საიას თავჯდომარე - კობახიძის სიტყვებითვე რომ ვთქვათ,

საიას თავჯდომარე - კობახიძის სიტყვებითვე რომ ვთქვათ, "სამართლებრივი ნონსენსია" , ჩვენმა სარჩელმა რაიმე ფორმით საფრთხე შეუქმნას ამ არჩევნებს

access_time2021-09-19 16:31:10

სჯობს ჯერ სარჩელს გაეცნონ და შემდეგ გააკეთონ შეფასებები, - ასე პასუხობს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი საიას სარჩელთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებას.

როგორც ნიკა სიმონიშვილი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე განმარტავს, მათი სარჩელის ერთადერთი მიზანი ისაა, რომ ყველა მოქალაქის ხმას თანაბარი წონა ჰქონდეს და არ გახდეს პოლიტიკური შეთანხმებების საგანი.

“ქართულ ოცნებაში” გაკეთებულ განცხადებებს მინდა გამოვეხმაურო, თითქოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაგზავნილი ჩვენი სარჩელი არჩევნების დიაკრედიტაციას და კონკრეტული პარტიის ინტერესებს ემსახურება.

პირველ რიგში, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საიას არასდროს ჰქონია პოლიტიკური ინტერესი, ან რომელიმე პოლიტიკური ძალისთვის მხარდაჭერის გამოცხადების განზრახვა, რაც მმართველ გუნდშიც ძალიან კარგად იციან. საია, “ნაციონალური მოძრაობის” პერიოდში, ყოველთვის იყო ორგანიზაცია, რომელიც ხელისუფლების მხრიდან ჩადენილ მძიმე დარღვევებზე მკაცრად რეაგირებდა და ეს “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნებსაც დაუდასტურებიათ.

რაც შეეხება ჩვენ სარჩელს, მისი შეტანა გადავწყვიტეთ იმის გამო, რომ მაჟორიტარული საზღვრების ეს მოცემულობა, რომელსაც არაკონსტიტუციურად და საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის საწინააღმდეგოდ მივიჩნევთ, მესამე მოსმენაზე გაჩნდა კანონში, როდესაც ჩვენ პროცესში აღარ ვიყავით ჩართული და გავლენასაც ვერ მოვახდენდით.

ამდენად, არასწორია, თითქოს ჩვენ ვმონაწილეობდით ამ საზღვრების პროცესში.


იმაზე ბევრი ვიფიქრეთ, როდის უნდა შეგვეტანა სარჩელი და არჩევნების წინ მისი შეტანა სწორედ იმიტომ გადავწყვიტეთ, რომ მისი დაკავშირება არჩევნების შედეგებთან და ამ ფაქტით მანიპულირება არ მომხდარიყო.

ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ სარჩელში არ დაგვიყენებია ნორმის შეჩერების მოთხოვნა და არც იმაზე ვუთითებთ, რომ ეს ნორმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ადრე არაკონსტიტუციურად გამოცხადებული ნორმის იდენტური შინაარსის მატარებელია, რის გამოც, სასამართლომ არსებითი განხილვის გარეშე შეიძლება გამოაცხადოს არაკონსტიტუციურად (თუ რა თქმა უნდა, სასამართლო თვითონ არ მიიჩნევს ამას ასე).

ამდენად, სასამართლოსთვის კანონით მიცემული ვადისა და პრაქტიკის გათვალისწინებით, ეს საქმე არჩევნებამდე არსებითად ვერ იქნება გადაწყვეტილი და ვერც ახლო მომავალში, ხოლო სასამართლოს მიერ ჩვენი სარჩელის საფუძველზე შემდგომ გამოტანილი გადაწყვეტილება ვერ მოახდენს გავლენას ამ არჩევნების შედეგებზე, ისევე, როგორც ეს მოხდა პარლამენტის ძველი მაჟორიტარული საზღვრების არაკონსტიტუციურად ცნობისას.

ბატონი კობახიძის სიტყვებითვე რომ ვთქვათ, "სამართლებრივი ნონსენსია" ის, რომ ჩვენმა სარჩელმა რაიმე ფორმით საფრთხე შეუქმნას ამ არჩევნებს და სანამ ასეთ დასკვნებს გამოიტანენ მმართველ გუნდში, სჯობს ჯერ სარჩელს გაეცნონ და შემდეგ გააკეთონ შეფასებები.

ხაზს გავუსვამ იმ გარემოებასაც, რომ ჩვენ არც გვაქვს უფლება, არჩევნების არაკონსტიტუციურობაზე ვიდავოთ ან რამენაირად გავლენა მოვახდინოთ მის შედეგებზე და ამას თუ სპეციალური სუბიექტი კანონით დადგენილი წესით გააკეთებს, ამაზეც არ ექნება გავლენა ჩვენ სარჩელს, არამედ საკონსტიტუციო სასამართლოს ძველი გადაწყვეტილების შესაბამისად მოუწევს ისევ მსჯელობა.

ჩვენი სარჩელის ერთადერთი მიზანი ისაა, რომ ყველა მოქალაქის ხმას თანაბარი წონა ჰქონდეს და არ გახდეს პოლიტიკური შეთანხმებების საგანი“,-წერს სიმონიშვილი.

Ipn.ge

თეგები:
საია



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up