საიდან და რა რაოდენობის ფქვილი იყიდა საქართველომ 2022 წლის პირველ კვარტალში

საიდან და რა რაოდენობის ფქვილი იყიდა საქართველომ 2022 წლის პირველ კვარტალში

access_time2022-05-14 17:30:56

საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციამ, გუშინ, პრემიერ-მინისტრს ინდუსტრიასთან შეხვედრის მოთხოვნით მიმართა. მიზეზი ხორბლის იმპორტის კლებისა დ ფქვილის იმპორტის ზრდის ხარჯზე ადგილობრივი წისქვილკომბინატების გაჩერებაა, რა დროსაც ათასობით დასაქმებული უმუშევრად რჩება. ასოციაცია პრემიერს და ეკონომიკური ბლოკის მინისტრებს ერთობლივი გადაწყვეტილების მიღებას სთხოვს, რათა გაერკვნენ რა ბედი ელით ადგილობრივ წარმოებებს. ლევან სილაგავამ განაცხადა, რომ ქვეყანაში ხორბლის მხოლოდ 10 დღის მარაგია დარჩენილი, თუმცა ფქვილის გააქტიურებული იმპორტის გათვალიწინებით პურის მწარმოებლების ფქვილის დეფიციტის წინაშე არ დგანან და ქვეყანაში ფქვილის საკმარის მარაგია. მოგვიანებით, ამ საკითხზე განცხადება სოფლის მეურნეობის სამინისტრომაც გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ქვეყანას ხორბლის არა, თუმცა ფქვილის საკმარისი მარაგი ჰქონდა. სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გელა ხანიშვილმა კი ისიც განაცხადა, რომ რუსეთის მიერ ხორბალზე ბაჟის დაწესების გამო, საქართველოს მოსახლეობისთვის პურის დაბალ ფასში მიწოდების შესანარჩუნებლად, უწყებამ გარკვეული ნაბიჯები გადადგა და ქვეყანაში ფქვილის მაქსიმალური მოცულობები შემოდის.

საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე BM.GE-ი ფქვილის საიმპორტო მოცულობებითა და საიმპორტო ბაზრებით დაინტერესდა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტშ,ი ქვეყანამ 31 782 ტონა ფქვილი შეიძინა, რისთვისაც უცხო ქვეყნებში 10.3 მლნ დოლარი გავიდა. მაშინ როდესაც გასული წლების ამავე პერიოდში ქვეყნის მიერ იმპორტირებული ფქვილის მოცულობა 3 000 ტონას, ღირებულება კი 900 ათას დოლარს მცირედით აღემატებოდა. საქართველოსთვის ფქვილის, ისევე როგორც ხორბლის მთავარი საიმპორტო ბაზარი რუსეთია. სწორედ, აქედან მიმდინარე წელს 10.1 მლნ დოლარის ღირებულების 31 503 ტონა ფქვილი შემოვიდა.

მცირე მოცულობით ფქვილის იმპორტი თურქეთიდან (161 ტონა, 99.5 ათასი დოლარი), იტალიიდან (22 ტონა, 26 ათას დოლარამდე), უკრაინიდან (67 ტონა, 25 ათასი დოლარი) და ავსტრიიდან (20 ტონა, 15 ათას დოლარამდე) მოხდა. უმნიშვნელო რაოდენობის ფქვილი კი საფრანგეთში, ლიეტუვაში და პოლონეთში შევიძინეთ.

შედარებისთვის უნდა აღვნიშნოთ, რომ გასული წლის იანვარ-მარტის პერიოდში რუსეთიდან საქართველოში სულ 848 ათას დოლარამდე ღირებულების 3 014 ტონა ფქვილი შევიძინეთ.

რაც შეეხება ხორბლის იმპორტს, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ღირებულების მიხედვით, ამ დასახელების საქონლის საიმპორტო ღირებულება განახევრებულია, ხოლო მოცულობა 3-ჯერ შემცირდა. შესაბამისად ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, იანვარ-მარტში ქვეყანამ 10.6 მლნ დოლარის ღირებულების 33 507 ტონა ხორბალი შეიძინა (2021 წლის I კვარტალი - 21.2 მლნ დოლარი, 90 195 ტონა).

ამ პერიოდში ხორბლის მთავარი საიმპორტო ბაზარი რუსეთი იყო. ქვეყნების ჩამონათვალი კი ასეთია:

1. რუსეთი - 8.9 მლნ დოლარი, 27 247 ტონა;
2. ყაზახეთი - 1 მლნ დოლარი, 2 991 ტონა;
3. სომხეთი - 653 ათასი დოლარი, 3 268 ტონა;

აღსანიშნია, რომ ამ პერიოდში რუსეთიდან ხორბლის იმპორტი შემცირდა, თუმცა ყაზახეთიდან და სომხეთიდან გაიზარდა (2021 წლის იანვარ-მარტი: 1. რუსეთი - 16.5 მლნ დოლარი, 66 719 ტონა; 2. აშშ - 4 მლნ დოლარი, 21 476 ტონა; 3. ყაზახეთი - 569 ათასი დოლარი, 2 000 ტონა).

ცნობისთვის: რუსეთიდან ხორბლის იმპორტის კლება და ფქვილის იმპორტის ზრდა, რუსეთის მიერ ხორბალზე დაწესებულმა საექსპორტო გადასახადმა განაპირობა, რის გამოც ხორბლის საიმპორტო ფასი გაიზარდა და წარმოებების ნაწილი ფქვილის იმპორტზე უკვე გადაეწყო.


წყარო: bm.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up