საია “პანორამა თბილისის” საქმეზე დავას სააპელაციო სასამართლოში გააგრძელებს

საია “პანორამა თბილისის” საქმეზე დავას სააპელაციო სასამართლოში გააგრძელებს

person access_time2017-06-22 17:10:59

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ "პანორამა თბილისის" საქმეზე ეკონომიკის სამინისტროს შუამდგომლობა დააკმაყოფილა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სარჩელი ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო არ განიხილა. საია ამ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

 

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ამ სარჩელით პროექტის ფარგლებში გაცემული მშენებლობის ნებართვების ბათილად ცნობას ითხოვდა. საია მიიჩნევს, რომ კომპანიისთვის უკანონოდ გაიცა ბრძანება"სოლოლაკის მაღლობისა" და "სოლოლაკის ბაღების" მშენებლობაზე.

 

"სასამართლომ გაიზიარა მოპასუხე მხარეების აბსოლუტურად უსაფუძვლო და უარგუმენტო შუამდგომლობა, რომ უნდა შეწყვეტილიყო დავა სამშენებლო ნებართვებთან დაკავშირებით, რადგანაც გასული იყო ხანდაზმულობის ვადა, თუმცა ჩვენ გვქონდა სრული არგუმენტაცია, კონკრეტული მტკიცებულელები, შესაბამისი თარიღებითა და ვადების მითითებით, თუ რატომ წარმოგვეშვა გასაჩივრების უფლება სწორედ იმ დროს, როდესაც ჩაგვბარდა ის კონკრეტული რუკა, რომელიც კულტურის სამინისტროს მიერ იყო გაცემული; ამ ნაწილში სასამართლომ ჩათვალა, რომ თურმე მოსარჩელე მხარეს გაშვებული ჰქონდა ხანდაზმულობის ვადა. ცხადია, არ ვეთანხმებით სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას ამ პოზიციაში. როგორც კი ჩაგვბარდება სასამართლოს განჩინება, სააპელაციო წესით გავასაჩივრებთ აუცილებლად ამ განჩინებას," - ამბობს საიას იურისტი, სულხან სალაძე.

 

მისი თქმით, საქმე ნახევარ წელზე მეტია იწელება, რადგან მთელი ამ ხნის განმავლობაში სასამართლო პროცესი იყო შეჩერებული, ხოლო პარალელურად, არ გაჩერებულა და კვლავ მიდის "პანორამა თბილისის" მშენებლობა:

 

"დღეს გვაქვს მოცემულობა, როდესაც ამ მართლმსაჯულების სისტემაში ეფექტურად ვერ ვიცავთ ჩვენს უფლებებს არსუბული კანონმდებლობიდან გამომდინარე. სინამდვილეში, პრაქტიკულად, ის უკანონო აქტები, რომლებიც გამოცემულია 2015 წელს, დღემდე არის ძალაში და, სამწუხაროდ, კომპანია დღემდე აგრძელებს სამუშაოებს."

 


კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონები და პანორამა თბილისის პრპექტში შამავალი მშენებლობები. წყარო: ორგანიზაცია "ინიციატივა საჯარო სივრცისათვის" კვლევა.

 

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონები და პანორამა თბილისის პრპექტში შამავალი მშენებლობები. წყარო: ორგანიზაცია "ინიციატივა საჯარო სივრცისათვის" კვლევა.

 

როგორც სალაძე აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სააპელაციო სასამართლო, საიას აქვს სხვა პროცესუალური საშუალება და ტექნიკური შესაძლებლობა, რომ მაინც სცადოს დავის თავიდან დაწყება.

 

"ჩვენი დავის გარდა, კიდევ არის ჩვენი პარტნიორების სხვა დავები სხვადასხვა სასამართლოებში "პანორამა თბილისის" საქმეზე. ასე რომ, რეალურად, ბევრი არაფერი იცვლება. ერთადერთი, სასამართლო დღეს ხელს უწყობს კომპანიას და ადმინისტრაციულ ორგანოებს, რომ მოიგონ დრო. როგორც კი ჩაგვბარდება, 12 დღეში გავასაჩივრებთ სააპელაციოში საქალაქო სასამართლოს დღევანდელ განჩინებას," - ამბობს სულხან სალაძე.

 

მოპასუხე მხარე პროცესზე აპელირებდა იმ გარემოებით, რომ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მოთხოვნა იყო ხანდაზმული, რადგან მოსარჩელე მხარის მიერ ვადაში არ გასაჩივრდა თავის დროზე მიღებული აქტები.

 

"სასამართლოს არ ჰქონდა უფლება, განეხილა საიას მოთხოვნა და მიეღო სხვა გადაწყვეტილება. მოსამართლემ მიიღო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება და შეწყვიტა საქმის წარმოება. მოსარჩელეები აპირებენ სააპელაციოში ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას და, ბუნებრივია, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის შედეგად, მივხვდებით, რამდენად სწორი გადაწყვეტილება მიიღო პირველმა ინსტანციამ," - განაცხადა პროცესის შემდეგ კომპანია "სოლოლაკი ჰილზისა" და "სოლოლაკი რაიზის" წარმომადგენელმა, ალა კახნიაურმა.

