საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი საერთაშორისო სტანდარტებს არ შეესაბამება - რა ელის საპენსიო დანაზოგებს

საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი საერთაშორისო სტანდარტებს არ შეესაბამება - რა ელის საპენსიო დანაზოგებს

access_time2020-09-30 10:00:01

საქართველოს საპენსიო ფონდში  მილიარდამდე ლარია აკუმულირებული, აღნიშნული თანხა საქართველოს კომერციულ ბანკებში დეპოზიტებსა და ანგარიშებზეა განთავსებული. საპენსიო სააგენტოში აცხადებენ, რომ ბანკებში გადატანილ თანხას წლიურად 11.1%-იანი სარგებელი ერიცხება, რაც ამ დროისთვის 100 მილიონამდე ლარს შეადგენს. თავდაპირველად საპენსიო დანაზოგები ბანკების ანგარიშზე იმის გამო გადაიტანეს, რომ საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი არ არსებობდა, რის გარეშე შეუძლებელი იყო ფონდში აკუმულირებული თანხების ინვესტირება. საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი საპენსიო სააგენტომ სამი დღის წინ წარადგინა, შესაბამისად, უკვე ცნობილია, სად და რა ფორმით მოხდება ჩვენი საპენსიო დანაზოგების ინვესტირება.


საპენსიო საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის მიღება, ეკონომიკის მინისტრისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც ნათია თურნავა აცხადებს, საპენსიო საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტზე საერთაშორისოდ აღიარებულმა პროფესიონალმა ექსპერტთა გუნდმა იმუშავა და იძლევა საშუალებას, რომ საპენსიო აქტივების განთავსება უფრო ეფექტური გახდეს და უფრო მეტად ეფექტიანად და უსაფრთხოდ იყოს ინვესტირებული საპენსიო დანაზოგები. თუმცა განსხვავებული მოსაზრება აქვს საპენსიო სააგენტოს ყოფილ ხელმძღვანელს ლევან სურგულაძეს. როგორც მან „კომერსანტთან“ საუბრისას განაცხადა, საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი საერთაშორისო სტანდარტებს არ შეესაბამება და მასში სრულადაა აღრეული რისკის კონტროლის ფუნქციები და მექანიზმები.


„საპენსიო სააგენტოს მიერ წარდგენილი საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი, რომელიც წელიწადნახევრის განმავლობაში მუშავდებოდა, ვწუხვარ, მაგრამ არანაირ სტანდარტს არ შეესაბამება, ამიტომ არამგონია ეს დოკუმენტი იყოს ის, რომელიც მომავალში ხელს შეუწყობს საპენსიო თანხების საინვესტიციო საქმიანობის წარმართვას. კერძოდ, იქ აბსოლუტურად  საერთაშორისო სტანდარტების შეუსაბამოდ აღრეულია რისკის კონტროლის ფუნქციები და მექანიზმები, ისინი პრაქტიკულად გაუქმებულია ამ დოკუმენტში, რაც ძალიან სამწუხაროა. თავიდან საპენსიო სააგენტოს სტრუქტურა ითვალისწინებდა დამოუკიდებელი რისკის კონტროლის მექანიზმების არსებობას და ეს იყო დამტკიცებული სამეთვალყურეო საბჭოს მიერ, მაგრამ სამწუხაროდ ეს სტრუქტურა მთლიანად შეიცვალა და პრაქტიკულად გაუქმდა. დამოუკიდებელი რისკის კონტროლი ამ ეტაპზე, ამ დოკუმენტში საერთოდ არ არის ასახული, უფრო სწორად ნახსენებია პირიქით, რომ ის დამოკიდებული გახდა ერთი ვერტიკალის ქვეშ, რაც არის აბსოლუტურად დაუშვებელი და ყველა საერთაშორისო სტანდარტთან შეუსაბამო“, - აცხადებს ლევან სურგულაძე.

 

კითხვაზე თუ რატომ მოხდა სამეთვალყურეო საბჭოს მიერ ადრე დამტკიცებული სტრუქტურის ცვლილება, ლევან სურგულაძე ამბობს, რომ საპენსიო სააგენტოს გარეთ გარკვეულ ჯგუფებს არ სურდათ სააგენტოში დამოუკიდებელი რისკის კონტროლის მექანიზმების არსებობა.



„ამ ჯგუფების დასახელება არ მსურს, მაგრამ საპენსიო სააგენტოს გარეთ გარკვეული ჯგუფები ასეთ მიდგომას ლობირებდნენ, რომ არ ყოფილიყო სააგენტოში დამოუკიდებელი რისკის კონტროლის მექანიზმები. ეს კი საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებთან, რომელიც ასეთი ორგანიზაციებისთვის არსებობს, შეუსაბამოა. ეს სტანდარტი იყო  საპენსიო სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული, რომელიც საიტიდანაც გაქრა.


