საგზაო უსაფრთხოება - სატრანსპორტო მოძრაობის მოუგვარებელი პრობლემა

საგზაო უსაფრთხოება - სატრანსპორტო მოძრაობის მოუგვარებელი პრობლემა

access_time2018-05-14 19:15:49

საგზაო უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებული მდგომარეობა, წინა წლებში განხორციელებული რეფორმა და სამომავლო განვითარების პერსპექტივები განიხილეს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე აღმასრულებელი ხელისუფლების, სამოქალაქო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ავტოსაგზაო შემთხვევათა სტატისტიკური მაჩვენებლები წარმოადგინა, რომლის თანახმად, 17 %-ითაა შემცირებული ავტოსაგზაო შემთხვევათა სტატისტიკა. ამ მონაცემს დამამშვიდებლად არ მიიჩნევს სამოქალაქო სექტორი, ვინაიდან ფიქრობენ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევათა მაპროვოცირებელი ფაქტორები სტატისტიკაში არ აისახება.


შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიზისა და რეფორმების სამმართველოს უფროსის, ბექა ლილუაშვილის, განცხადებით, გასულ წელს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების რეფორმის ფარგლებში ამოქმედებული უკონტაქტო პატრულირებისა და მართვის მოწმობებზე დარიცხული ქულათა სისტემის შემოღების შემდეგ გაზრდილია ავტოსაგზაო უსაფრთხოების მაჩვენებლები და შემცირებულია უბედური შემთხვევების სტატისტიკა:


„2017 წლის წლიური მაჩვენებლით, 11 %-ით არის შემცირებული დაღუპულთა რაოდენობა, 15 %-ით არის შემცირებული ავტოსაგზაო, სატრანსპორტო შემთხვევათა რაოდენობა და 12,5 %-ით არის შემცირებული დაშავებულთა რაოდენობა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ქულათა სისტემის რეფორმა, რაც გასულ წელს განხორციელდა, მიუთითებს, რომ შეიცვალა მძღოლების ქცევა, რამაც შედეგად მდგომარეობის გაუმჯობესება გამოიწვია. რაც შეეხება 2018 წლის მაჩვენებლებს, მიმდინარე წლის 4 თვეში, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, რეალურად 6,5 %-იანი შემცირება გვაქვს სიკვდილიანობის მაჩვენებლის“.


ამ სტატისტიკის კვალდაკვალ, ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელის, დავით მესხიშვილის, თქმით, იმისათვის რომ გაურკვეველი არ დარჩეს ავტოსაგზაო შემთხვევათა გამომწვევი მიზეზები, აუცილებელია მათი სტატისტიკური ანალიზიც. დავით მესხიშვილი შენიშნავს აგრეთვე, რომ არსებობს ავტოსაგზაო უსაფრთხოების პოლიტიკის თვალსაზრისით სისტემური და სტრუქტურული პრობლემა, ვინაიდან ტრანსპორტის სექტორის მართვა გაბნეულია 4 სამინისტროში, ამიტომ საჭიროა შეიქმნას ცენტრალიზებული სისტემა. ამასთან, მისივე თქმით, საგზაო მოძრობის კანონში საერთოდ არ ჩანან ბავშვები:


სისტემაში უნდა განხორციელდეს რეფორმა, უნდა განისაზღვროს საგზაო უსაფრთხოებაზე კონკრეტული გადაწყვეტილების მიმღები ორგანო. ამასთან, საგზაო მოძრაობის კანონი უგულებელყოფს საერთოდ ბავშვებს. ამის დასტურია ის, რომ ბავშვი შეიძლება კალთაში ჩაისვა, ამის დასტურია, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში 12 წლამდე ბავშვი მგზავრად არ ითვლება. ეს სამარცხვინოა და დროზე უნდა გამოვასწოროთ, რომ ბავშვები იყვნენ დაცული“.



ბავშვების უსაფრთხოების თვალსაზრისით, სამოქალაქო სექტორი სპეციალური სავარძლების დაკანონების ინიციატივით გამოდის, რასაც იზიარებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტიც. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის, განმარტებით, საგზაო უსაფრთხოების დაცვის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია ახალი ტექნოლოგიების განვითარებაც, იმის გათვალისწინებითაც, რომ წლიდან წლამდე იზრდება ავტოსატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა. ამ საკითხში არჩილ თალაკვაძე საკანონმდებლო ორგანოს როლს უსვამს ხაზს:


ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ქვეყანაში ავტომობილების რაოდენობაც თითქმის 10 %-ით იზრდება და ამ მხრივ მნიშვნელოვანია საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაც, უსაფრთხოების ახალი ტექნოლოგიების დანერგვაც. ამაზე პასუხისმგებელია აღმასრულებელი ხელისუფლება, მუნიციპალური მთავრობები, თუმცა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას პარლამენტის მხრიდან აქვს სრული მხარდაჭერა“.


