საჰაერო მოძრაობის მართვის მოდერნიზების თაობაზე, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და ერთიანი ევროპული ცის კვლევით პროგრამას შორის განზრახულობათა ოქმი გაფორმდა

საჰაერო მოძრაობის მართვის მოდერნიზების თაობაზე, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და ერთიანი ევროპული ცის კვლევით პროგრამას შორის განზრახულობათა ოქმი გაფორმდა

access_time2019-09-27 15:29:32

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორმა ლევან კარანაძემ და ერთიანი ევროპული ცის საჰაერო მოძრაობის ორგანიზების კვლევითი პროგრამის საჯარო-კერძო პარტნიორობის გაერთიანების (SESAR Joint Undertaking) აღმასრულებელმა დირექტორმა ფლორიან გიულერმეთმა განზრახულობათა ოქმს მოაწერეს ხელი. ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.



ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ ევროკომისიის ტრანსპორტისა და მობილობის დირექტორატის ხელმძღვანელი ჰენრიკ ჰოლოლეი, რომელიც ამავე დროს არის SESAR-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარე და საქართველოს ელჩი კანადაში, მუდმივი წარმომადგენელი სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციაში (ICAO) კონსტანტინე ქავთარაძე.



დოკუმენტის თანახმად, მხარეები თანხმდებიან მჭიდრო თანამშრომლობაზე საჰაერო მოძრაობის მართვის მოდერნიზების და ეფექტურობის გაუმჯობესების, ასევე, საჰაერო ნაკადების ოპტიმიზაციის, დაგვიანებების მინიმუმამდე შემცირების და უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების დანერგვის კუთხით. სააგენტოსა და SJU-ს შორის გამართული კონსულტაციების გათვალისწინებით, ოქმში განისაზღვრა ის მიმართულებები, რომელთა კუთხითაც არსებობს ორმხრივი თანამშრომლობის ინტერესი. ესენია: კომუნიკაციის, ნავიგაციის და აერონავიგაციის ინტეგრირებული მომსახურება (integrated CNS), აეროდრომზე მომსახურების მოშორებული (ელექტრონული) მომსახურება (remote digital towers), ავტომატიზირებული სისტემების ურთიერთავსებადობა, კვლევა და ინოვაციები. დოკუმენტით გათვალისწინებულია შესაბამისი ექსპერტების და სპეციალისტების მონაწილეობა SJU-ს შეხვედრებსა და სემინარებში, ასევე სასწავლო და კვლევით პროგრამებში ჩართვის შესაძლებლობა.




შეხვედრაზე, რომელიც მონრეალში გუშინ გაიმართა, ევროკომისიის ტრანსპორტისა და მობილობის დირექტორატის ხელმძღვანელმა მაღალი შეფასება მისცა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიღწევებს საავიაციო უსაფრთხოებისა და უშიშროების სტანდარტების გაუმჯობესების კუთხით. ჰენრიკ ჰოლოლეიმ აღნიშნა, რომ საქართველო მნიშვნელოვანი პარტნიორია ევროკავშირისთვის და ევროკომისია აქტიურად გააგრძელებს ქვეყნის მხარდაჭერას ერთიან საჰაერო სივრცეში ინტეგრაციის და საავიაციო კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან ჰარმონიზაციის თვალსაზრისით. ამასთან, ჰოლოლეიმ სააგენტოს ICAO-ს საბჭოს პრეზიდენტისგან სპეციალური სერტიფიკატების მიღება და ლევან კარანაძეს ICAO-ს მეორმოცე ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად არჩევა მიულოცა. ლევან კარანაძემ ევროპულ მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს საავიაციო სექტორის განვითარების და სააგენტოს ინსტიტუციონალური გაძლიერების კუთხით განხორციელებული და მიმდინარე პროექტებისთვის.



საქართველოს დელეგაცია მონრეალში ICAO-ს რიგით მე-40 ასამბლეაზე დასწრების და საბჭოს წევრების არჩევნებში მონაწილეობის მიღების მიზნით იმყოფება.







