საით მიდის თურქეთი - რუსული ს-400-ის შემდეგ რუსულივე სუ-35

საით მიდის თურქეთი - რუსული ს-400-ის შემდეგ რუსულივე სუ-35

access_time2019-08-13 22:15:04

თურქეთი კვლავ რუსული შეუიარაღებითაა დაინტერესებული. რუსული სარაკეტო სისტემა ეს-400-ის შეძენის შემდეგ, თურქეთი, სავარაუდოდ, ფედერაციის მრავალდარგოვანი ზემანევრირებადი ავიაგამანადგურებელ სუ-35-ით დაინტერესდა. თუმცა, ამერიკის შეერთებული შტატები კვლავ სანქციებით იმუქრება. ამის შესახებ თურქული გაზეთი „Yeni Safak იუწყება.

 

18 ივლისს ცნობილი გახდა, რომ რუსული სახელმწიფო კორპორაცია „როსტექის ხელმძღვანელმა, სერგეი ჩემეზოვმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ თურქეთი დაინტერესდება რუსეთი შეიარაღების შეძენით, კერძოდ, ავიაგამანადგურებელ სუ-35-ით, ფედერაცია არ იქნება წინააღმდეგი და მოლაპარაკებების გამართვაში აქტიურად ჩაერთვება.

 

გაზეთ „Yeni Safak-ის მონაცემებზე დაყრდნობით, იმ პირებმა, რომლებიც თურქეთის მიერ შეიარაღების შეძენას ხელმძღვანელობენ და კურირებენ, მიმართეს თურქეთის თავდაცვის სამინისტროს და შესთავაზეს რუსეთის წარმომადგენლების მიერ გაკეთებული შეთავაზების განხილვა.

 

იმ შემთხვევაში, თუ სამხედროები მიიღებენ ფედერაციის წინადადებას და ჩათვლიან, რომ თურქეთს სჭირდება რუსული ავიაგამანადგურებელი სუ-35, დაიწყება ოფიციალური მოლაპარაკებები რუსულ მხარესთან - „როსობორონეკსპორტთან.


 

ცნობისთვის, სუ-35 ბოლო საბრძოლო თვითმფრინავია, რომელიც რომელიც პლატფორმა ტ-10ეს-ის ბაზაზე იყო აგებული. ავიაგამანადგურებელს 2250 კმ/სთ სიჩქარის განვითარების უნარი აქვს 11 000 მეტრის სიმაღლეზე.

 

შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებულ; შტატებსა და თურქეთს შორის ურთიერთობის დაძაბვა გამოიწვია თურქეთის მიერ რუსული შეიარაღებუს შეძენამ, რის გამოც ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 2019 წლის 16 ივლისს ოფიციალურად განაცხადა, რომ თურქეთი აღარ არის ავიაგამანდგურებლების პროგრამაში და ასევე დასძინა, რომ აშშ თურქეთს აღარ მიჰყიდის ეფ-35-ის ტიპის მოიერიშე-ბომბდამშენებს.

 

ანკარას გადაწყვეტილი აქვს, რომ ეს-400-ის განლაგება 2020 წლის აპრილში დაიწყოს.

 

რამდენიმე დღით ადრე, 4 ივლისს თურქეთის პრეზიდენტმა, ერდოღანმა საკმაოდ მწვავე განცხადება გააკეთა აშშ-სთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ ამერიკის მხრიდან ეს იყო ყაჩაღობის მცდელობა, რადგან თურქეთს $1.4 მლრდ უკვე გადახდილი ჰქონდა ავიაგამანადგურებლებში და ოთხი თვითმფრინავი უკვე გადაცემული იყო.


resonancedaily.com




თემურ მიქელაძე კორონავირუსისგან დასაცავად რეკომენდაციებს იძლევა

თემურ მიქელაძე კორონავირუსისგან დასაცავად რეკომენდაციებს იძლევა
access_time2020-02-27 14:00:54
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გუშინ დაფიქსირდა.საზოგადოებას პედიატრი თემურ მიქელაძე „კომერსანტის“ საშუალებით კორონავირუსისგან დასაცავად რეკომენდაციას აძლევს.   „პირველი არ აყვეთ პანიკას. ერთ პაციენტთან დადასტურებული ვირუსი და ისიც მსუბუქი ფორმაში არ იძლევა გავრცელების მაღალი რისკის საშუალებას. მსოფლიო მასტაბით 15 წლამდე ასაკის ბავშვებში გვაქვს ერთეული შემთხვევა და ისიც იოლ ფორმებში.  4%-ის შემთხვევაში დაავადება...

ივა ჭყონია: „საკვები პროდუქტების დეფიციტი საქართველოში არ შეიქმნება“

ივა ჭყონია: „საკვები პროდუქტების დეფიციტი საქართველოში არ შეიქმნება“
access_time2020-02-27 13:05:43
გუშინ საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსი დაუდასტურდა საქართველოს მოქალაქეს, 50 წლის მამაკაცს, რომელიც ქვეყანაში ირანიდან, აზერბაიჯანის გავლით შემოვიდა. მას შემდეგ რაც საქართველოში კორონავირუსის შემთხვევა ოფიციალურად დადასტურდა, მოსახლეობის ნაწილმა სუპერმარკეტებში პროდუქტების მომარაგება დაიწყო. სოციალურ ქსელში ვრცელდებოდა ფოტოები, სადაც ჩანს თუ როგორ იმარაგებენ საკვებ პროდუქტებს...

„PSP იმედოვნებს, რომ პირბადეებით ქსელი 2-3 დღეში, ხოლო ანსტისეპტიკური გელი დღის ბოლომდე შეივსება “

„PSP იმედოვნებს, რომ პირბადეებით ქსელი 2-3 დღეში, ხოლო ანსტისეპტიკური გელი დღის ბოლომდე შეივსება “
access_time2020-02-27 12:05:22
ფარმაცევტული კომპანიები პირბადეების და ანტისეპტიკური გელების შესყიდვებთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს ყოველდღიურ რეჟიმში აწარმოებენ. როგორც „კომერსანტს“  PSP-ში განუცხადეს, მოლაპარაკებები  ერთი თვეა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს და იმედს გამოთქვამენ, რომ 2-3 დღეში პირბადეებით ქსელები მომარაგდება. „ახლა მოლაპარაკების რეჟიმი მიმდინარეობს,ყოველდღიურ რეჟიმში მიდის პროცესი.რაც შეეხება ფასს, ბოლო დღემდე ჩვენთან ერთი ცალი პირბადე 15 თეთრი ღირდა და...

ჯანდაცვის სამინისტრო კომპანიებს პირბადეების მარაგების დროულად შევსების დავალებას აძლევს და მოუწოდებს, მათი რეალიზაცია „შესაბამის ფასში“ მოახდინოს

ჯანდაცვის სამინისტრო კომპანიებს პირბადეების მარაგების დროულად შევსების დავალებას აძლევს და მოუწოდებს, მათი რეალიზაცია „შესაბამის ფასში“ მოახდინოს
access_time2020-02-27 11:52:49
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ მწარმოებლებსა და შემომტანებს პირბადეების მარაგების მყისიერად შევსება დაავალა.„ინტერპრესნიუსის“ კითხვაზე, როდის შეივსება ფარმაცევტულ ბაზარზე პირბადეების დეფიციტი, სამინისტროში პასუხი არ აქვთ, თუმცა ამბობენ, რომ დავალება უკვე გაცემულია. ამასთან, სამინისტრო მოუწოდებს კომპანიებს, პირბადებიის რეალიზაცია შესაბამისს ფასსში მოახდინონ. შეგახსენებთ, რომ საქართველოში ახალი...

გიორგი გახარია - ჩვენ პანიკის საფუძველი არ გვაქვს

გიორგი გახარია - ჩვენ პანიკის საფუძველი არ გვაქვს
access_time2020-02-27 10:13:23
ჯანდაცვის სამინისტრო, შესაბამისი უწყებები და შექმნილი საკოორდინაციო უწყებათაშორისი საბჭო სიტუაციას სრულად აკონტროლებენ, პანიკის საფუძველი არ გვაქვს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე კორონავირუსთან დაკავშირებით განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ყველამ უნდა გაითვალისწინოს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები, რომლებიც უკვე რამდენიმე დღეა, საინფორმაციო საშუალებებით ვრცელდება. „აქტიურად...


მსგავსი სიახლეები

up