„საინტერესოა ხელისუფლება რის საფუძველზე ამბობს, რომ მომავალ წელს ინფლაცია დაბალი იქნება“

„საინტერესოა ხელისუფლება რის საფუძველზე ამბობს, რომ მომავალ წელს ინფლაცია დაბალი იქნება“

access_time2019-12-03 18:00:32

2019 წლის ნოემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.9%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 7% შეადგინა, რაც 2017 წლის ივნისის შემდეგ რეკორდული მაჩვენებელია.

 

ეკონომისტ გიგა ბედინეიშვილისთვის ინფლაციის მაჩვენებელი მიმდინარე პოლიტ-ეკონომიკური მოვლენებიდან გამომდინარე, მოულოდნელი არ ყოფილა. თუმცა, ინფლაციასთან დაკავშირებით, მომავალ წელს მთავრობის პესიმისტურ პროგნოზს არ იზიარებს.

 

„ეს მაჩვენებელი მოულოდნელი არ ყოფილა. ეს იყო ის ცუდი მოლოდინი, რომელიც სამწუხაროდ გამართლდა. ამ ყველაფრის ფონზე, საინტერესოა ხელისუფლება რის საფუძველზე ამბობს, რომ მომავალ წელს ინფლაცია დაბალი იქნება, ალბათ იმედი აქვთ რომ ლარს დაიჭერენ, რომელსაც გახარიას მოსვლის შემდეგ მართავს მთავრობა  და არა „ეროვნული ბანკი“. ამ ვითარებაში, როდესაც გვენეტაძეს მონეტარული პოლიტიკის თვალსაზრისით აზრს აღარ ეკითხებიან, შეიძლება ინფლაციის პრობლემა უფრო მოგვარდეს. შეიძლება მთავრობა სწორი ეკონომიკური პოლიტიკის გატარებას ეცადოს, ეჭვი მაქვს, რომ ბახტაძესთან შედარებით გახარიას ესმის რა სჭირდება ეკონომიკას, მაგრამ ფუნდამენტულ პრობლემას ვერ გავექცევით, ქვეყანაში მაინც ცუდი საინვესტიციო გარემო დარჩება, სანამ  პოლიტიკური კრიზისი იქნება. სამწუხაროდ, ინვესტიციების კლება გაგრძელდება, საინვესტიციო გარემო შემცირდება, ეს ის შემთხვევაა, როცა სწორმა ეკონომიკურმა პოლიტიკამაც კი შესაძლოა სიტუაციას არ უშველოს, რადგან ეს უკვე დაგვიანებულია. ვფიქრობ, მომავალ წელს ეკონომიკური ზრდა ისევ დაბალი იქნება, რაც 5% ზრდას გულისხმობს, ეს კი ჩვენთვის არასაკმარისია“, - განმარტავს გიგა ბედინეიშვილი.


 

ნოემბრის დასაწყისში, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა დაანონსა, რომ ინფლაციური პროცესების გაგრძელება მოსალოდნელი არ არის. მისი თქმით, საბაზისო ეფექტის გამო წლიური ინფლაცია 2020 წელს დაუბრუნდება მიზნობრივ მაჩვენებელს.


ნინო თამაზაშვილი





რატომ ვისვენებთ ევროპაში უფრო იაფად, ვიდრე საქართველოში - რა პრობლემები აქვს ჩვენთან სასტუმროებს

რატომ ვისვენებთ ევროპაში უფრო იაფად, ვიდრე საქართველოში - რა პრობლემები აქვს ჩვენთან სასტუმროებს
access_time2020-01-18 11:00:34
შვებულება ის პერიოდია, რომელიც ყველას გვინდა, რომ საუკეთესოდ გავატაროთ, დავისვენოთ და რაც მთავარია, ამ ყველაფერში მაქსიმალურად ნაკლები ფული დავხარჯოთ. მას შემდეგ, რაც უნგრული ავიაკომპანია Wizz Air ქართულ ბაზარზე “მარტო აღარაა” და ფრენები კიდევ ერთმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Raynair-მა დაიწყო, მხოლოდ გრძელვადიან შვებულებებს აღარ ველოდებით და თავს უფლებას ვაძლევთ, ევროპის ქვეყნებში უკვე უქმეებზეც კი ვიაროთ. ოღონდ, აქ მხოლოდ ავიაბილეთის ფასი კი არაა მთავარი, არამედ ის სასტუმროებიც, სადაც...

