“საგზაო უსაფრთხოების საკითხი პრემიერმა პირად კონტროლზე უნდა აიყვანოს“

“საგზაო უსაფრთხოების საკითხი პრემიერმა პირად კონტროლზე უნდა აიყვანოს“

person access_time2016-07-30 16:30:33

საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია ავტოსკოლების ლიცენზირების საკითხის დაყენებას გეგმავს. როგორც ასოციაციის თავმჯდომარე დავით მესხიშვილი „კომერსანტთან" აცხადებს, მათი ორგანიზაცია სპეციალურ კვლევას ატარებს, რომლის შედეგები საგანგაშოა და გამოჩნდა, რომ  საგზაო მოძრაობის წესების ცოდნა მძღოლების მხრიდან უგულვებელყოფილია. მესხიშვილი ამბობს, რომ ავტოსკოლების ნაწილი თაღლითურად ამზადებს მოსწავლეებს.  ამას გარდა,  თეორიის შესწავლა საჯარო სკოლებში მანდატურების მიერ ხდება, რაც არასრულყოფილია და გვაქვს სიტუაციას, როდესაც არსებობენ ინსტრუქტორები, რომლებმაც თავად ვერ აიღეს მართვის მოწმობა. მესხიშვილი თქმით, ეს სფერო მიშვებულია და შედეგად მძღოლებმა არ იციან საგზაო ნიშნები.

 

საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე ამბობს, რომ აუცილებელია არსებობდეს საგზაო უსაფრთხოების სტრატეგია.  მისივე თქმით, 2015 წელს ავარიების შედეგად 600 - ზე მეტი გარდაცვლილია და 10 ათასზე მეტი დაშავებულია, რაც ევროპაში პირველი მაჩვენებელია. მიმდინარე წელს კი მონიტორინგის შედეგად 15-20%–იანი ზრდა ფიქსირდება. მესხიშვილის ინფორმაციით,  600 გარდაცვლილიდან 180 ქვეითად მოსიარულეა, რაც იმას მიანიშნებს, რომ არსებობს „შავი წერტილები", რომელიც უნდა დადგინდეს და გატარდეს პრევენციული ღონისძიებები.

 

დავით მესხიშვილი მოძრაობის დარეგულირების საკითხებში  საერთაშორისო ექსპერტების მიერ საპატრულო პოლიციის გადამზადებას აუცილებლად მიიჩნევს და ამბობს, რომ საგზაო უსაფრთხოების საკითხი პრემიერმა პირად კონტროლზე უნდა აიყვანოს და ასეთი მაგალითები არსებობს,  როდესაც სერბეთის პრემიერმა საგანგაშო მდგომარეობის დროს პირად კონტროლზე აიყვანა საკითხი. „სახელმწიფომ აქტიური სოციალური კამპანია უნდა აწარმოოს და დაანახოს მძღოლებს ის რისკები, რაც შეიძლება მოყვეს მაღალი სიჩქარით მართვას. ცნობიერების ამაღლებაზე სახელმწიფო უნდა იყოს პასუხისმგებელი" – დასძენს მესხიშვილი.







 




მთავრობამ 11 საინვესტიციო პროექტი 0%-ით აითვისა

მთავრობამ 11 საინვესტიციო პროექტი 0%-ით აითვისა
access_time2020-07-10 20:20:38
საქართველოს აუდიტის სამსახურის 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშში იმ საინვესტიციო პროექტების ჩამონათვალია მოცემული, რომელთა წლიური შესრულება ნულის ტოლი ან 70%-ზე დაბალი იყო. საინვესტიციო კრედიტების 0%-იანი ათვისება შემდეგ პროექტებს ჰქონდა: თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ძირულა-არგვეთას მშენებლობა, ბიუჯეტი - 48. 8 მლნ ლარი, ათვისება 0%; რეგიონული განვითარების...

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ
access_time2020-07-10 17:58:59
კითხვები იმდენია რაც მეტს კითხულობ მეტი კითხვა ჩნდება, მე ვარ მაგთის მოწილე, - კომუნიკაციების ბაზრის რეგულირების კანონში ცვლილებების "სიგიჟე" კომისიის თავმჯდომარეს, ირაკლის რუხაძემ დააზუსტებინა. ცვლილების მუხლის დაშვებით, თუ საკომუნიკაციო ბაზრის ოპერატორის საქმიანობა შელახავს მომხმარებლის ინტერესს, "მაგთიკომის 54% წილს ჰყიდით საქართველოში, თუ რა ხდება ?", - მაგთის მინორიტარმა მფლობელმა ბექაურს უთხრა, რომ მაჟიორიტარ გია ჯოხთაბერიძესთან ურთიერთობებს ქვეყნის გარეთ...

გიორგი რამიშვილი: ამ რედაქციით კანონის მიღება არასწორია

გიორგი რამიშვილი: ამ რედაქციით კანონის მიღება არასწორია
access_time2020-07-10 17:55:51
„სილქნეტისა“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, გიორგი რამიშვილი დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტს მოუწოდებს, არ იქნას ისეთი გადაწყვეტილება მიღებული, რაც სატელეკომუნიკაციო სექტორს დააზარალებს. მისი თქმით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების ამ რედაქციით კანონში შეტანა არ იქნება მართებული. „ამ რედაქციით ამ კანონის მიღება უბრალოდ არ იქნება სწორი და მართებული. მე ვფიქრობ, რომ ემოციები უნდა გავწიოთ...

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ
access_time2020-07-09 17:50:11
კითხვები იმდენია რაც მეტს კითხულობ მეტი კითხვა ჩნდება, მე ვარ მაგთის მოწილე, - კომუნიკაციების ბაზრის რეგულირების კანონში ცვლილებების სიგიჟე კომისიის თავმჯდომარეს, ირაკლის რუხაძემ დააზუსტებინა. ცვლილების მუხლის დაშვებით, თუ საკომუნიკაციო ბაზრის ოპერატორის საქმიანობა შელახავს მომხმარებლის ინტერესს, მაგთიკომის 54% წილს ჰყიდით საქართველოში, თუ რა ხდება ?, - მაგთის მინორიტარმა მფლობელმა ბექაურს უთხრა, რომ მაჟიორიტარ გია ჯოხთაბერიძესთან ურთიერთობებს ქვეყნის გარეთ გაფორმებული...

თურქეთის სასამართლომ აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთება დასაშვებად ცნო

თურქეთის სასამართლომ აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთება დასაშვებად ცნო
access_time2020-07-10 17:42:03
თურქეთის მთავარმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ – სახელმწიფო საბჭომ გააუქმა აია სოფიას მუზეუმად გამოცხადების შესახებ 1934 წლის გადაწყვეტილება. ამის შესახებ თურქული სააგენტო „ანადოლუ“ იტყობინება. ამგვარად, სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილება გზას უხსნის სტამბოლის მთავარი ღირსშესანაშნაობის მეჩეთად გადაკეთებას.„სიენენ თურქის“ ინფორმაციით, აია სოფიას გარშემო ჯებირები უკვე განათავსეს. აია სოფიას ტაძრის სტატუსის გადახედვისა და მისი მეჩეთად გადაკეთების...


მსგავსი სიახლეები

up