საინვესიტიციო კომპანია საქართველოს კაპიტალის დაფინანსებით ფულბრაიტის სტიპენდია კიდევ ერთმა ქართველმა მოიპოვა

საინვესიტიციო კომპანია საქართველოს კაპიტალის დაფინანსებით ფულბრაიტის სტიპენდია კიდევ ერთმა ქართველმა მოიპოვა

access_time2020-06-16 19:49:53

საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით და საინვესიტიციო კომპანია საქართველოს კაპიტალის დაფინანსებით, ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამაზე კიდევ ერთი ქართველი ისწავლის. საქართველოს კაპიტალი რამდენიმე წელია მჭიდროთ თანამშრომლობს ფულბრაიტის სასტიპენდიო პროგრამასთან, რომელსაც საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ახორციელებს და ყოველწლიურად ნიჭიერ ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ დაფინანსება აშშ-ს წამყვან უნივერსიტეტებში ორ წლიან სამაგისტრო პროგრამაზე.


ამ დრომდე, ფულბრაიტის სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში სამაგისტრო პროგრამაზე სრული დაფინანსებისთვის საქართველოს კაპიტალმა 150.000 აშშ დოლარზე მეტი გამოყო და 2 ადამიანის სწავლა სრულად დააფინანსა. კომპანიისთვის მნიშვნელოვანია, განათლების მხარდაჭერა როგორც საქართველოში ასევე მის ფარგლებს გარეთ და ამ მიმართულებით არაერთი ინვესტიცია აქვს განხორციელებული.


რაც შეეხება 2021 წლის ფულბრაიტის სასტიპენდიო კონკურსს, განაცხადების მიღება მიმდინარეობს და 2020 წლის 1 აგვისტოს, 18:00 საათზე დასრულდება.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ აშშ-ს საელჩოს ვებგვერდზე:  



საქართველოს კაპიტალის შესახებ:


საქართველოს კაპიტალი (Georgia Capital) არის საინვესტიციო პლატფორმა საქართველოში, რომელიც ახორციელებს ინვესტიციებს სხვადასხვა სექტორებში, კონკრეტული ბიზნესის განვითარების მიზნით. ამჟამად განხორციელებული აქვს არაერთი ინვესიტიცია ქვეყნის წყალმომარაგების, განახლებადი ენერგიის, საცხოვრებლის განვითარების, სტუმართმოყვარეობის და კომერციული უძრავი ქონების ბიზნესის მიმართულებით. ასევე, ქონებისა და შემთხვევების დაზღვევის, სასმელების და საგანმანათლებლო ბიზნესში. საქართველოს კაპიტალის აქციები განთავსებულია ლონდონის საფონდო ბირჟაზე, პრემიუმ სეგმენტში. საინვესტიციო კომპანია მუდმივად ეძებს შესაძლებლობას მოიზიდოს და განახორციელოს ინვესტიცია საქართველოში, განვითარების პოტენციალის მქონე ბიზნეს მიმართულებებში.


ფულბრაიტის საგამისტრო პროგრამის შესახებ:


ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამა ღია კონკურსია, რომელსაც ადმინისტრირებას უწევს თბილისში აშშ საელჩო. ფულბრაიტის სტიპენდია წარმოადგენს აშშ-ის მთავრობის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ პროგრამას მთელს მსოფლიოში. პროგრამის კურსდამთავრებულებს შორის არიან სახელმწიფოთა ნობელის პრემიის ლაურეატები, სახლემწიფოთა ლიდერები და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები. პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up