საია - ფიქსირდება მნიშვნელოვანი ტენდენციები, რომელიც ხმის მიცემის ფარულობას და ამომრჩევლის ნების კონტროლს უკავშირდება

საია - ფიქსირდება მნიშვნელოვანი ტენდენციები, რომელიც ხმის მიცემის ფარულობას და ამომრჩევლის ნების კონტროლს უკავშირდება

access_time2018-11-28 10:04:52

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის კენჭისყრის დღის დაკვირვების, 10:00 საათისთვის არსებულ შედეგებს აქვეყნებს.



როგორც „ინტერპრესნიუსს“ საია-დან აცნობეს, დილის 10:00 საათისთვის კენჭისყრის პროცესი ძირითადად მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. თუმცა, ორგანიზაციის ცნობით, ამ დროისათვის ფიქსირდება მნიშვნელოვანი ტენდენციები, რომელიც ხმის მიცემის ფარულობას და ამომრჩევლის ნების კონტროლს უკავშირდება.



„კერძოდ: ამ დროისათვის საია-ს დამკვირვებლების მიერ ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის 7 ფაქტი დაფიქსირდა (კახეთში -5, ახალქალაქში - 2), რა დროსაც კაბინიდან გამოსული ამომრჩეველი მის მიერ გაკეთებული არჩევანის იდენტიფიცირების შესაძლებლობას ცალკეული ორგანიზაციების დამკვირვებლებს ან/და კომისიის წევრებს აძლევდა.
ახალქალაქის #1 საარჩევნო უბანი - კაბინიდან გამოსულმა ორმა ამომრჩეველმა გახსნილი ბიულეტენი და მასზე დაფიქსირებული არჩევანი დამკვირვებლებს უჩვენა;



ახმეტის #4 უბანი - ამომრჩეველმა ბიულეტენი აჩვენა სადამკვირვებლო ორგანიზაცია - „ადვოკატთა და იურისტთა ობსერვატორიის“ დამკვირვებელს;



ახმეტის #12 უბანი - ორმა ამომრჩეველმა საუბნო საარჩევნო კომისიის საარჩევნო ყუთზე ზედამხედველ წევრს ბიულეტენზე დაფიქსირებული ნების იდენტიფიცირების შესაძლებლობა მისცა.



გურჯაანის #19 უბანი - ორმა ამომრჩეველმა დაფიქსირებული არჩევანი „კავშირი 21-ე საუკუნის“ დამკვირვებელს აჩვენა.
აღსანიშნავია, რომ ცესკოს ინფორმაციით, სადამკვირვებლო ორგანიზაცია „ადვოკატთა და იურისტთა ობსერვატორიას“ 2926 დამკვირვებელი ჰყავს რეგისტრიებული ცესკოში, ხოლო „კავშირი 21-ე საუკუნეს“- 3174 დამკვირვებელი.
ჯერ კიდევ გუშინ, 27 ნოემბერს, საიასთვის ცნობილი გახდა, რომ გურჯაანის ოლქში ამომრჩეველს დაავალეს კაბინიდან ბიულეტენები გახსნილ მდგომარეობაში გამოეტანათ, რათა კონკრეტულ პირებს დაენახათ დაფიქსირებული არჩევანი“, - აღნიშნავენ ორგანიზაციაში.



მათივე ინფორმაციით, უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე ამომრჩეველთა ნების კონტროლი მიმდინარეობს.



„გლდანის #79, #80, #81 უბნები მდებარეობს ერთ შენობაში, რომლის ფოიეშიც მობილიზებულნი არიან სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენლები. მათ აქვთ ამომრჩეველთა ფოტოსურათებიანი სია. მითითებულ უბნებზე მისული ამომრჩევლები თავდაპირველ აღრიცხვას მათთან გადიან და ამის შემდგომ ხდება ამომრჩევლის შესვლა შესაბამის საარჩევნო უბანზე. აღნიშნულ პირები ამავე შენობაში არსებულ ერთ-ერთ ოთახს სამუშაო სივრცედ იყენებენ. ანალოგიურად ხდება ამომრჩეველთა აღრიცხვა ნაძალადევის #37-ე, #38-ე, #40-ე უბნებზე.