რაც შეეხება სპეციალურ დეპოზიტარს, ეროვნული ბანკი მას ისეთ მოთხოვნებს უყენებს, რომელიც მათი ფუნქცია არ არის, ამიტომ ეს რომ ჩაიბაროს მაგალითად „საქართველოს ბანკმა“, მან უნდა შექმნას ცალკე დეპარტამენტი და რაც საკმაოდ ძვირი დაუჯდება. ჩემი იქ ყოფნის დროს ორივე ქართულ ბანკს („თიბისი“ და „საქართველოს ბანკი“) ვესაუბრეთ, მათ თქვეს, რომ შეუძლიათ ამის გაკეთება, თუმცა იმ მოთხოვნების შესრულება რაც მათ მოუწევთ, დამატებითი დეპარტამენტის შექმნას მოითხოვს,  ეს კი საკმაოდ ძვირია. ვფიქრობ, ეს დამატებითი დანახარჯი საპენსიო ფონდისთვის ზედმეტი და უაზრო ხარჯი იქნება, რომელიც ფონდს დააწვება და შესაბამისად ხალხის თანხიდან უნდა გადაიხადონ. აღნიშნული მოვალეობა ჩვენს ცენტრალურ დეპოზიტარს რომ შეესრულებინა უკეთესი იქნებოდა, მაგრამ რატომღაც დაიბლოკა, ძალიან გამიკვირდა რატომ და ამბობენ, რომ სხვადასხვა მიზეზის გამო ის სპეციალიზირებული დეპოზიტარი ვერ გახდება“,- განმარტავს ლევან სურგულაძე.


ლევან სურგულაძემ ეკონომიკურ საკითხებში პრემიერის მრჩეველ ბექა ლილუაშვილის განცხადებაზეც გააკეთა კომენტარი, რომელიც აცხადებს რომ „საპენსიო დანაზოგებთან დაკავშირებული რისკი ფაქტობრივად ნულოვანია, ხოლო შემოსავლები იქნება იმაზე ბევრად მეტი, ვიდრე ეს მოხდებოდა მხოლოდ შენატანების განხორციელებით.


„ნულოვანი რისკი არ არსებობს, მითუმეტეს, რომ ჩვენ ქვეყანას აქვს BB რეიტინგი და ბანკებსაც დაახლოებით მსგავსი მაჩვენებელი აქვთ, ამიტომ ამაზე ნულოვანი რისკის დარქმევა არ შეიძლება, რადგან ამას თავისი რისკი აქვს, რომელსაც თვის მხრივ განსაზღვრული ფასი გააჩნია და შესაბამისად იმ რისკის მიხედვით არსებულ ინვესტიციებზე ვღებულობთ ამონაგებს. თუ რისკი თითქმის ნულოვანია, ინვესტიციაზე ამონაგები  საშუალოდ ამერიკის სახაზინო ვალდებულებებზე ამონაგების ტოლი იქნება, რომელიც წელიწადში დაახლოებით 0.25%-ია. ჩვენ კი დღეს საშუალო შეწონილს 11-12%-ს ვღებულობთ ანუ რა თქმა უნდა აქ რისკი არის და თან არც ისე დაბალი. ამ რისკს სჭირდება დათვლა, კვალიფიციური მართვა და რაც მთავარია, რაზეც ხაზგასმით ვისაუბრე - დამოუკიდებელი კონტროლი, რომელიც სამწუხაროდ საპენსიო სააგენტოს ყველა დოკუმენტიდან გაქრა“, - ამბობს ლევან სურგულაძე.


აღსანიშნავია, რომ სპეციალიზირებული დეპოზიტარი საპენსიო სააგენტოს 2021 წელს ეყოლება. სწორედ ამ დროიდან დაიწყება საპენსიო დანაზოგების ინვესტირება სხვა მიმართულებებითაც, თუმცა გარკვეული შეზღუდვები აქაც მოქმედებს. მაგალითად, საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის მიხედვით, საპენსიო სააგენტოს შექმნიდან (2019 წ) 5 წლის განმავლობაში ანუ 2023 წლამდე ინვესტირება მხოლოდ დაბალრისკიან პორტფელში შეეძლება. ასეთ პორტფელად კი მთავარმა საინვესტიციო დოკუმენტმა შემდეგი მიმართულებები განსაზღვრა - უცხოური აქციები (15%), საქართველოს სახაზინო ობლიგაციები (25%) და დეპოზიტები (60%). 2023 წლიდან კი, საპენსიო ფონდის დანაზოგების ინვესტირება შესაძლებელი იქნება საშუალო და მაღალრისკიან პორტფელებშიც. ამასთან, მოქალაქეებს, ვინც პენსიას აგროვებს, შეეძლებათ თვითონ განსაზღვრონ - სად ინვესტირდეს მათი თანხა - დაბალ, საშუალო თუ მაღალრისკიან პორტფელში.


ნინო თამაზაშვილი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up