„ფონდების შესახებ კანონით კაპიტალის ბაზარს ვერ განავითარებ“ - ექსპერტები გიორგი გახარიას განცხადებას აფასებენ

„ფონდების შესახებ კანონით კაპიტალის ბაზარს ვერ განავითარებ“ - ექსპერტები გიორგი გახარიას განცხადებას აფასებენ

access_time2020-02-20 10:00:40

საქართველოს მთავრობამ მოიწონა კანონპროექტი „საინვესტიციო ფონდების შესახებ“, რომელიც მათი თქმით, კაპიტალის ბაზრის რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია.


„ფონდების შესახებ კანონი, რომელზეც მუშაობა  დაახლოებით ოთხი წელი მიმდინარეობდა, წარმატებულად დასრულდა. ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ ფონდების შესახებ კანონი არის უაღრესად აუცილებელი კაპიტალის ბაზრის შემდგომი განვითარებისთვის. კაპიტალის ბაზრის განვითარება გახლავთ ეფექტური საშუალება ეკონომიკაში ფინანსური რესურსის გადანაწილებისთვის“, - განმარტა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილე ეკატერინე მიქაბაძემ კი განაცხადა, რომ კანონის მიღებით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება საინვესტიციო გარემო, ახალი სამართლებრივი ჩარჩოს შემოღება კი ხელს შეუწყობს საქართველოს კაპიტალის ბაზრის გააქტიურებას და ბაზარზე საერთაშორისო პორტფელური ინვესტორების შემოსვლას.


კაპიტალის ბაზრის ექსპერტი ვახტანგ ხომიზურაშვილი აცხადებს, რომ „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ კანონის შემოღება კაპიტალის ბაზრის განვითარებას არ ნიშნავს და ის მთავრობამ მხოლოდ იმისთვის მიიღო, რათა აღენიშნათ თითქოს რაღაც აქტივობას ახორციელებენ. მისივე თქმით, შეიძლება კაპიტალის მოზიდვა მოხდეს, მაგრამ დაბანდების თვალსაზრისით საინვესტიციო ფონდებს აბსოლუტურად არ აქვთ ის ინსტრუმენტები სადაც დაბანდება იქნება შესაძლებელი.



„საინვესტიციო ფონდების შესახებ კანონის შემოღება კაპიტალის ბაზრის განვითარებას არ ნიშნავს. ასეთი კანონი მაშინ უნდა შემოიღო, როდესაც რეგულაციას ექვემდებარება ისეთი საქმიანობა რომელიც განვითარებულია და ამ რეგულაციას ითხოვს. საინვესტიციო ფონდები როგორც წესი აქციებს უშვებენ, კაპიტალს იზიდავენ და მერე ამ კაპიტალს აბანდებენ სხვადასხვა კომპანიებში და აქტივებში, აქედან გამომდინარე საინვესტიციო ფონდის ფუნქცია არის კაპიტალის მოზიდვა და ამ კაპიტალის გარანტირებული განთავსება ანუ დაბანდება. შეიძლება კაპიტალის მოზიდვა მოხდეს, მაგრამ დაბანდების თვალსაზრისით საინვესტიციო ფონდებს აბსოლუტურად არ აქვთ ის ინსტრუმენტები სადაც დააბანდებენ. სად წაიღებენ ამ აკუმულირებულ სახსრებს, თუ გაიტანენ უცხოეთში ეს ნიშნავს რომ სხვა ქვეყნის ეკონომიკას კვებავენ; თუ სახელმწიფო ფასიან ქაღალდებში დააბანდებენ სადაც სახელმწიფო ობლიგაციები ლარშია ნომინირებული და ძალიან დაბალი შემოსავალი აქვს, ასეთი პირობებით მუშაობა გაუჭირდებათ; ვერც კომპანიების აქციებში დააბანდებენ, რადგან ასეთი ფასიანი ქაღალდები ჩვენთან რეალურად არ არის ანუ საბოლოოდ გამოდის, რომ ინსტრუმენტი სადაც საინვესტიციო ფონდი სახსრების დაბანდებას შეძლებს არ არსებობს. მათ რჩებათ მხოლოდ ის, რომ ისევ ბანკებში წაიღონ ანუ პრაქტიკულად იგივე მეორდება რაც საპენსიო ფონდის შემთხვევაშია. საპენსიო ფონდში საპენსიო თანხების აკუმულირება მოხდა და ახლა არ იციან სად წაიღონ, ამიტომ იძულებული არიან  ბანკების დეპოზიტებზე შეიტანონ. აქედან გამომდინარე, ეს კანონი აბსოლუტურად არ ნიშნავს კაპიტალის ბაზრის განვითარებას, რადგან საინვესტიციო ფონდები ამით რეგულაციის ქვეშ მოხვდებიან, შეზღუდვები გაუჩნდებათ და მაშინ როდესაც პრაქტიკულად არ არსებობს ფასიანი ქაღალდების ემისიები საქართველოში, საინვესტიციო ფონდები ვერაფერს გააკეთებენ. ეს კანონი იმისთვის მიიღეს, რომ აღენიშნათ თითქოს რაღაც აქტივობას ახორციელებენ, თუმცა პირველ რიგში უნდა მიიღონ ის კანონები რომლებიც ხელს შეუწყობს კომპანიების მიერ ფასიანი ქაღალდების გამოშვებას“, - აცხადებს ვახტანგ ხომიზურაშვილი.