ლარი ყველა ძირითად საერთაშორისო ვალუტასთან გაუფასურდა

ლარი ყველა ძირითად საერთაშორისო ვალუტასთან გაუფასურდა
access_time2021-07-28 18:00:31
28 ივლისის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 1.60 თეთრით 3.1052-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე კი დღის ბოლოს კურსმა 3.0963 შეადგინა. დოლარის მსგავსად ლარი ყველა სხვა ძირითად საერთაშორისო და რეგიონულ ვალუტასთან გაუფასურდა. კერძოდ: ევროსთან 2.54 თეთრით 3.6663-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 5.03 თეთრით 4.3091-მდე, თურქულ ლირასთან 0.25 თეთრით 0.3629-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.80 თეთრით 1.8239-მდე, 100 რუსულ რუბლთან 3.40 თეთრით 4.2235-მდე, 1000 სომხურ დრამთან...

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი
access_time2021-07-28 21:00:46
დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი:   1. „ქართულმა ოცნებამ“ შარლ მიშელის შეთანხმება გაუქმებულად გამოაცხადა პარტია „ქართული იცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ შარლ მიშელის შუამავლობით მიღწეული 19 აპრილის შეთანხმება გაუქმებულად გამოაცხადა. კობახიძის განცხადებით მათთვის დადებული პირობის ცალმხრივად ერთგულება...

ლაშა ბექაური ოლიმპიური ჩემპიონია

ლაშა ბექაური ოლიმპიური ჩემპიონია
access_time2021-07-28 15:30:11
21 წლის ქართველმა ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა, 90 კგ წონით კატეგორიაში ტოკიოს ზაფხულის XXXII ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა. ქართული დელეგაციისთვის ეს მესამე მედალია. ვაჟა მარგველაშვილმა და 2012 წლის ოლიმპიურმა ჩემიონმა ლაშა შავდათუაშვილმა ვერცხლის მედლები მოიპოვეს. 90 კგ-იანი წონითი კატეგორია ქართველი ძიუდოისტებისთვის განსაკუთრებულად წარმატებულია. 2004 წელს, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, პირველი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური სწორედ ამ წონაში...

„ქართულმა ოცნებამ“ შარლ მიშელის შეთანხმება გაუქმებულად გამოაცხადა

„ქართულმა ოცნებამ“ შარლ მიშელის შეთანხმება გაუქმებულად გამოაცხადა
access_time2021-07-28 14:50:07
პარტია „ქართული იცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ შარლ მიშელის შუამავლობით მიღწეული 19 აპრილის შეთანხმება გაუქმებულად გამოაცხადა. კობახიძის განცხადებით მათთვის დადებული პირობის ცალმხრივად ერთგულება მიუღებელია. როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარემ აღნიშნა საერთაშორისო პარტნიორებს ოპოზიციურ პარტიებისთვის შეთანხმებაზე ხელმოწერა მკაცრად არ მოუთხოვიათ და ამ ფონზე დოკუმენტის მიმართ ცალმხრივ ერთგულებას მათ ამომრჩეველი არ აპატიებდათ. კობახიძის...

რუსეთ–საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხი შემოდგომაზე განიხილება

რუსეთ–საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხი შემოდგომაზე განიხილება
access_time2021-07-28 17:00:06
რუსეთი მზად არის საქართველოსთან ავიამიმოსვლის განახლების საკითხის განსახილველად, განაცხადა რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გრიგორი კარასინმა. „ჩვენ მზად ვართ ამის (ავიამიმოსვლის აღდგენის პრობლემა) განსახილველად. ვფიქრობ, ადრე თუ გვიან ეს საკითხი გადაწყდება“, – განაცხადა სენატორმა, რომელსაც რუსული სააგენტო ТАСС ციტირებს. ამასთან, კარასინს გაუჭირდა ავიამიმოსვლის განახლების კონკრეტული ვადების დასახელება....


მსგავსი სიახლეები

up