ამ დროისათვის დაფიქსირებული პროცედურული დარღვევები:


გადასატანი საარჩევნო ყუთის სია:


გარდაბნის 43-ე უბანზე დილის 07:40 წუთზე ადგენდნენ გადასატანი ყუთის სიას, რომელსაც ხელით ამატებდნენ ამომრჩევლების პირად ნომრებს. მას შემდეგ, რაც საიას დამკვირვებელმა დააფიქსირა დარღვევა, კომისიის წევრები ახსნა-განმარტებების წერას შეუდგენდნენ.



ამ უბანზე სადამკვირვებლო ორგანიზაციის „ადვოკატთა და იურისტთა ობსერვატორიის“ დამკვირვებელი ჯაბა აბრამაშვილი ჩართულია ამომრჩევლის უბანზე მობილიზების პროცესში.


უბნის დაგვიანებით გახსნა:


დაგვიანებით, გაიხსნა ახალქალაქის #69 სააარჩევნო უბანი, ვინაიდან უბანზე 07:00 საათისთვის კომისიის მხოლოდ 4 წევრი გამოცხადდა. უბნის გახსნა მხოლოდ 07:50 -ზე მოხერხდა.



წილისყრის პროცედურების დარღვევა:


ახალქალაქის #63 საარჩევნო უბანზე კომისიის წევრის ყველა ფუნქციის გამოსავლენად წილისყრა ჩატარდა ერთად. საიას დამკვირვებლის მითითების შემდეგ ამ უბანზე წილისყრა თავიდან ჩატარდა და დარღვევა აღმოიფხვრა.
ბათუმის #13 და ქობულეთის #3 და #31 უბნებზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ საარჩევნო კომისიებში დანიშნულმა წევრებმა უარი განაცხადეს გადასატანი ყუთის გამყოლი კომისიის წევრის ფუნქციის გამოსავლენად წილისყრის პროცედურებში მონაწილეობაზე“, - აღნიშნავენ ორგანიზაციაში.



რაც შეეხება დამკვირვებლებისთვის ხელის შეშლას, ორგანიზაციის ცნობით, იმის მიუხედავად, რომ ცესკომ გააფრთხილა საოლქო საარჩევნო კომისიები, რომ დამკვირვებლის მოწმობებთან დაკავშირებით დამკვირვებლებისთვის პრობლემები არ შეექმნათ, ახალ დამკვირვებლის მოწმობას სთხოვდნენ და უბანზე არ უშვებდნენ საიას დამკვირვებლებს კრწანისის #11, ახალქალაქის #2, #12, #16, #63 და ახმეტის #6 უბანზე.



„მოგვიანებით, საარჩევნო კომისიების მიერ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან კომუნიკაციის შედეგად, საიას დამკვირვებლები შეუშვეს აღნიშნულ უბნებზე.



არჩევნების პირველ ტურზე ცესკოში რეგისტრირებულ სადამკვირვებლო ორგანიზაციებსა და მათ რეგისტრირებულ დამკვირვებლებს უფლებამოსილების ვადა გაუგრძელდათ მეორე ტურის შედეგების გასაჩივრების ვადის ამოწურვამდე და სპეციალურად მეორე ტურისთვის ახალი დამკვირვებლის მოწმობების ქონა ასეთი დამკვირვებლებისთვის სავალდებულო აღარ იყო.



ამ ეტაპზე საიას დამკვირვებლების მიერ დაიწერა სულ 6 საჩივარი: 3 საჩივარი - უბანზე, 3 საჩივარი ოლქში, ასევე ჩანაწერთა წიგნში დაფიქსირდა 3 შენიშვნა“, - აღნიშნავენ საიაში.



