საია: საბაგიროს დამონტაჟებისთვის საკუთრების ჩამორთმევის ინიციატივა სავარაუდოდ, "პანორამა თბილისს" უკავშირდება

საია: საბაგიროს დამონტაჟებისთვის საკუთრების ჩამორთმევის ინიციატივა სავარაუდოდ, "პანორამა თბილისს" უკავშირდება

access_time2017-04-26 13:00:28

სტაციონარული საბაგირო მოწყობილობების დამონტაჟებისთვის საკუთრების ჩამორთმევის ინიციატივა, სავარაუდოდ, "პანორამა თბილისის" პროექტს უკავშირდება, - ამის შესახებ "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" განცხადებაშია ნათქვამი.

 

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს მთავრობამ, მიმდინარე წლის აპრილში, პარლამენტში - "აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტი წარადგინა.

 

"წარმოდგენილი განცხადების მიზანს არ წარმოდგენს ახალი კანონის პროექტის სრული და საფუძვლიანი შეფასება, თუმცა გვსურს ყურადღება გავამახვილოთ ერთ საკითხზე, რომელიც გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ კანონპროექტში მისი ასახვა "პანორამა თბილისის" პროექტს უნდა უკავშირდებოდეს.

 

"აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ" საქართველოს კანონის დღეს მოქმედ რედაქციაში ჩამოთვლილია ყველა ის საფუძველი რა დროსაც, საკუთრების ჩამორთმევა (ექსპროპრიაცია) ხორციელდება. საქართველოს მთავრობის მიერ პარლამენტში წარდგენილ კანონის ახალ რედაქციაში, მცირედი ცვლილებით პრაქტიკულად უკლებლივ არის გადმოტანილი ყველა ის საფუძველი, რა დროსაც შესაძლებელია საკუთრების ჩამორთმევა. ამასთან, აღნიშნულ სიას ემატება ახალი პუნქტი, კერძოდ საკუთრების ჩამორთმევა შესაძლებელი ხდება თუ ეს სტაციონარული საბაგირო მოწყობილობების დამონტაჟებისთვის საჭირო სამუშაოებს უკავშირდება.


 

მიუხედავად იმისა, რომ კანონპროქტს მოცულობითი განმარტებითი ბარათის ახლავს თან, ბარათში არ არის აღნიშნული, თუ რით არის განაპირობებული სტაციონარული საბაგირო მოწყობილობების დამონტაჟების დროს საკუთრების ჩამორთვევის დაკანონება. დაუსაბუთებლად, ყოველგვარი სათანადო არგუმენტაციის გარეშე, მეტად სპეციფიური ინიციატივის შემუშავება (სტაციონარული საბაგირო მოწყობილობების დამონტაჟებისთვის საკუთრების ჩამორთმევა) აჩენს კითხვებს, ხომ არ ემსახურება აღნიშნული კერძო ინტერესებს/პროექტებს, და არა ობიექტურ საზოგადო საჭიროებას.

 

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თანაინვესტირების ფონდის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, პანორამა თბილისის ორი პროექტი - თავისუფლების მოედნის მიმდებარედ არსებული მშენებარე ნაგებობა და ე.წ. „სოლოლაკის მაღლობი" სწორედ საბაგირო გზით უნდა დაუკავშირდეს ერთმანეთს. შესაბამისად, საბაგირო მოწყობილობების დამონტაჟებისთვის საჭირო სამუშაოები თბილისის ისტორიულ ნაწილში უნდა განხორციელდეს, რასაც შესაძლოა თან ახლდეს საკუთრების ჩამორთმევის საჭიროება.

 

გვსურს საზოგადოებას შევახსენოთ, რომ "პანორამა თბილისის" პროექტის სამივე სამშენებლო ლოკაცია ქალაქის ისტორიულ ნაწილში ხორციელდება. დადასტურებული ინფორმაციით, სამი სამშენებლო ლოკაციიდან ორი, "სოლოლაკის მაღლობი" და "სოლოლაკის ბაღები" თბილისის ისტორიული ლანდშაფტის დაცვის ზონაშია მოქცეული, რაც ამ ზონაში სამშენებლო სამუშაოებს კრძალავს. აღნიშნული სამშენებლო ნებართვები საია-ს თბილისის საქალაქო სასამართლოში აქვს გასაჩივრებული, რაზეც დღემდე დავა მიმდინარეობს", - ნათქვამია საია-ს განცხადებაში.

