საინვესტიციო „შიმშილი“ რეგიონებში - „ცენტრალური ხელისუფლება თვითმმართველობების მიმართ უფრო მკაცრი უნდა იყოს“

საინვესტიციო „შიმშილი“ რეგიონებში - „ცენტრალური ხელისუფლება თვითმმართველობების მიმართ უფრო მკაცრი უნდა იყოს“

access_time2018-08-17 11:26:00

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, ინვესტორებისთვის ყველაზე მიმზიდველი თბილისია. კაპიტალდაბანდებების 80%-დე სწორედ დედაქალაქში ხდება. პარალელურად რეგიონები საინვესტიციო შიმშილს განიცდის. რა ხდება თბილისის ფარგლებს გარეთ, პრობლემაზე "კომერსანტი"  აქტიურად წერდა. ვითარება, ფაქტობრივად, არ შეცვლილა. იხილეთ ჩვენი სტატია :



საქართველოს რეგიონები კვლავ საინვესტიციო „შიმშილის“ ზღვარზეა. წლიდან წლამდე მაჩვენებელი თითქმის არ იცვლება - რეგიონებში, პატარა ქალაქებში და მითუმეტეს სოფლებში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ძალიან მცირედით შემოდის. ლიდერი ქალაქი, რომელიც ყველაზე მეტ ინვესტიციას იზიდავს, ისევ თბილისია. შესაბამისად, რეგიონებში ეკონომიკური ზრდა და განვითარება დაბალია.

 

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი ინფორმაციით, 2017 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით, საქართველოში 346,598.2 ათასი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა. აქედან, ტრადიციულად, ყველაზე დიდი წილი დედაქალაქზე მოდის, სადაც ინვესტიციის მოცულობა 291, 791.7 ათასი დოლარია. მეორე ადგილზე არის აჭარა, სადაც ინვესტიციამ 23,760.8 ათას დოლარს მიაღწია, ხოლო მესამე ადგილზეა ქვემო ქართლი - 22, 894,8 ათასი დოლარი. პროცენტულად მაჩვენებელი შემდეგნაირად ნაწილდება: თბილისი - 84,1%, აჭარა - 6,8%, ქვემო ქართლი -6,6%.

 

რაც შეეხება გასული წლის მთლიან მაჩვენებელს, პროცენტულად განსხვავება დიდი არ არის. 2016 წელს საქართველოში 1,5 მილიარდი დოლარის ინვესტიცია შემოვიდა, საიდანაც თბილისში ჩაიდო 1,3 მილიარდი დოლარი, ანუ მთლიანი ინვესტიციების 86%. 92 მილიონი დოლარით მეორე ადგილზე იყო აჭარა, მთლიანი ინვესტიციების 5,8%, შემდეგ მოდიოდა სამეგრელო–ზემო სვანეთი და გურია - 34,1 მილიონი დოლარით, რაც ინვესტიციების 2,1%–ს შეადგენს.

 

ხელისუფლების მხრიდან დაპირება არაერთხელ ყოფილა, რომ რეგიონები, დიდი ქალაქები, სოფლები განვითარდება, თუმცა რეალური შედეგი სტატისტიკური მონაცემებიდან კარგად ჩანს. ისიც ფაქტია, რომ სახელმწიფოს ჩარევა საჭიროა, რადგან თბილისის გარდა, სხვა ქალაქებიც უნდა გახადონ ინვესტორებისთვის მიმზიდველი. ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტებიც მუდმივად საუბრობენ.

 

როგორც თსუ-ს ანალიზისა და  პროგნოზირების ცენტრის თავმჯდომარე ოთარ ანგურიძე „კომერსანტთან“ საუბრისას აცხადებს, ქვეყანაში არის იმის ტენდენცია, რომ მთელი ყურადღება თბილისზეა გადატანილი.


 

„პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მხრივ თბილისის ლიდერობა განპირობებულია იმ ტენდენციით, რომ მთელი ყურადღება დედაქალაქზეა გადატანილი. ამას ემატება მოსახლეობის გადაადგილების დინამიკაც რაიონებიდან და სოფლებიდან მსხვილი ქალაქების მიმართულებით. თუმცა მსგავსი ტენდენცია თუ დინამიკა მხოლოდ საქართველოსთვის დამახასიათებელი არ არის. ეს ზოგადად განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკას ახასიათებს, როდესაც ეკონომიკურად მხოლოდ რამდენიმე მსხვილი ქალაქი ვითარდება და სხვა ქალაქები იგივე ტემპში ვერ მიდიან. ეს იმითაც არის გამოწვეული, რომ ძირითადი უცხოური კაპიტალი კონცენტრაციას მაინც მსხვილ ადმინისტრაციულ ქალაქებზე აკეთებს. ჩვენს შემთხვევაში ასეთებია თბილისი, ბათუმი და ნაწილობრივ ქუთაისიც. ეს სტატისტიკურ მონაცემებშიც ჩანს“, - აღნიშნავს ანგურიძე.

