საინფორმაციო ბრიფინგი ადაპტირებული საარჩევნო უბნების შესახებ

საინფორმაციო ბრიფინგი ადაპტირებული საარჩევნო უბნების შესახებ

access_time2020-09-24 14:28:23

საქართველოს პარლამენტის 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) ინიციატივით, საარჩევნო ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე www.cesko.ge განახლდა ბანერი „საარჩევნო რუკა“, სადაც ეტლით მოსარგებლე ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, სხვა ინფორმაციასთან ერთად, უკვე შეუძლია მიიღოს დეტალური ინფორმაცია კონკრეტული საარჩევნო ოლქის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული ადაპტირებული საარჩევნო უბნების შესახებ შესაბამისი ფოტოსურათებით და სურვილის შემთხვევაში, თავად აირჩიოს, თუ რომელ საარჩევნო უბანზე სურს არჩევნებში მონაწილეობის მიღება. ცესკოს ვებგვერდზე ხელმისაწვდომია ინფორმაცია როგორც მარტივი ადაპტაციის, ისე პანდუსის მქონე 1 118 საარჩევნო უბნის შესახებ.
როგორც ცესკოში გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა, ცენტრალური საარჩევნო კომისია წლებია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის თანაბარი საარჩევნო გარემოს შექმნასა და არჩევნებში მათ მონაწილეობას.


„შეგახსენებთ, რომ ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლების კონსტიტუციური უფლების რეალიზების ხელშეწყობის მიზნით, ცესკოში შექმნილმა შეზღუდული შესაძლებლობების საკითხებზე მომუშავე სპეციალურმა ჯგუფმა, რომლის შემადგენლობაშიც ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად, ადგილობრივი სამოქალაქო და საერთაშორისო ორგანიზაციები შედიან, მოამზადა საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი. აღნიშნული პროექტის საფუძველზე საარჩევნო კანონმდებლობაში ახალი რეგულაციები შევიდა, რაც ეტლით მოსარგებლე პირებს არჩევნებში მონაწილეობისთვის უკეთეს გარემოს და შესაძლებლობას უქმნის. კერძოდ, ახალი რეგულაციის თანახმად, ეტლით მოსარგებლე ამომრჩეველი უფლებამოსილია საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს შესაბამისი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ ადაპტირებულ/მისაწვდომ საარჩევნო უბანზე, რისთვისაც მან კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-6 დღისა (25 ოქტომბერი) უნდა მიმართოს შესაბამის საოლქო ან საუბნო საარჩევნო კომისიას ზეპირი ან წერილობითი განცხადებით“, განაცხადა მიქელაძემ.


მისივე თქმით, ეტლით მოსარგებლე ამომრჩეველი, რომელიც მოითხოვს ადაპტირებულ უბანზე ხმის მიცემას, შეიყვანება იმ უბნის სპეციალურ სიაში, ხოლო როგორც საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს, ისე საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებსა და დამკვირვებლებს უფლება აქვთ გადაამოწმონ ეტლით მოსარგებლე ამომრჩეველთა ადაპტირებულ საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის მოთხოვნის საფუძვლიანობა და არჩევნების დღემდე ნებისმიერ დროს საუბნო საარჩევნო კომისიის წინაშე დასვან ამ ამომრჩევლების შესაბამის სპეციალურ სიაში შეყვანის მიზანშეწონილობის საკითხი.



„ვინაიდან წელს პირველად, პარლამენტის არჩევნებზე იქნება შესაძლებელი ამ უფლების გამოყენება, ცესკო მიმართავს ეტლით მოსარგებლე პირებს ისარგებლონ საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ შექმნილი საარჩევნო რუკით, შეარჩიონ მათთვის ყველაზე ხელსაყრელი საარჩევნო უბანი და ინფორმაცია დროულად მიაწოდონ შესაბამის საარჩევნო კომისიას, რაც მათ არჩევნებში მონაწილეობას მნიშვნელოვნად გაუმარტივებს“,-განაცხადა პრეს-სპიკერმა ბრიფინგის დასასრულს.


(NS)


თეგები:
ცესკო



ქართული ბანკების ზარალის 30,8% საქართველოს ბანკზე მოდის

ქართული ბანკების ზარალის 30,8% საქართველოს ბანკზე მოდის
access_time2020-10-26 13:30:58
საქართველოს ბანკმა 9 თვე 77,5 მლნ ლარის ზარალით დაასრულა. აღსანიშნავია, რომ თხუთმეტი კომერციული ბანკის კონსოლიდირებული ზარალი 252 მლნ. ლარი იყო, შესაბამისად საქართველოს ბანკის წილი საერთო მოცულობაში 30.8%-ით განისაზღვრა. ბანკი 2.6 მლრდ. ლარის საზედამხედველო კაპიტალით და 19.3 მლრდ. ლარის აქტივებით, მეორე ადგილზე. აღსანიშნავია, რომ საქართველოს კომერციულმა ბანკებმა 2020 წლის სექტემბერში წმინდა ზარალი, რომელიც 8 თვეში 317 მილიონ ლარს...

საქართველოში კორონავირუსის 1872 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსის 1872 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
access_time2020-10-26 11:00:33
საქართველოში კორონავირუსის 1872 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 30303- ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 603 პაციენტი და საერთო რაოდენობა 11370-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4112 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 3766 ადამიანი გადის. ამასთან, „კოვიდ“ სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 2268- ს...

შსს "საქართველოს ბანკის" ყაჩაღობის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს

შსს
access_time2020-10-25 15:04:22
გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია ზუგდიდში, 21 ოქტომბერს მომხდარ, "საქართველოს ბანკის" ყაჩაღობის ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების...

ექსპო-ჯორჯია საგამოფენო საქმიანობის გადასარჩენად ახალ ბიზნეს მოდელზე გადადის

ექსპო-ჯორჯია საგამოფენო საქმიანობის გადასარჩენად ახალ ბიზნეს მოდელზე გადადის
access_time2020-10-26 11:30:12
გაჩერებული სასტუმროები, რესტორნები, ბარები და მაღაზიები. დაცარიელებული კინოთეატრები, მუზეუმები და კაზინოები. ასობით დაკარგული სამუშაო ადგილი და მნიშვნელოვნად შემცირებული შემოსავლები. უკვე ყველამ კარგად იცის, რომ ეს ჰოლივუდური ბლოგბასტერის სცენარი არ არის, ეს ჩვენი რეალობაა, რეალობა რომელში ყველანი ახალ ცხოვრებას ვსწავლობთ. კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ მსოფლიო, წესრიგის ახლებური გააზრების აუცილებლობის წინაშე დააყენა. ბიზნესის  გარკვეულმა სექტორებმა ეს მალევე მოახერხა და...

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 928 ადამიანს დაუდასტურდა

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 928 ადამიანს დაუდასტურდა
access_time2020-10-25 12:48:31
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 28 431 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 10 767, გარდაიცვალა 201 პაციენტი.   კარანტინის რეჟიმში 4 112 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 3 766, კოვიდ-სასტუმროში - 2 268, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.   ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31...


მსგავსი სიახლეები

up