საია: მელიას საქმე უნდა განიხილოს სამართლიანმა სასამართლომ, რომელიც არ გვყავს

საია: მელიას საქმე უნდა განიხილოს სამართლიანმა სასამართლომ, რომელიც არ გვყავს

access_time2021-05-08 18:00:33

"თანხა არის უკვე გადახდილი. დაახლოებით 1 საათის წინ ჩვენ გადავრიცხეთ თანხა ბიუჯეტში, ეს მოქმედებები შეთანხმებული იყო ევროკავშირთან და შესაბამისად, მათთან შეთანხმებით ვმოქმედებით ყველაფერში", - ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ნიკა სიმონიშვილმა, პრესკონფერენაციაზე განმარტა რა როლი შეასრულა ორგანიზაციამ ნიკა მელიას გირაოს თანხის დაფარვაში, რომელიც ევროპულმა ფონდმა დემოკრატიითვის გამოყო.

მისივე თქმით, ევროკავშირის თხოვნა იყო, რომ თანხა ისეთ ორგანიზაციის გავლით მისულიყო ბიუჯეტამდე, რომლის დამოუკიდებლობაზეც კითხვის ნიშნები არ არსებობს.

"მნიშვნელოვანია გავნვმარტოთ, რატომ დავთანხმდით, რომ ამ ყველაფერში მონაწილეობა მიგვეღო. დავთანხმდით იმიტომ, რომ დღეს საქართველო არის ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური კრიზისის წინაშე და მნიშვნელოვან პოლიტიკურ კრიზისში ვართ. ეს კრიზისი დაიწყო დიდი ხანია, განსაკუთრებით გაღრმავდა საპარალამენტო არჩევნების შემდეგ და სიტუაციის ესკალაცია გამოიწვია ნიკა მელიას მიმართ პატიმრობის გამოყენებამ. სამწუხაროა, რომ ამ ფაქტის შემდეგ ჩვენ დავდექით ისეთი მოცემულობის წინაშე, რომ საჭირო გახდა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ჩართვა ამ პროცესში და მათი მონაწილეობით სიტუაციის განმუხტვა. და მაშინ, როდესაც ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან შეთანხმებას მივაღწიეთ, რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი იყო, რომ მედიატორს ჩვენ დავხმარებოდით ამ შეთანხმების სრულად და კარგად იმპლემენტაციაში", - თქვა სიმონიშვილმა.

მან ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ ამ ფაქტით საია არ მიუთითებს ნიკა მელიას უდანაშაულობა ან დანაშაულებრიობაზე, არამედ თვლის, რომ ენმ-ს თვამჯდომარის საქმე სამართლიანმა სასამართლომ უნდა განიხილოს, რაც სიმონიშვილის თქმით, დღეს საქართველოში არ არსებობს.

"ჩვენ ერთგულები ვრჩებით ჩვენი შეფასების, რომ თავის დროზე ნიკა მელიას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობის სახით არ იყო დასაბუთებული, პარლამენტის გადაწყვეტილებაც ამ ყველაფერთან დაკავშირებით არ იყო სრულად გააზრებული და მიზანშეწონილი და შესაბამისად, ამ ყველაფერმა გამოიწვია სიტუაციის ესკალაცია.


ასევე გვსურს აღვნიშნოთ, რომ ჩვენ ამ ფაქტით არც ნიკა მელიას უდანაშაულობაზე ან დანაშაულზე არ ვუსვამთ ხაზს. ჩვენ ვთვლით, რომ ნიკა მელიას საქმე უნდა განიხილოს სამართლიანმა სასამართლომ, რომელიც სამწუხაროდ ამ ქვეყანაში არ გვყავს და რომელიც ჩვენ გვინდა, რომ მივიღოთ და ვფიქრობთ, რომ ამის მიღება შესაძლებელია იმ დოკუმენტის ფარგლებში, რომელსაც ხელი მოაწერეს პოლიტიკურმა პარტიებმა ევროკავშირის და აშშ-ს ჩართულობით. შესაბამისად, მნიშვნელოვანია რომ ეს ნაბიჯი იყოს ნიკა მელიას პატიმრობიდან გათავისუფლებისკენ მიმართული, ოპოზიციამ შეძლოს და დაიწყოს პროცესებში მონაწილეობა, რომლითაც ჩვენ შევძლებთ დამოუკიდებელი სასამართლოს, დამოუკიდებელი საარჩევნო ადმინსიტრაციის მიღებას და პოლიტიკური კრიზისის ერთხელ და სამუდამოდ დასრულებას", - თქვა მან.

საუბრისას ნიკა სიმონიშვილი ამნისტიის კანონსაც შეეხო და თქვა, რომ მნიშვნელოვანი იქნება პოლიტიკურმა პარტიებმა მეტი სეროზულობით შეხედონ კანონის მიღებასა და მის გავრცელების საკითხს, იმ დანაშაულებების მიმართებით, რომლებიც კონვენციას არღვევს და ჩადენილია სამართალდამცველების მიერ.

"ჩვენ ერთგულები ვრჩებით შეფასების და პარლამენტთან ამ საკითხზე ვიმუშავებთ, რომ ჩვენთვის მიუღებელია, ის დანაშაულებები იყოს ამნისტირებული, რომლებიც კონვენციის დარღვევას წარმოადგენს და რომლებმაც ჩვენი ბენეფიციარების უფლებები დაარღვია", - თქვა მან.

დღეს, 8 მაისს, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ განცხადება გამოაქვეყნა, საიდანაც ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირმა ნიკა მელიას გირაოს თანხა გადაიხადა. მათივე ცნობით,  გირაოსთვის თანხა ევროპულმა ფონდმა დემოკრატიისთვის გამოყო, ხოლო ხელისუფლებას 40 000 ლარი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გადასცა.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up