კითხვაზე, ბოლო წლებში მაინც რატომ ვერ ახერხებს ვერცერთი ხელისუფლება, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა თბილისის გარდა, სხვა ქალაქებშიც ასე თუ ისე გაიზარდოს და ეკონომიკა განვითარდეს, ანგურიძე პასუხობს: „სახელმწიფოს მხრიდან მეტი საშეღავათო პირობები უნდა იყოს შექმნილი რეგიონებისთვის, როგორიც არის მაღალმთიან რეგიონებში. კარგი იქნება, თუ ეკონომიკური მიმართულებით უფრო სტრუქტურულად დაიყოფა. თავად ხელისუფლებამ უნდა დაასახელოს, კონკრეტულ რეგიონში კარგ ეფექტურ შედეგს რა მოიტანს.

 

„სახელმწიფომ და ბიზნესმა შეთანხმებულად უნდა გადაჭრას პრობლემა, რომ ინვესტორთა ინტერესის სფერო მხოლოდ თბილისი და ბათუმი არ იყოს. სახელმწიფო ბიზნესს თუ გარკვეული სახის სტიმულირებას არ მისცემს, ის რეგიონის განვითარებას დამოუკიდებლად თავის თავზე ვერ იტვირთავს“, - აღნიშნავს ანგურიძე.

 

მისივე თქმით, იმისთვის რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინება სხვადასხვა რეგიონებში გადანაწილდეს, ამაზე როგორც ცენტრალურმა ხელისუფლებამ, ასევე ადგილობრივმა თვითმმართველობებმაც უნდა იზრუნონ.

 

ამა თუ იმ ქალაქის ეკონომიკის ზრდა ადგილობრივ თვითმმართველობებზეა დამოკიდებული, რომლებიც ხშირ შემთხვევაში ამ მიმართულებით ძალიან პასიურობენ და მიმდინარე რუტინული სამუშაოებით არიან დაკავებულები. ცენტრალური ხელისუფლებისგან მკაცრი მოთხოვნა უნდა იყოს ადგილობრივი თვითმმართველობის მიმართ, რომ ეკონომიკურ პროექტებს მეტი ყურადღება დაეთმოს. ეს ადგილზე მოსახლეობის დასაქმებას, სოციალური ფონის გაუმჯობესებას და ასევე, მთლიანად ქვეყნის განვითარების პროცესს  ხელს შეუწყობს. ცენტრალური ხელისუფლება თვითმმართველობებს მიმართ უფრო მკაცრი უნდა იყოს. ასე რომ, ახლადარჩეულმა თვითმმართველობებმა დიდი სამუშაო უნდა გასწიონ, რადგან მათზე ბევრი რამ არის დამოკიდებული“, - აცხადებს ოთარ ანგურიძე.  

 

ამასთან, თსუ-ს ანალიზისა და  პროგნოზირების ცენტრის თავმჯდომარე ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზეც, რომ მოსახლეობა იძულებულია მსხვილი ქალაქებისკენ წავიდეს, რადგან პატარა ქალაქებში და სოფლებში განათლების მიღებისა და დასაქმების პერსპექტივა თითქმის არ აქვთ: „აუცილებელია, რომ მოსახლეობას სხვა დიდ ქალაქში გადასვლის სურვილი არ  გაუჩნდეს და ადგილზე ჰქონდეს შესაძლებლობები. ადამიანები დაგროვილი თანხების დედაქალაქში აკუმულირებას არჩევენ, რადგან პატარა ქალაქებსა და სოფლებში ამას ვერ ახდენენ.  სტატისტიკურ მონაცემებს თუ დავეყრდნობით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ძირითადად სამშენებლო სექტორში ხორციელდება. შესაბამისად, ხალხი ცდილობს, უძრავი ქონება დიდ ქალაქებში შეიძინოს.“

 

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის პირველ ნახევარში განხორციელებულმა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 751.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის დაზუსტებულ მაჩვენებელზე 5.5 პროცენტით ნაკლებია.