საბროკერო კომპანია „კავკასუს კაპიტალ ჯგუფის“ დამფუძნებელი გოგი ლოლაძე კი მიიჩნევს, რომ მსგავსი კანონის მიღება წინ გადადგმული ნაბიჯია და შესაძლოა მართლაც შეუწყოს ხელი კაპიტალის ბაზრის განვითარებას, თუმცა მისი აზრით, ეს ძალიან მცირეა და რეალურად ამ მიმართულებით ბევრი რამ არის გასაკეთებელი.


„ეს კანონი ზღვაში წვეთია, თუმცა ზოგადად წინ გადადგმული ნაბიჯია. კანონი დიდი ხნის განმავლობაში მზადდებოდა, საკმაოდ დეტალიზებულია, შეძლება ითქვას რომ ცოტა რთულიაცაა დღევანდელ ეტაპზე მყოფი ჩვენი ქვეყნისთვის, მაგრამ იყო სერიოზული განხილვები და შენიშვების ნაწილიც გათვალისწინებულია. პროცესი ნორმალურად მიდიოდა და მალე გვექნება კანონი საინვესტიციო ფონდების შესახებ. ზოგადად ის კაპიტალის ბაზრის განვითარებსა შეუწყობს ხელს, ეს ის იშვიათი შემთხვევაა როდესაც ამ მიმართულებით წინსვლა გვაქვს. ზოგადად კაპიტალის ბაზრის განვითარებას ძალიან ბევრი რამ სჭირდება, მხოლოდ მსგავსი კანონის მიღება საკმარისი არ არის, კომპლექსური საკითხია რომლის ყველა შემადგენელი ნაწილი სათანადოდ პროფესიონალურად უნდა იყოს განვითარებული ბაზრის მონაწილეებთან შეთანხმებით და ამ მიმართულებით ბევრი ნაბიჯია გადასადგმელი“, - ამბობს გოგი ლოლაძე.


პარლამენტი კანონპროექტს „საინვესტიციო ფონდების შესახებ საგაზაფხულო სესიაზე განიხილავს. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, კანონპროექტი მომზადდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს ეროვნული ბანკის, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), მსოფლიო ბანკის, ინვესტორთა საბჭოს და სხვა საჯარო და განვითარების დონორი ორგანიზაციების, აგრეთვე კერძო სექტორის აქტიური მონაწილეობითა და ჩართულობით.


