საგზაო უსაფრთხოების საკითხებში გაერო-ს ექსპერტი - მოპედებისთვის მართვის მოწმობებისა და რეგისტრაციის პროექტი მნიშვნელოვანია, უამრავი არასრულწლოვანი ჯდება ასეთ სატრანსპორტო საშუალებებზე

საგზაო უსაფრთხოების საკითხებში გაერო-ს ექსპერტი - მოპედებისთვის მართვის მოწმობებისა და რეგისტრაციის პროექტი მნიშვნელოვანია, უამრავი არასრულწლოვანი ჯდება ასეთ სატრანსპორტო საშუალებებზე

access_time2021-05-06 15:10:00

ტრანსპორტის და საგზაო უსაფრთხოების საკითხებში გაერო-ს ექსპერტის, ორგანიზაცია „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ თავმჯდომარის გელა კვაშილავას განცხადებით, მოპედებისთვის მართვის მოწმობებისა და სავალდებულო რეგისტრაციის კანონპროექტი ამ სფეროს რეგულაციისათვის ძალიან მნიშვნელოვანია.


როგორც კვაშილავამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, იმის გამო, რომ მართვის მოწმობის მოთხოვნა არ არსებობს, მოპედის ან სკუტერის მძღოლები საკუთარ თავს უფრო მეტ უფლებას აძლევენ, მათი დაფიქსირება შეუძლებელი ხდება და ეს კანონპროექტი არის ინსტრუმენტი, რომ მათი პასუხისმგებლობა გაიზარდოს.


მისივე თქმით, მოპედების ან სკუტერების მძღოლებს, რომლებიც 25კმ/სთ-ის ზემოთ სიჩქარით გადაადგილდებიან საქართველოში თეორიული გამოცდის ჩაბარება მოუწევთ, თუმცა სხვა ქვეყნებში უფრო რთული მოთხოვნებიც არსებობს.


„პარლამენტში შეტანილი კანონპროექტი ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოში 2019 წელს 20 000-მდე მოპედი, სკუტერი და მსგავსი სატრანსპორტო საშუალება იყო, თუმცა დღეის მონაცემებით, ეს რაოდენობა გასამმაგდა და ყოველწლიურად მატულობს, ამიტომ მნიშნველოვანია ამ სფეროს მოწესრიგება. პრაქტიკაა, რომ 50 კუბური მოცულობის ძრავის მქონე მოპედის მძღოლებს უნდა ჰქონდეთ გავლილი გარკვეული ტრენინგი და საბუთი, რომ შეუძლიათ ატარონ მსგავსი სატრანსპორტო საშუალება, ეს პრაქტიკა მიღებულია ევროპის ყველა ქვეყანაში და არამხოლოდ ევროპაში. ის მოპედები ან სკუტერები, რომლებიც გადაადგილდებიან 25კმ/სთ ზემოთ ყველა ქვეყანაში რეგულირდებიან, საქართველოში მათ თეორიული გამოცდის ჩაბარება მოუწევთ, თუმცა სხვა ქვეყნებში არის უფრო რთული მოთხოვნებიც.



უამრავი ქურდობა ხდება ამ სატრანსპორტო საშუალებების და ფაქტობრივად შეუძლებელია მათი იდენტიფიცირება. თავად მფლობელების ინტერესებშიც შედის, რომ მოხდეს მათი დარეგისტრირება. უამრავი არასრულწლოვანი ჯდება ასეთ სატრანსპორტო საშუალებებზე და ყველასთვის ცნობილია, რომ ეს სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილდებიან ქვეითთა მოძრაობის ზოლზე, ტროტუარებზე, რა პრობლემაც უნდა მოვაგვაროთ, ასევე ხშირად ხდება საგზაო სატრანსპორტო შემთხვევები და ამ მიმართულებით, ამ სფეროს მოწესრიგება, რეგისტრაცია, მძღოლებისადმი მინიმალური მოთხოვნები და ამისთვის თეორიული გამოცდის ჩაბარება არ არის რთული, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში მოწესრიგდეს ეს საკითხი.


იმის გამო, რომ მართვის მოწმობის მოთხოვნა არ არსებობს, ეს ადამიანები უფრო მეტ უფლებას აძლევენ საკუთარ თავს, მათი დაფიქსირება შეუძლებელი ხდება და ეს არის ინსტრუმენტი, რომ მათი პასუხისმგებლობა გაიზარდოს. 2020 წელს 450 ადამიანი გარდაიცვალა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, რომელთა დიდი ნაწილიც მოდის სიჩქარის გადაჭარბებაზე. ამაში შედის მსგავსი სატრანსპორტო საშუალებებიც და ეს კანონი ხელს შეუწყობს, რომ გაიზარდოს ჩაფხუტის ტარებაც და ის მოთხოვნებიც, რაც საჭიროა, რომ უსაფრთხოება იყოს დაცული. იმის გამო, რომ რეგისტრაცია არ არსებობს შეუძლებელია ზუსტი სტატისტიკა ვაწარმოოთ“, - აღნიშნა გელა კვაშილავამ.


ცნობისთვის, შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, მოპედებით გადაადგილებისთვის მძღოლებს მართვის მოწმობები დასჭირდებათ. გომელაურის თქმით, მოპედების რეგისტრაცია სავალდებულო გახდება.


IPN.GE





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up