სუპერმარკეტებში რძის პროდუქტების დეფიციტია

სუპერმარკეტებში რძის პროდუქტების დეფიციტია
access_time2020-01-17 20:00:46
სუპერმარკეტების ქსელებში ახალი წლის პირველივე რიცხვებიდან რძის პროდუქტების დეფიციტი შეიმჩნევა, მომხმარებლები ამბობენ, რომ ბოლო პერიოდში დახლებზე იმაზე ბევრად ნაკლები მაწონი, ხაჭო და სხვა რძის პროდუქტებია, ვიდრე აქამდე.  „კომერსანტი“ თემასთან დაკავშირებით რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციას გაესაუბრა. კითხვაზე, თუ რატომ ვერ ხდება იმ მოთხოვნის დაკმაყოფილება, რაც ბაზარზეა ასოციაციის პრეზიდენტი პასუხობს, რომ საწარმოები არ აღმოჩნდნენ მზად ახალი წლის პერიოდში...

„კომერსანტის“ 17 იანვრის TOP 10 თემა

„კომერსანტის“ 17 იანვრის TOP 10 თემა
access_time2020-01-17 21:30:37
„კომერსანტის“ 17 იანვრის TOP 10 თემა 1.„ფინანსთა სამინისტროს საქმიანობაში ხარვეზები არის, მაგრამ ბევრი კარგიც კეთდება“ - ბიზნესი NDI-ს კვლევას...

საპრივატიზაციოდ გამოტანილი ქონებიდან 18 ფიზიკურმა პირმა შეიძინა - საყოველთაო პრივატიზაციის 7-კვირიანი შედეგი

საპრივატიზაციოდ გამოტანილი ქონებიდან  18 ფიზიკურმა პირმა შეიძინა - საყოველთაო პრივატიზაციის 7-კვირიანი შედეგი
access_time2020-01-17 19:00:02
ბიზნესისთვის შეთავაზებული 100 საინვესტიციო ობიექტიდან 38 უკვე გაიყიდა, საიდანაც 18 ფიზიკურმა პირმა შეიძინა. კერძოდ, ამ დროისთვის გაყიდული ქონების საერთო მოცულობამ 47 მლნ ლარს გადააჭარბა, საიდანაც 8 მლნ ლარზე მეტი (8 387 700 ლარი) კერძო პირებმა გადაიხადეს. ამასთან ერთად, ყველაზე ძვირად თბილისში ხოშარაულის ქუჩაზე მდებარე შენობა/მიწის ნაკვეთი და მესტიაში პრეზიდენტის ყოფილი რეზიდენცია გაიყიდა. შეგახსენებთ, რომ ეკონომიკისა და მდგრადი...

გარდაბანში უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი თბოელექტროსადგური გაიხსნა

გარდაბანში უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი თბოელექტროსადგური გაიხსნა
access_time2020-01-17 13:00:43
გარდაბანში უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი, 230 მეგავატი დადგმული სიმძლავრის მქონე „გარდაბნის თბოელექტროსადგური 2“  გაიხსნა.  მაღალი ეფექტიანობითა და გარემოს დაცვითი ტექნოლოგიით გამორჩეული ობიექტი საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის  180 მილიონამდე აშშ დოლარის ინვესტიციით  აშენდა. თბოელექტროსადგურის სამშენებლო ფაზა 2018 წლის თებერვლიდან 2019 წლის დეკემბრამდე გრძელდებოდა და ელექტროენერგიის გენერაციას მიმდინარე წლის ზამთრის...


მსგავსი სიახლეები

up