 

 



ლარი ყველა ძირითად საერთაშორისო და რეგიონულ ვალუტასთან გაუფასურდა

ლარი ყველა ძირითად საერთაშორისო და რეგიონულ ვალუტასთან გაუფასურდა
access_time2021-07-27 18:00:21
27 ივლისის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.64 თეთრით 3.0892-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე კი დღის ბოლოს 3.0930-იანი კურსი დაფიქსირდა. დოლარის მსგავსად ლარი ყველა სხვა ძირითად საერთაშორისო და რეგიონულ ვალუტასთან გაუფასურდა. კერძოდ: ევროსთან 0.38 თეთრით - 3.6409-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 0.67 თეთრით 4.2588-მდე, თურქულ ლირასთან 0.02 თეთრით 0.3604-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.52 თეთრით 1.8159-მდე, 100 რუსულ რუბლთან 2.74 თეთრით 4.1895-მდე, 1000 სომხურ...

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი
access_time2021-07-27 21:00:12
დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი:   1. მასობრივი ვაქცინაციის ცენტრები კვირის ბოლომდე მომზადდება იმუნიზაციის პროცესის შეუფერხებლად და კიდევ უფრო სწრაფი ტემპებით წარმართვის მიზნით, მასობრივი ვაქცინაციის ცენტრები მიმდინარე კვირის ბოლომდე უნდა მომზადდეს.   2. რა ღირს ყველაზე ძვირი...

ისრაელის პარლამენტმა გადადო საქართველოს „წითელ სიაში“ შეყვანა

ისრაელის პარლამენტმა გადადო საქართველოს „წითელ სიაში“ შეყვანა
access_time2021-07-27 17:00:45
ქნესეთის (ისრაელის პარლამენტი) იურიდიულ და საკონსტიტუციო საკითხთა კომიტეტმა იმ ქვეყნებს ჩამონათვალის გაფართოების შესახებ კენჭისყრა გადადო, რომელში მოგზაურობაც, წითელის ზონის სტატუსის გამო, ისრაელის მოქალაქეებს შეეზღუდებოდათ პარასკევიდან. საუბარია დიდ ბრიტანეთზე, კვიპროსზე, თურქეთსა და საქართველოზე. კომიტეტეტის თავმჯდომარემ გიდალ კარივმა ისრაელის ხელისუფლებას იზოლაციის წესების აღსრულებასთან დაკავშირებით, აგრეთვე სპეციალური ნებართვის მისაღებად მოქმედი ზომების ეფექტიანობის...

აფბა: დღეს ქვეყანაში საწვავის გაიაფების ყველა წინაპირობა არსებობს

აფბა: დღეს ქვეყანაში საწვავის გაიაფების ყველა წინაპირობა არსებობს
access_time2021-07-27 12:45:13
“ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ – აფბა, საწვავის ბაზარზე არსებულ მდგომარეობას აფასებს და აცხადებს, რომ დღეს როგორც საერთაშორისო ბაზარზე ფასწარმოქმნაზე მოქმედი, ასევე ადგილობრივი პარამეტრები იძლევა იმის საშუალებას, რომ საქართველოში დაიწყოს საწვავის გაიაფება.   აფბას განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:   „როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მიმდინარე წელს საწვავის ფასი საქართველოში განუხრელად იზრდება. მან ისტორიაში პირველად, გადალახა ყველა...

10-ჯერ მაღალი საპროცენტო სარგებლის მიუხედავად, დეპოზიტების ლარიზაციის მაჩვენებელი 25%-ზე ნაკლებია

10-ჯერ მაღალი საპროცენტო სარგებლის მიუხედავად, დეპოზიტების ლარიზაციის მაჩვენებელი 25%-ზე ნაკლებია
access_time2021-07-27 16:00:19
ბანკებში ფიზიკური პირების დეპოზიტების ლარიზაციის მაჩვენებელი 25%-ზე ნაკლებია. მიუხედავად იმისა, რომ ლარში განთავსებულ ანაბარს თითქმის 10-ჯერ მეტი საპროცენტო სარგებელი ერიცხება და 6 თვეში 5%-ით გამყარდა, ეროვნული ვალუტის მიმართ ნდობა კვლავ დაბალია. მიმდინარე წლის პირველ 6 თვეში ლარში განთავსებული ანაბრის მთლიანი მოცულობა (ფიზიკური და იურიდიული პირები) 1.047 მლრდ-ით 13.903 მლრდ-მდე გაიზარდა, უცხოურ ვალუტაში კი 235 მლნ-ით 21.385 მლრდ-მდე შემცირდა, რისი მთავარი მიზეზიც ლარის...


მსგავსი სიახლეები

up