2020 წელს საინფორმაციო სააგენტო IPN-ს დაარსებიდან 20 წელი შეუსრულდა.23 იანვარს, 19:00 საათზე, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ „ინტერპრესნიუსი“ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ღონისძიებას გამართავს, სადაც სააგენტოს მიერ გავლილი 20 წელი შეჯამდება.
ღონისძიებას დაესწრებიან ქართველი პოლიტიკოსები, სასამართლო სისტემის, სამოქალაქო საზოგადოების, ბიზნესის, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები.
IPN-ის შესახებ:
საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ 2000 წლის იანვარში დაფუძნდა, 2005 წლიდან კი "პალიტრა მედიას" შემადგენლობაშია. ვებგვერდი IPN.GE მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ განვითარებულ მოვლენებზე.
სააგენტოს გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. Google Analytics-ის მონაცემებით, სააგენტოს საიტს ყოველდღიურად საშუალოდ 70 ათასამდე უნიკალური მნახველი ჰყავს.
ამ დროის განმავლობაში სააგენტომ მკითხველისა და მედიამაუწყებლობების დიდი ნდობა მოიპოვა და ქართულ მედიასივრცეში ერთ-ერთი ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს.