საჰაერო სატვირთო გადაზიდვები 2018 წლის მაჩვენებლებს გაუთანაბრდა – IATA

საჰაერო სატვირთო გადაზიდვები 2018 წლის მაჩვენებლებს გაუთანაბრდა – IATA

access_time2021-04-08 22:30:00

საჰაერო სატვირთო გადაზიდვები, 2021 წლის თებერვალში, 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებთან შედარებით, 9%-ით გაიზარდა, თუმცა იმავდროულად 2018 წლის თებერვლის მაჩვენებლებს გაუტოლდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაცია (IATA) ავრცელებს.


”ყოველთვიურ ჭრილში საჰაერო სატვირთო გადაზიდვები 1,5%-ით გაიზარდა და დაუბრუნდა დონეს, რომელიც ბოლოს 2018 წელს იყო დაფიქსირებული ვიდრე აშშ-ჩინეთის სავაჭრო ომი უარყოფით გავლენას მოახდენდა საჰაერო ტვირთების ბიზნესზე”, – ნათქვამია IATA-ს პრესრელიზში.


უფრო მეტიც, თუ 2021 წლის თებერვლის მაჩვენებლებს 2020 წლის თებერვალთან შევადარებთ საჰაერო სატვირთო გადაზიდვებზე მოთხოვნა 10,8%-ით გაიზარდა. IATA-მ აღნიშნა, რომ COVID-19-ის პანდემიის გამო, საჰაერო ტვირთების ტრანსპორტირების ობიექტური სურათის ასახვისთვის, სასურველია თუ არსებული მაჩვენებლები 2019 წლის ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებლებთან შედარდება.



IATA-ს თანახმად, ინდიკატორის ყველაზე ძლიერი ზრდა 2019 წლის თებერვალთან შედარებით დაფიქსირდა აფრიკაში – 42,3%-ით, ჩრდილოეთ ამერიკაში – 17,1%-ით, ხოლო შუა აღმოსავლეთში ეს მაჩვენებელი გაიზარდა 8,7%-ით, აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში – 7,1%-ით და ევროპაში – 4,7%-ით. ინდიკატორის შემცირება აღინიშნა ლათინურ ამერიკაში – 18,4%-ით.


avianews.ge


თეგები:
IATA



LEFIGARO: გლობალურ პოლიტიკაში საზღვრების მნიშვნელობა ბრუნდება

LEFIGARO: გლობალურ პოლიტიკაში საზღვრების მნიშვნელობა ბრუნდება
access_time2021-04-10 20:00:49
ბოლო 5 წლის მანძილზე ქვეყნებს შორის საზღვრების გახსნილობამ 3 მძიმე დარტყმა მიიღო - ტერორიზმი, მიგრანტები და პანდემია.ამ სამმაგმა შოკმა ის მოიტანა, რომ განვითარებული ქვეყნების მრავალწლიანი მცდელობები საზღვრები ფაქტიურად წაეშალათ, აშკარად ჩავარდა - ფაქტი კი ისაა, რომ საზღვრები არსად არ გამქრალა, და მათ კონტროლი სჭირდებათ.ცივი ომის დასრულებიდან 30 წლის შემდეგ, ჩვენ მორიგი ციკლის დასასრულის მოწმეები ვართ -...

Daily Express: ევროკავშირში განხეთქილების 5 მთავარი ფაქტორი

Daily Express: ევროკავშირში განხეთქილების 5 მთავარი ფაქტორი
access_time2021-04-10 18:05:44
ევროკავშირის ლიდერთა სოლიდარობა და ერთიანობა პანდემიის მთელი პერიოდის მანძილზე დიდი გამოცდის წინაშე დგას, რაც ნათლად ადასტურებს, რამდენად სუსტი და არამყარია ეს გაერთიანება.თანაც კორონავირუსი ერთადერთი მიზეზი არაა, რომლის გამოც ევროკავშირის ერთიანობა კითხვის ქვეშ დგას. ევროპის ქვეყნების ლიდერები შესაძლოა ერთმანეთს შეეჯახონ რამდენიმე საკითხის გამო, რომელმაც მათ შორის უთანხმოება უკვე წარმოქმნა.საკვანძო პრობლემებია - კონსენსუსის არარსებობა...

4-11 მაისი საქართველოს მასშტაბით უქმე დღეებად ცხადდება

4-11 მაისი საქართველოს მასშტაბით უქმე დღეებად ცხადდება
access_time2021-04-09 20:11:02
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო დამსაქმებლებს თანამშრომელთა დისტანციურ სამუშაო რეჟიმში გადაყვანის რეკომენდაციით მიმართავს, 4-11 მაისი კი საქართველოს მასშტაბით უქმე დღეებად ცხადდება, - აღნიშნული გადაწყვეტილებები უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დღეს ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. „საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე...

ჩინეთი საკუთარ ეკონომიკას თავად აზარალებს - Project-syndicate

ჩინეთი საკუთარ ეკონომიკას თავად აზარალებს - Project-syndicate
access_time2021-04-09 20:30:09
      2021 წლის მარტში ჩინეთის ხელმძღვანელობამ ქვეყნის განვითარების 14-წლიანი გეგმა ოფიციალურად დაამტკიცა, რომლის ძირითადი არსია შიდა მოხმარების სტიმულირება და ტექნოლოგიური დამოუკიდებლობის მიღწევა.თუმცა, ამ დოკუმენტზე ჯერ მელანი არ გამშრალა და პეკინი თავისივე სტრატეგიას თავად არღვევს იმით, რომ მნიშვნელოვან სავაჭრო პარტნიორებთან ურთიერთობებს იფუჭებს.კერძოდ, ჩინეთი რამდენიმე ბრიტანელი და კანადელი პოლიტიკოსის, ასევე...

აშშ-მ “ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს წინააღმდეგ ახალი სანქციები დაამტკიცა

აშშ-მ “ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს წინააღმდეგ ახალი სანქციები დაამტკიცა
access_time2021-04-09 19:00:28
აშშ-ს იუსტიციის სამინისტრომ როგორც მინიმუმ სანქციების 2 პაკეტი - „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს და მისი ოპერატორი-კომპანიის გენერალური დირექტორის მატიას ვარინგის წინააღმდეგ - დაამტკიცა - იტყობინება საიტი Politico.თუმცა, ეს შეზღუდვები ჯერ ძალაში არ შესულა და ამ დროისთვის თეთრი სახლი კონსულტაციებს აწარმოებს ახალი სპეცწარმომადგენლის დანიშვნის თაობაზე - სწორედ მას მოუწევს რუსული გაზსადენის წინაამღდეგ საერთაშორისო ძალისხმევის...


მსგავსი სიახლეები

up