საინფორმაციო პორტალი 08.GE - ყველა კითხვაზე პასუხი ერთ სივრცეში

საინფორმაციო პორტალი 08.GE - ყველა კითხვაზე პასუხი ერთ სივრცეში

access_time2021-12-07 17:42:38

ყოველდღიურად, ნებისმიერ ჩვენგანს ათობით გადაწყვეტილების მიღება უწევს და შესაბამისად უამრავ კითხვაზე სჭირდება ამომწურავი და ზუსტი პასუხი: რომელ საათამდე მუშაობს ბანკი, რომელი კვების ობიექტს შეიძლება ეწვიო ლანჩზე, რომელ სასტუმროში აჯობებს უქმეების გატარება, რამდენი წუთით იგვიანებს მეგობრის რეისი ან სავსებით შესაძლებელია, რომ ლიზინგით სარგებლობა გინდა და გაინტერესებს, რომელი ფინანსური ინსტიტუტები გთავაზობენ სასურველ მომსახურებას.

ერთი შეხედვით, ციფრულ ერაში, მსგავსი ინფორმაცია ყველასთვის ხელმისაწვდომია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს მთავარი პრობლემა: ინფორმაციის სიზუსტე, სანდოობა და, რაღა თქმა უნდა, მისი მოპოვების სისწრაფე.

სწორედ ამ მიზნით შეიქმნა ახალი საინფორმაციო პორტალი 08.GE - ერთიანი სივრცე, რომელშიც მომხმარებლები მარტივად და სრულიად უფასოდ მიიღებენ ნებისმიერ კითხვაზე ამომწურავ პასუხს.

08 ჯგუფმა ქართულ ბაზარზე ოპერირება ჯერ კიდევ 2008 წელს დაიწყო, ყველასთვის ნაცნობი 118 08-ის სახელით. დროთა განმავლობაში კომპანიამ ფეხი აუწყო თანამედროვეობას და ტრადიციული ქოლ-ცენტრის მომსახურებასთან ერთად ინფორმაციის მიწოდების ახალი გზებიც შესთავაზა მსურველებს, მაგრამ ერთი რამ - კომპეტენტურობა - ამ ახალ გზებზეც უცვლელი დარჩა. 08-ს გუნდის პროფესიონალიზმთან ერთად საინფორმაციო პორტალ 08.GE-ის უპირატესობა მისი ხარისხი, საიტის მარტივი და მომხმარებელზე მორგებული დიზაინია.

პორტალი აერთიანებს ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მოცულობით მონაცემთა ბაზას, რომელის განახლებაც ცოცხალ რეჟიმში, უწყვეტად ხდება. როდესაც ვსაუბრობთ უსაზღვრო ინფორმაციულ შესაძლებლობებზე, ვგულისხმობთ, რომ დაინტერესებულ პირებს 08.GE-ს მეშვეობით შეუძლიათ 70,000-ზე მეტი კომპანიის (სასტუმრო, საკვები ობიექტი, ბანკი თუ ა.შ.) შესახებ მოიძიონ ინფორმაცია, ეწვიონ მათ ოფიციალურ Facebook თუ ვებ-გვერდებს, დააზუსტონ საკონტაქტო ნომრები და მისამართები, რომლებიც ხშირად სხვადასხვა საძიებო სისტემაში მოძველებულია. 08.GE-ის უნიკალურობას უსვამს ხაზს ისიც, რომ ვებ-გვერდი აერთიანებს მონაცემებს, როგორც ყველასთვის ნაცნობ კომპანიებზე, ასევე მცირე ბიზნესის წარმომადგენლებზეც (საოჯახო სასტუმროები, კოტეჯები და ა.შ.). გარდა იმისა, რომ 08.GE ერთგვარი ბიზნეს კატალოგის ფუნქციას ითავსებს, პორტალის მომხმარებლებს აქვთ შესაძლებლობა ერთ სივრცეში იპოვონ ნებისმიერი ქუჩის საფოსტო კოდი (Zip Code) და ქუჩების ძველი თუ ახალი დასახელებები. სულ მალე კი ამ სიას თეატრისა და კინოს აფიშები და ტრანსპორტის გადაადგილების მარშრუტებიც დაემატება.




08.GE-სთან ერთად არ არსებობს გამოუვალი სიტუაციები. საინფორმაციო პორტალი და მობილური აპლიკაცია მაქსიმალურადაა მორგებული თანამედროვე ადამიანის ცხოვრების რითმზე და მისი გამოყენება ამარტივებს ჩვენს ყოველდღიურობას. წარმოიდგინეთ სიტუაცია, როდესაც გვიან ღამით სასწრაფოდ დაგჭირდათ საბანკო მომსახურებით სარგებლობა, მაგრამ არ იცით, თქვენთან ახლოს რომელი ბანკი მუშაობს 24 საათის განმავლობაში. 08.GE-ს დახმარებით ამ პრობლემის მოგვარება უმოკლეს დროშია შესაძლებელი: უბრალოდ უთითებთ საჭირო მომსახურებას და ტერიტორიას, ფილტრავთ სასურველ ინფორმაციას და სულ რამდენიმე წამში გაქვთ კითხვაზე ამომწურავი პასუხი.


ამ ეტაპზე საინფორმაციო ვებ-პორტალი 08.GE, 08 ჯგუფის მთავარი პროდუქტია, თუმცა კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს სხვადასხვა პროდუქტებსა და სერვისებს:

• 24 საათიანი საინფორმაციო ქოლ-ცენტრი 118 08

• ბიზნეს ინფორმაციის ცნობარი INFOSHOP.GE

• აუთსორსინგული, დისტანციური ქოლ-ცენტრის მომსახურება

• E-MAIL და SMS მარკეტინგი

• კვლევითი მომსახურება და ტელემარკეტინგი

ზემოთ ჩამოთვლილ სერვისები საკმაოდ მრავალფეროვანი და საინტერესოა, თუმცა 08 ჯგუფში სამომავლო გეგმებში, რა თქმა უნდა, მომსახურების გაფართოებაც შედის. კომპანიაში სჯერათ, რომ ბაზარზე კიდევ ბევრი სიახლისა თუ ინოვაციის შექმნაა შესაძლებელი, რომელსაც 08 ჯგუფის მთავარი იდეა ინფორმაციის სანდოობა და სიზუსტე გააერთიანებს.



(R)


თეგები:
08



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up