 

2017 წლის II კვარტალში უმსხვილესი პირდაპირი ინვესტორი ქვეყნების მიხედვით, პირველ ადგილზე აზერბაიჯანი იმყოფება 36.6 პროცენტით, მეორე ადგილზე - ნიდერლანდები 12.4 პროცენტით, ხოლო მესამე ადგილზე თურქეთი - 11.3 პროცენტით.

 

სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 2017 წლის II კვარტალში 66.3 პროცენტი შეადგინა. ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სექტორში განხორციელდა და 130.4 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 37.6 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება მშენებლობის სექტორი 70.0 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე - სასტუმროების და რესტორნების სექტორი 29.3 მლნ. აშშ დოლარით.


თეონა კენჭიაშვილი 




24 სექტემბერი - რეგიონის ვალუტებს შორის ქართული ლარი რეკორდული სისწრაფით უფასურდება

24 სექტემბერი - რეგიონის ვალუტებს შორის ქართული ლარი რეკორდული სისწრაფით უფასურდება
access_time2020-09-24 18:10:43
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. გუშინ გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა, თუმცა მიუხედავად ამისა 24...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-09-24 21:30:36
დღის Top 10 საინტერესო ამბავი:   1. კრედიტების გაიაფების იდეას მივესალმები, რადგან ყოფილ ბანკირს უკეთესად ესმის ეს საკითხი - კახა ოქრიაშვილი ხაზარაძის ინიციატივას ემხრობა „კრედიტების გაიაფების იდეას მივესალმები, რადგან ყოფილ ბანკირს უფრო ესმის ეგ საკითხი. ჯობია ბევრი კრედიტი გასცე და...

ლარი იმ კრიტიკულ ნიშნულს უკვე გადასცდა, რის შემდეგაც, პროდუქციის გაძვირება იწყება

ლარი იმ კრიტიკულ ნიშნულს უკვე გადასცდა, რის შემდეგაც, პროდუქციის გაძვირება იწყება
access_time2020-09-24 17:15:01
ლარის გაუფასურების გამო, იმპორტირებული პროდუქციის ფასის ზრდა გარდაუვალია - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელმა, ივა ჭყონიამ განუცხადა. მისივე თქმით, გაძვირების პროცესი უკვე ოქტომბრიდან დაიწყება.   Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 16:03 საათისთვის ერთი დოლარი 3.3200 ლარად ივაჭრება, აღმავალი ტრენდი ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, შეუქცევადია და ლარი, ახალ-ახალ უარყოფით რეკორდულ ნიშნულებს აღწევს.   დისტრიბუტორთა ასოციაციის...

Forbes: რატომ ჩავარდა ბელორუსული სოციალისტური ექსპერიმენტი?

Forbes: რატომ ჩავარდა ბელორუსული სოციალისტური ექსპერიმენტი?
access_time2020-09-24 20:45:59
მასობრივმა საპროტესტო ტალღამ ბელორუსიაში ცხადყო, რომ ლუკაშენკომ თანამემამულეთა უმრავლესობის ნდობა საბოლოოდ დაკარგა, თუმცა, ამავე დროს პოსტ-საბჭოთა სივრცეზე ის თავის პოპულარობას მაინც ინარჩუნებს.  მისი მმართველობა შენარჩუნებულ საწარმოებთან, სოციალურ გარანტიებთან, აყვავებულ სოფლის მეურნეობასთან და გაწკრიალებულ ქალაქებთან ასოცირება.   თუმცა, დეტალური შესწავლის შემთხვევაში ნათელი ხდება, რომ ლუკაშენკოს მიერ აშენებული სისტემა შედარებით მაღალ სოციალურ ...

აჭარაში 22:00 საათიდან რესტორნები იხურება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება კი შეჩერდება

აჭარაში 22:00 საათიდან რესტორნები იხურება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება კი შეჩერდება
access_time2020-09-24 14:00:38
აჭარის რეგიონში ხვალიდან, რესტორნები 22:00 საათამდე იმუშავებს, ამაზე დაწესდება შეზღუდვა და ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტი მთლიანად გაჩერდება, გარკვეული დროით, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, აჭარის რეგიონში დღეს არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე საჭირო გახდა გარკვეული შეზღუდვების დაწესების აუცილებლობა. „ვსაუბრობდით...


მსგავსი სიახლეები

up