საინფორმაციო კამპანია „ავიცრათ სიცოცხლის გადასარჩენად“ ძალადობა გამოვლილ და მოწყვლად ჯგუფებს მისწვდება

საინფორმაციო კამპანია „ავიცრათ სიცოცხლის გადასარჩენად“ ძალადობა გამოვლილ და მოწყვლად ჯგუფებს მისწვდება

access_time2021-10-23 12:26:45

საქართველოში კორონავირუსის გავრცელებასთან ერთად, იზრდება ვაქცინაციის კამპანიის მხარდაჭერა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), დანიასთან, დიდ ბრიტანეთთან, ევროკავშირთან, შვედეთთან, შვეიცარიასთან და გაეროს მდგრადი განვითარების ფონდთან პარტნიორობით, აქტიურად ეხმარება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს, რათა ვაქცინაციის პროცესი დააჩქაროს და 2021 წლის ბოლომდე, ზრდასრული მოსახლეობის აცრის 60-პროცენტიან ნიშნულს მიაღწიოს.

დღეს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს დირექტორი მერი მაღლაფერიძე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელის მოადგილე ანნა ჩერნიშოვა და შვედეთის ელჩი ულრიკ თიდესტრომი ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების თბილისის კრიზისულ ცენტრს ეწვივნენ.  მათ ამომწურავი პასუხი გასცეს ვაქცინაციასთან დაკავშირებულ შეკითხვებს, საკუთარ გამოცდილებაზე ისაუბრეს და ხაზი გაუსვეს ვაქცინაციის მნიშვნელობას ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადასარჩენად.

შეხვედრას მობილური სამედიცინო ბრიგადა ესწრებოდა, შეხვედრის მონაწილე ვაქცინაციის მსურველებს შესაძლებლობა ჰქონდათ ადგილზევე დარეგისტრირებულიყვნენ და აცრილიყვნენ. შეხვედრის შემდეგ 20-მდე პირი აიცრა.

„ეს სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაა უხილავ მტერთან. ვაქცინაცია ჩვენი მთავარი იარაღია, რომელიც გამარჯვებას მოგვიტანს. კორონავირუსით გარდაცვლილთა თითქმის 99 პროცენტი აუცრელი იყო. ვაქცინებზე წვდომის გასაზრდელად, მთელი ქვეყნის მასშტაბით ვაქცინაციის მარათონი დავიწყეთ, რომელიც მოსახლეობის ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს მისწვდება“, - განაცხადა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

„საქართველოში პანდემიას უკვე 9 500-ზე მეტი სიცოცხლე ემსხვერპლა. ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა, ყველაფერი ვიღონოთ იმისთვის, რომ ვაქცინირებულთა რიცხვი გაიზარდოს და ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე აღარ დაემუქროს“, - აღნიშნა შვედეთის ელჩმა ულრიკ თიდესტრომმა.


„ვაქცინაცია ერთადერთი გზაა, რომელიც ჩვეულ ცხოვრებას დაგვიბრუნებს. ეს ერთადერთი შესაძლებლობაა იმისთვის, რომ  საქართველომ კრიზისის დაძლევის საფეხური გაიაროს და კრიზისის შემდგომ აღდგენაზე გადავიდეს. გაეროს განვითარების პროგრამა მზადაა გააგრძელოს საქართველოს მთავრობის ხელშეწყობა ვაქცინებთან დაკავშირებული ცრუ ინფორმაციის გაქარწყლებისა და ვაქცინაციისთვის მეტი შესაძლებლობების შექმნის საქმეში“, - განაცხადა UNDP-ის ხელმძღვანელის მოადგილემ ანნა ჩერნიშოვამ.

საქართველოს ხელისუფლებისა და საერთაშორისო პარტნიორების გაერთიანებული მცდელობის მიუხედავად, დღეისთვის ქვეყნის ზრდასრული მოსახლეობის მხოლოდ 32 პროცენტია სრულად აცრილი, ხოლო ვირუსის გავრცელებისა და  სიკვდილიანობის მაჩვენებლები კვლავ მაღალ ნიშნულზეა. ვაქცინაციის დაჩქარებისთვის, UNDP-მ და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა წამოიწყეს საინფორმაციო კამპანია „ავიცრათ სიცოცხლის გადასარჩენად“, რომელშიც საერთაშორისო პარტნიორებიც ჩაერთნენ, მათ შორის დანია, დიდი ბრიტანეთი, ევროკავშირი, შვედეთი, შვეიცარია და გაეროს მდგრადი განვითარების ფონდი.

კამპანია „ავიცრათ სიცოცხლის გადასარჩენად“  სექტემბერში დაიწყო, თუმცა, ამ მოკლე დროის მანძილზე, საზოგადოების საკმაოდ ფართო ფენა მოიცვა - სოფლად მცხოვრები მოსახლეობა, ახალგაზრდობა, კერძო სექტორის წარმომადგენლები, საჯარო მოხელეები და სოციალურად მოწყვლადი ჯგუფები.

„ძალადობა გამოვლილი და მოწყვლადი ადამიანებისთვის უმნიშვნელოვანესია, ვაქცინაციის შესახებ, სანდო ინფორმაციის მიღება, რაც მათ გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარება. აღნიშნული პირებისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს ვაქცინები და ზუსტად უნდა იცოდნენ, თუ როგორ დაიცვან თავი ვირუსისგან“, - აღნიშნა თბილისის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისული ცენტრის უფროსმა - ინდირა რობაქიძემ.

საინფორმაციო კამპანია „ავიცრათ სიცოცხლის გადასარჩენად“ წლევანდელი გაეროს დღის, 24 ოქტომბრის, სულისკვეთებას ეხმიანება.   


თეგები:
ვაქცინაცია



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up