუსეთთან კონფლიქტის მდგომარეობაშია. უკრაინის ელჩს გერმანიაში ანდრეი მელნიკს კი არ სურს ბერლინის ამ გადაწყვეტილებასთან შეგუება და კვლავაც დაჟინებით ითხოვს იარაღის მიწოდებას, თანაც კონკრეტულ სახეობებს ასახელებს. „პირველ რიგში საუბარია საბრძოლო ხომალდებზე, რომლებიც საუკეთესოა მსოფლიოში და რომლებიც ჩვენ უკიდურესად გვჭირდება შავი და აზოვის ზღვების გრძელი სანაპიროების დასაცავად“, -...


მსგავსი სიახლეები

up