ცნობისთვის, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 2018 წლის 28 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების დღეს თბილისსა და 9 რეგიონში - კახეთში, მცხეთა-მთიანეთში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, გურიაში, იმერეთსა და აჭარაში დააკვირდება (300 დამკვირვებლის საშუალებით).
სტატიკური დამკვირვებლები განთავსებული არიან საქართველოს მასშტაბით 170-მდე საარჩევნო უბანში. 28 საარჩევნო ოლქში 57 მობილური ჯგუფისა და 46 ოლქის დამკვირვებლის მეშვეობით შევძლებთ პრობლემატურ უბნებსა და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე მიმდინარე პროცესების დაკვირვებას.



არჩევნების დღის დაკვირვების მიმდინარეობის თაობაზე საია დღის განმავლობაში კიდევ 3 პრესკონფერენციას გამართავს არასამთავრობო ორგანიზაციათა მედია-ცენტრში. პრესკონფერენცია გაიმართება 28 ნოემბერს: 14:00 საათზე, 18:00 საათსა და 21:00 საათზე. ხოლო 29 ნოემბერს საია შეაფასებს არჩევნების დღეს და პრესკონფერენციას გამართავს 12:00 საათზე“, - აცხადებენ ორგანიზაციაში.


ipn.ge

თეგები:
არჩევნები



„სფეის იქსის“ რაკეტა, რომელსაც ასტრონავტები კოსმოსურ სადგურზე მიჰყავს, წარმატებით გაეშვა

„სფეის იქსის“ რაკეტა, რომელსაც ასტრონავტები კოსმოსურ სადგურზე მიჰყავს, წარმატებით გაეშვა
access_time2020-05-30 23:58:40
სფეის იქსის“ რაკეტა „ფალკონ...

ქუთაისში მდებარე საწარმომ მზის პანელები აშშ-ში ექსპორტზე გაიტანა

ქუთაისში მდებარე საწარმომ მზის პანელები აშშ-ში ექსპორტზე გაიტანა
access_time2020-05-30 21:00:36
ძალიან სასიხარულოა, რომ საწარმო კორონავირუსის პანდემიის შემდეგ, როცა ჩვენ ვხსნით ეკონომიკას, საწარმო გაფართოებას გეგმავს. მის გეგმებში დიდი კორექტირება არ...

ჩინური კომპანია 99%-ით არის დარწმუნებული, რომ მათ მიერ შექმნილი კორონავირუსის ვაქცინა ეფექტური იქნება

ჩინური კომპანია 99%-ით არის დარწმუნებული, რომ მათ მიერ შექმნილი კორონავირუსის ვაქცინა ეფექტური იქნება
access_time2020-05-30 19:52:32
ჩინელი მეცნიერები 99%-ით არიან დარწმუნებულები, რომ კორონავირუსის ვაქცინა, რომელზეც მუშაობენ ეფექტური იქნება, - ამის შესახებ ინფორმაციას...

ნათია თურნავა - მაისიც ძალიან მძიმე იქნება, ივნისიც და წლის ბოლოს ნავარაუდევია ეკონომიკის სერიოზული ვარდნა, ისევე როგორც მთლიანად მსოფლიოში

ნათია თურნავა - მაისიც ძალიან მძიმე იქნება, ივნისიც და წლის ბოლოს ნავარაუდევია ეკონომიკის სერიოზული ვარდნა, ისევე როგორც მთლიანად მსოფლიოში
access_time2020-05-30 15:49:21
მაისიც ძალიან მძიმე იქნება, ივნისიც და ზოგადად, წლის ბოლოს ნავარაუდევია ეკონომიკის სერიოზული ვარდნა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა “საქსტატის” მონაცემებს აპრილში ეკონომიკის 16.6%-იან ვარდნასთან...

ბაზარზე ლუდის პირველი ქართული ბრენდი ბრუნდება - „ზედაზენის“ ახალი პროდუქტი

ბაზარზე ლუდის პირველი ქართული ბრენდი ბრუნდება - „ზედაზენის“ ახალი პროდუქტი
access_time2020-05-30 15:00:14
„ზედაზენი“ ახალ პროდუქტს უშვებს. საუბარია ლუდის პირველ ქართულ ბრენდზე „ აიაზე“, რომელიც ბაზარზე...


მსგავსი სიახლეები

up