საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციასა და საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციასა და საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

access_time2019-09-26 18:29:50

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორმა ლევან კარანაძემ და საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის ევროპის რეგიონის ვიცე-პრეზიდენტმა რაფაელ შვარცმანმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ინფორმაციას სააგენტო ავრცელებს. 



დოკუმენტი IATA-სა და საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას და საავიაციო უსაფრთხოების კუთხით, ინფორმაციის ურთიერთგაცვლას ისახავს მიზნად. მემორანდუმის მიხედვით, მხარეები გამოხატავენ საავიაციო-ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის და მონაცემების ურთიერთგაზიარების მზადყოფნას. ამასთან, ავიაკომპანიებზე და სერვისის მიმწოდებლებზე ზედამხედველობის ხარისხის შემდგომი ამაღლების მიზნით, მხარეები უზრუნველყოფენ კომუნიკაციის და კოორდინაციის ეფექტური მოდელის შემუშავებას IATA-ს საექსპლუატაციო უსაფრთხოების (IOSA) და მიწისზედა მომსახურების (ISAGO) აუდიტების შედეგების გამოყენებისთვის. მემორანდუმის დროული და თანმიმდევრული ამოქმედებისთვის, დოკუმენტით გათვალისწინებულია ასევე ერთობლივი საკოორდინაციო ჯგუფის შექმნა.




საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციასა და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს მონრეალში, ასოციაციის სათაო ოფისში მოეწერა ხელი. ღონისძიებას IATA-სა და სააგენტოს ხელმღვანელი პირები, ასევე საქართველოს ელჩი კანადაში და მუდმივი წარმომადგენელი სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციაში (ICAO) ესწრებოდნენ.







„ჩვენი პროდუქცია აღარ იქნება სეზონური“ - რას გეგმავს ფერადი ბოსტნეულის მწარმოებელი „სამყურა“

„ჩვენი პროდუქცია აღარ იქნება სეზონური“ - რას გეგმავს ფერადი ბოსტნეულის მწარმოებელი „სამყურა“
access_time2021-07-25 16:00:36
ბიო მეურნეობა ,,სამყურა“ პანდემიის მიუხედავად გაფართოებას ახერხებს. მზესუმზირის ზეთის წარმოების დაწყების შემდეგ, მეურნეობა კაფი გახსნას და სათბურის მშენებლობას გეგმავს. ამის შესახებ, ,,ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას მეურნეობის...

,,რამდენად რეალისტურია ჩვენი გეგმები, აგვისტო- სექტემბრის ეპიდ-სიტუაცია გამოაჩენს“ - „მესამე „ლოქდაუნს ვერც ბიზნესი და ვერც ქვეყანა ვერ გადაიტანს“

,,რამდენად რეალისტურია ჩვენი გეგმები, აგვისტო- სექტემბრის ეპიდ-სიტუაცია გამოაჩენს“ - „მესამე „ლოქდაუნს ვერც ბიზნესი და ვერც ქვეყანა ვერ გადაიტანს“
access_time2021-07-25 14:00:26
„მესამე „ლოქდაუნს ვერც ბიზნესი და ვერც ქვეყანა ვერ გადაიტანს“ - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას „აი სი არ ჯგუფის“ ხელმძღვანელმა განაცხადა. კახახაზარაძე აცხადებს, რომ ინფიცირების მატების შესაჩერებლად ერთ-ერთი გზა...

ვირის რძე, ჩაი, კურკუმა, ჭინჭარი... ბებიის რეცეპტით დამზადებულ თავის მოვლის საშუალებებს, ჩაის საპონიც დაემატა - რატომ მოუწია „დემას“ პროდუქტების გაძვირება

ვირის რძე, ჩაი, კურკუმა, ჭინჭარი... ბებიის რეცეპტით დამზადებულ თავის მოვლის საშუალებებს, ჩაის საპონიც დაემატა -  რატომ მოუწია „დემას“ პროდუქტების გაძვირება
access_time2021-07-25 12:00:37
ვირის რძით დამზადებული თავის მოვლის საშუალებებს, ახლა უკვე ჩაის საპონიც დაემატა. როგორც კომპანია „დემას“ დამფუძნებელი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას...

,,ავტო-იმპორტიორების კეთილსინდისიერების იმედად უნდა ვიყოთ“ - გამოჩნდება თუ არა ქართულ ბაზარზე ევროპის ქვეყნებში დატბორილი ავტომობილები

,,ავტო-იმპორტიორების კეთილსინდისიერების იმედად უნდა ვიყოთ“ - გამოჩნდება თუ არა ქართულ ბაზარზე ევროპის ქვეყნებში დატბორილი ავტომობილები
access_time2021-07-25 11:15:55
წინასწარ ვერავინ განსაზღვრავს, ევროპის ქვეყნებში სტიქიის შედეგად დაზიანებული რამდენი ავტომობილი შემოვა საქართველოში, თუმცა საფრთხე რეალურია, რომ რამდენიმე პროცენტი...

ალექსანდრე ძნელაძე – საბანკო სექტორი სტაბილურია და მზადაა ეკონომიკის მხარდაჭერისთვის

ალექსანდრე ძნელაძე – საბანკო სექტორი სტაბილურია და მზადაა ეკონომიკის მხარდაჭერისთვის
access_time2021-07-25 10:00:07
“ბანკების ასოციაციაში” აცხადებენ, რომ საბანკო სექტორი სტაბილურია და მზადაა იმ გამოწვევებისთვის, რომლებიც დღის წესრიგში დგას. როგორც ასოციაციის პრეზიდენტმა, ალექსანდრე...


მსგავსი სიახლეები

up