 

დღევანდელ სასამართლო პროცესს კომპანიის გარდა მოპასუხეთა მხრიდან ესწრებოდნენ თბილისის მერიის აქტიტექტურის სამსახურისა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები, თუმცა სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარი მათ არ გაუკეთებიათ.

 

პანორამა თბილისი ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილი "თანაინვესტირების ფონდის" პროექტია. პროექტი ითვალისწინებს 4 მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას: 1. სოლოლაკის მაღლობი, 2. სოლოლაკის ბაღები, 3. თავისუფლების მოედანი, 4. ერეკლე II-ს მოედანი. ეს კომპლექსები ერთმანეთს საბაგირო გზებით და დახრილი ლიფტებით უნდა დაუკავშირდეს. მოქალაქეების ნაწილი ფიქრობს, რომ ეს პროექტი თბილისის ისტორიულ იერსახეს დაარღვევს. უკანასკნელი წლების განმავლობაში "პანორამა ბილისის" წინააღმდეგ არაერთი საპროტესტო აქცია გაიმართა.

 



დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-06-18 21:00:37
დღის Top 10 საინტერესო ამბავი:     1. ბოლო 10 წელიწადში აშენებული ჰესების წილი გენერაციაში 19%-ს აჭარბებს     ენგურჰესის გამომუშავება რეაბილიტაციის შემდეგ, მაისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 98%-ით გაიზარდა და 404 მლნ კვტ/სთ-ს მიაღწია. ძირითადად მის ხარჯზე, 24%-ით 1.221...

18 ივნისი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა

18 ივნისი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2021-06-18 18:00:43
18 ივნისის ვაჭრობის შედეგად სებ–ის მიერ დაფიქსირებული ოფიციალური კურსის თანახმად, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 9 პუნქტით გამყარდა. შედარებისთვის, დაახლოებით 110 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი, პრაქტიკულად, უცვლელია. 18 ივნისის ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში გაუფასურდა და 3.1681 ლარი გახდა (ეს კურსი 19 ივნისს შევა ძალაში). 18 ივნისს მოქმედი...

გარემოს დაცვის მინისტრის და საპარლამენტო სამუშაო ჯგუფის წევრების ვიზიტი „არემჯიში“

გარემოს დაცვის მინისტრის და საპარლამენტო სამუშაო ჯგუფის წევრების ვიზიტი „არემჯიში“
access_time2021-06-18 15:55:24
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტთან არსებული ქვემო ქართლის რეგიონში დაბინძურების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის წევრებთან ერთად, („საყდრისის კომიტეტი “, „მწვანე პოლიტიკის საზოგადოებრივი და სამეცნიერო - კვლევითი პლატფორმები “) დაბა კაზრეთში „არემჯის “გარემოსდაცვითი პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო. მინისტრმა რეგულარული მონიტორინგის ფარგლებში „არემჯი კოპერის“ #4 ფუჭი ქანების სანაყაროს...

საქართველოს რკინიგზა $500–მილიონიანი მწვანე ბონდების განთავსებით $140 მილიონს დაზოგავს

საქართველოს რკინიგზა $500–მილიონიანი მწვანე ბონდების განთავსებით $140 მილიონს დაზოგავს
access_time2021-06-18 15:18:53
საქართველოს რკინიგზამ ლონდონის საფონდო ბირჟაზე პარტნიორი საინვესტიციო ბანკების დახმარებით, 500 მილიონი დოლარის ნომინალური ღირებულების  მწვანე ობლიგაციები წარმატებით განათავსა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს. კომპნიის ცნობით, საპროცენტო განაკვეთი 7 წლის ვადით 4%-ით განისაზღვრა.  „ახალი ობლიგაციებით...

Forbes: Google-ის თანადამფუძნებლის ყოფილი მეუღლე მილიარდერი გახდა

Forbes: Google-ის თანადამფუძნებლის ყოფილი მეუღლე მილიარდერი გახდა
access_time2021-06-18 20:00:07
Google-ის თანადამფუძნებლის სერგეი ბრინის მეუღლე ანა ვოიჟიტოვსკი მილიარდერი გახდა მას შემდეგ, რაც მისი კომპანია 23andMe, რომლის პროფილიცაა გენეტიკური ტესტირება, ბირჟაზე გავიდა.   ამ დროისთვის ის უკვე იყო მულტიმილიონერი - 2020 წელს მან ამერიკის ყველაზე მდიდარ self-made ქალ-მეწარმეებს შორის 49–ე ადგილი დაიკავა - ამ კატეგორიაში შედიან ქალები, რომლებიც თავისით და არა მეუღლეებთან გაშორებით ან მემკვიდრეობის მიღებით გამდიდრდნენ.   23andMe ბირჟაზე...


მსგავსი სიახლეები

up