საინტერესო საქართველოსთვისაც - მიდის თუ არა BP აზერბაიჯანიდან?

საინტერესო საქართველოსთვისაც - მიდის თუ არა BP აზერბაიჯანიდან?

access_time2020-08-12 12:05:42

აზერბაიჯანსა და საქართველოში მღელვარე ინტერესით შეხვდნენ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ენერგეტიკულმა გიგანტმა, კომპანია BP-მ შესაძლოა დატოვოს აზერბაიჯანი. ეს საკითხი მნიშვნელოვანწილად უკავშირდება საქართველოსაც, რადგან ის BP-ის სამი მასშტაბური პროექტის მონაწილეა.


ტოვებს თუ არა BP აზერბაიჯანს? რა ელის საქართველოზე გამავალ მილსადენებს? რას აპირებს აზერბაიჯანი?


ნავთობისა და გაზის საერთაშორისო კომპანია BP აპირებს გაყიდოს თავისი აქტივების დიდი ნაწილი იმის მიუხედავად, კვლავაც გაიზრდება თუ არა COVID 19-ის მიზეზით ნავთობის მნიშვნელოვნად შემცირებული ფასები - ამ შინაარსის ცნობა საინფორმაციო სააგენტო „როიტერსმა“ რამდენიმე დღის წინ გაავრცელა, BP საქმეში ჩახედულ წყაროებზე დაყრდნობით.


დაკონკრეტებული არ არის, თუ ზუსტად რომელი ქვეყნების დატოვებას გეგმავს BP, თუმცა სავარაუდო ქვეყნების ჩამონათვალშია, მაგალითად: კანადა, ანგოლა, აზერბაიჯანი; ომანი თუ არაბთა გაერთიანებული საამიროები.


დარჩება თუ არა BP აზერბაიჯანში და რას აპირებს სამომავლოდ?


ეს საკითხი მედიასა და ექსპერტებს ბუნებრივად აინტერესებთ არა მხოლოდ აზერბაიჯანში, არამედ - საქართველოშიც. საქართველო ჩართულია BP-ის მიერ განხორციელებულ სამ უმსხვილეს პროექტში, ესენია:

  • სამხრეთ კავკასიის მილსადენი (ასევე ცნობილი ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენისა და შაჰდენიზის გაზსადენის სახელებით);
  • ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი;
  • ბაქო-სუფსის ნავთობსადენი.


BP-ის ენერგეტიკულ რუკაზე საქართველო „საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის რეგიონის“ (AGT) ნაწილს წარმოადგენს.


როგორც BP-საქართველოში უთხრეს რადიო თავისუფლებას, ამ რეგიონში და შესაბამისად - საქართველოში მიმდინარე პროექტებს „არაფერი ემუქრება“.


კომუნიკაციების მენეჯერი, თამილა ჩანტლაძე გვიხსნის, რომ ახლახან დამტკიცებული განახლებული სტრატეგიის მიუხედავად, „BP ჩვეულებრივად აგრძელებს ყველა მიმდინარე პროექტთან დაკავშირებული იმ ვალდებულებების შესრულებას, რაც მას აღებული აქვს სხვადასხვა ქვეყანის მთავრობების წინაშე“ და „მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს BP-საქართველოც“.



საზოგადოებაში გაჩენილი ეჭვების გაფანტვას, ბოლო დღეებია, ცდილობენ ბაქოშიც.


9 აგვისტოს ტვიტერის საშუალებით საზოგადოებას შეეხმიანა ბახტიარ ასლანბეილი - BP-ის ვიცე პრეზიდენტი კომუნიკაციებისა და შიდა კავშირების მიმართულებით ახლო აღმოსავლეთსა და კასპიის რეგიონში. სწორედ ის კურირებს საქართველოს ხაზსაც.


ასლანბეილი ამბობს, რომ BP აზერბაიჯანში დარჩება.


„თითქმის 30 წელია, BP აზერბაიჯანში ინვესტიციებს ახორციელებს (ნავთობპროდუქტების) მოპოვების, ტრანსპორტირებისა და დაზვერვის პროცესში.


ჩვენ აქ მომავალ წლებშიც გავაგრძელებთ ნავთობისა და გაზის ბიზნესს. ჩვენ ასევე გავაგრძელებთ ახალი შესაძლებლობების განხილვას აზერბაიჯანთან ჩვენი კავშირების შემდგომი გაფართოების მიზნით“ .


11 აგვისტოს, აზერბაიჯანის მედიასაშუალებების საგანგებო ყურადღების ცენტრში მოექცა აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრის, ალი ასადოვის სატელეფონო საუბარი BP-ის აღმასრულებელ დირექტორთან, ბერნარ ლუნისთან.