ნინო თამაზაშვილი





დაკეტილი სკოლები - სექტემბრიდან სწავლება შერეული სისტემით გაგრძელდება

დაკეტილი სკოლები - სექტემბრიდან სწავლება შერეული სისტემით გაგრძელდება
access_time2020-07-04 18:00:12
გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისის წარმომადგენელმა დღეს მმართველ გუნდს პირდაპირ უთხრა, რომ სექტემბერში სწავლა ჩვეულ რეჟიმში უნდა განახლდეს. ღასან ხალილი ხელისუფლებას მოსწავლეთა საუკეთესო ინტერესების დაცვისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, სკოლების დაკეტვა ბავშვებზე ნეგატიურ გავლენას...

საპენსიო დანაზოგებით, შესაძლოა, სახელმწიფო საწარმოები დაფინანსდეს

საპენსიო დანაზოგებით, შესაძლოა, სახელმწიფო საწარმოები დაფინანსდეს
access_time2020-07-04 16:00:24
ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ნიკოლოზ გაგუას ინფორმაციით, დაგროვებითი საპენსიო სქემის დანაზოგებით, მთავრობა სახელმწიფო საწარმოების დაფინანსების შესაძლებლობას...

ტრამპი ბაიდენს თითქმის ყველა გამოკითხვაში ჩამორჩება

ტრამპი ბაიდენს თითქმის ყველა გამოკითხვაში ჩამორჩება
access_time2020-07-04 20:00:13
ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებამდე 5 თვეზე ნაკლები დრო რჩება. რესპუბლიკელი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კი ეროვნული მასშტაბით ჩატარებულ გამოკითხვებში მნიშვნელოვნად ჩამორჩება მის სავარაუდო მეტოქეს დემოკრატიული პარტიიდან. დემოკრატი ჯო ბაიდენი, შეერთებული შტატების ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი მას ისეთ შტატებშიც კი უსწრებს, რომელიც ტრადიციულად კონსერვატიული არჩევანით იყო ცნობილი. ასეთებია მაგალითად, მისური და ტეხასი. პრეზიდენტს დღეს ფართოდ აკრიტიკებენ პანდემიის ცუდად მართვისთვის. შეერთებული...

Hotsale.ge-ზე განთავსებულ 400-ზე მეტ სასტუმროში ერთ კვირაში 2000 ჯავშანი გაიყიდა

Hotsale.ge-ზე განთავსებულ 400-ზე მეტ სასტუმროში ერთ კვირაში 2000 ჯავშანი გაიყიდა
access_time2020-07-04 17:30:40
დას­ვე­ნე­ბის სე­ზო­ნი მალე აქ­ტი­ურ ფა­ზა­ში შევა, დამ­სვე­ნე­ბელ­თა დიდი ნა­წი­ლი კი, სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბულ კუ­რორ­ტებს შე­არ­ჩევს. სა­ინ­ტე­რე­სოა, წელს სად შე­იძ­ლე­ბა ხა­რის­ხი­ა­ნად დას­ვე­ნე­ბა და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და­ნა­ზო­გე­ბის გა­კე­თე­ბა. რო­მე­ლი სას­ტუმ­რო­ე­ბია ყვე­ლა­ზე მო­თხოვ­ნა­დი და რო­გო­რია მათი ფა­სე­ბი? ამის შე­სა­ხებ  HOTSALE.GE-ს დი­რექ­ტორს თა­თუ­ლი ზა­კა­ლაშ­ვილს...

ნიუ-იორკის უძრავი ქონების ბაზარი ჩამოიშალა

ნიუ-იორკის უძრავი ქონების ბაზარი ჩამოიშალა
access_time2020-07-04 13:00:42
კორონავირუსის გამო შემოღებული 3 თვიანი კარანტინი აშშ-ში უძრავი...


მსგავსი სიახლეები

up