„მათ განიხილეს კომპანიისა და ქვეყნის ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები და გამოხატეს რწმენა, რომ ეს თანამშრომლობა კვლავაც განაგრძობს წარმატებულ განვითარებას“ - წერს აზერბაიჯანის მედია ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით.


პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია BP-ის მიერ აგვისტოს დასაწყისში დამტკიცებულ ახალ სტრატეგიასთან დაკავშირებით.


მართალია, კომპანია მომავალი 10 წლის განმავლობაში ნავთობისა და გაზის ბიზნესში კვლავაც აპირებს ყოველწლიურად 9 მილიარდი დოლარის ინვესტირებას, მაგრამ ასევე აპირებს, რომ თანდათან სულ უფრო დაშორდეს ნავთობსა და გაზს.


დეკლარირებული მიზანი დიდწილად დაკავშირებულია საქმიანობის დივერსიფიცირების სურვილთან და გლობალური დათბობის გამოწვევებთან. კომპანიის მიზანია, რომ სამაგალითო გახდეს ყველასთვის - 2050 წლისთვის სათბური გაზების ემისიის ნულამდე დაყვანის კუთხით.


კომპანია გეგმავს, რომ 2030 წლამდე:

  • 40%-ით შეამციროს ნავთობისა და გაზის მოპოვება;
  • აღარ შევიდეს ახალ ქვეყნებში და აღარ მოიძიოს ახალი მარაგები;
  • თანდათან სულ უფრო მეტი რესურსი მოახმაროს ეკოლოგიურად სუფთა და განახლებადი ენერგიის გამომუშავებას.
  • კომპანია ჯერჯერობით არაფერს ამბობს კონკრეტული ქვეყნებიდან სავარაუდო გასვლის შესახებ.


შესაძლოა თუ არა, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში აზერბაიჯანში არსებული აქტივები BP-მ ადგილობრივ პარტნიორებს და ამ შემთხვევაში - „სოკარს“ მიჰყიდოს? ეს შეკითხვა დღეს პასუხგაუცემლად რჩება.


„BP-საქართველოს“ ვებსაიტზეა გამოქვეყნებული, 4 ივნისით დათარიღებული განცხადების თანახმად:

  • 2020 წლის 20 მარტიდან სამხრეთ კავკასიის მილსადენის ტექნიკური ოპერატორის როლი, რომელსაც მანამდე „BP ექსპლორეიშენ (შაჰ დენიზ) ლიმიტედი“ ასრულებდა, გადაეცა კომპანია „სოკარ მიდსტრიმ ოფერეიშენზ ლიმიტედს“, რომელიც „სოკარის“ შვილობილი კომპანიაა;
  • ოპერატორის როლის გადაცემა ეხება ყველა ობიექტს, რომელიც უშუალოდ სამხრეთ კავკასიის მილსადენის ნაწილია აზერბაიჯანში და საქართველოში;
  • BP გააგრძელებს იმ ობიექტების ექსპლუატაციას, რომელიც საერთოა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და სამხრეთ კავკასიის მილსადენებისთვის;
  • ცვლილება არ შეეხება სანგაჩალის ტერმინალის, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენისა და დასავლეთის მიმართულების საექსპორტო მილსადენის ექსპლუატაციას, რომელსაც გააგრძელებს BP.


სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანიის აქციონერები არიან: BP (28.8%), TPAO (19.0%), SOCAR (10%), SGC (6.7%), PETRONAS (15.5%), LUKOIL (10.0%) და NICO (10.0%)


სამხრეთ კავკასიის მილსადენი „სამხრეთის გაზის დერეფნის“ პროექტის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. ევროპისკენ დერეფნის გაგრძელებაა „ტრანსანატოლიის მილსადენი“ (TANAP) და „ტრანსადრიატიკის მილსადენი“ (TAP).

  • TANAP-ი თურქეთს აკავშირებს საბერძნეთთან,
  • TAP-ი საბერძნეთს აკავშირებს სამხრეთ იტალიასთან, ალბანეთისა და ადრიატიკის ზღვის გავლით.


პროექტმა დასავლეთის მხარდაჭერა იმით მოიპოვა, რომ ის ევროპის ენერგომომარაგების რუსეთისგან დამოუკიდებელ გზად იქნა მიჩნეული. ევროპამ კარგა ხანია გააცნობიერა, რომ რუსეთის ხელისუფლება ენერგეტიკულ ბერკეტებს სადამსჯელო მიზნებისთვის იყენებს.


radiotavisupleba.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up