პლატფორმა „ჰაბჯორჯიას“ დამფუძნებელი ვასილ ურუშაძე მიიჩნევს, რომ სისტემური მიდგომის გარეშე ვერც უკონტაქტო პატრულირების შემოღებით და ვერც ქულათა სისტემის ამოქმედებით ავტოსაგზაო შემთხვევათა მაჩვენებელი ვერ გაუმჯობესდება. მისივე სიტყვებით, კვლავ უცნობია ავტოსაგზაო შემთხვევათა გამომწვევი მიზეზები. შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკაში არის მხოლოდ 4 კომპონენტი: სიჩქარის გადაჭარბება, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მძღოლი, არასწორი მანევრი და დაუდგენელი მიზეზები. ჩამოთვლილი ფაქტორებიდან ვერც ერთზე ვერ ვიტყვით, რომ იყო გამომწვევი მიზეზი, რადგან ამის უკან შეიძლება იდგეს უამრავი მაპროვოცირებელი ფაქტორი, როგორიცაა ინფრასტრუქტურის გაუმართაობა, ავტომობილის ტექნიკური გაუმართაობა და სხვ.:


ჩვენ წლებია ვსაუბრობთ ამ პრობლემაზე. სტატისტიკა გვაქვს საგანგაშო, მაგრამ რეალურად ამ პრობლემის მომგვარებელი უწყება ან პოლიტიკური თანამდებობის პირი ამ ქვეყნაში არ არსებობს და ვერც იარსებებს ასეთი პოლიტიკის პირობებში. ეს არის კომპლექსური პრობლემა, რომელსაც მარტო შინაგან საქმეთა სამინისტრო ვერ მოაგვარებს და ვერც რომელიმე ერთეული უწყება“.


იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე ითქვა, რომ საგზაო უსაფრთხოების მიზნით გასატარებელ ღონისძიებებს შორის იგეგმება მართვის მოწმობის მისაღებად პრაქტიკული საგამოცდო ტესტის ჩაბარება ქალაქის პირობებში, ასევე მოინიშნება ერთგვარი „შავი წერტილები“, ანუ ადგილები, სადაც ყველაზე ხშირია ავტოსაგზაო შემთხვევათა მაჩვენებელი.

 

რადიო თავისუფლება




ბიძინა ივანიშვილის გარემოცვა ჩართული არის ელიტარულ კორუფციაში

ბიძინა ივანიშვილის გარემოცვა ჩართული არის ელიტარულ კორუფციაში
access_time2020-02-25 19:00:51
პარლამენტის დარგობრივ სხდომაზე ფინანსთა მინისტრი არ მივიდა. ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრმა ლევან კობერიძემ გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“  განაცხადა,რომ ფინანსთა მინისტრმა ისინი მოატყუა. „ჩვენ გავაგზავნეთ ფინანსთა და ჯანდაცვის მინისტრებთან წერილი,რომ მობრძანებულიყვნენ ფრაქციაში და კონკრეტულ საკითხებზე გვესაუბრა. ეს საკითხებია დღგ-ს ნაწილში ყალბი აქტივის შექმნა, ტელევიზიების მიერ არგადახდილი დღგ და აზარტული თამაშები.  კითხვები გვქონდა...

როგორ მივაღწიოთ ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას საქართველოში?

როგორ მივაღწიოთ ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას საქართველოში?
access_time2020-02-25 17:00:17
ISET-ი ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით კვლევას აქვეყნებს. მათი ინფორმაციით,საქართველოში ბოლო ათწლეულებში ეკონომიკური პოლიტიკის გარკვეული ინიციატივები ერთმანეთთან შეუსაბამობაში მოდის. მაგალითად, ერთი მხრივ, მთავრობა ცდილობს, წაახალისოს მცირე ფერმერები, გადაინაცვლონ ეკონომიკის სხვა სექტორებში (რისთვისაც წარმოების ხელშემწყობ სააგენტოებს აარსებს), მეორე მხრივ, ეხმარება მათ სხვადასხვა პროგრამებით (მაგ. კოოპერატივების მხარდაჭერით), აიმაღლონ პროდუქტიულობა და დარჩნენ სოფლის მეურნეობაში....

გლობალური პანდემია შესაძლოა მსოფლიოს 1 ტრილიონი დოლარი დაუჯდეს

გლობალური პანდემია შესაძლოა მსოფლიოს 1 ტრილიონი დოლარი დაუჯდეს
access_time2020-02-25 20:00:35
შემაშფოთებელი პერსპექტივა იმის, რომ კორონავირუსის მასშტაბური გავრცელება გლობალიზაციის ეპოქის პირველი მძლავრი პანდემია აღმოჩნდეს, ბადებს ეჭვებს მსოფლიოს ეკონომიკურ სტაბილურობაზე. კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 3000-ს მიაღწია, დაფიქსირდა 80 000-ზე მეტი შემთხვევა.  იტალიაში ვირუსის გავრცელებამ ეკონომიკის უმდიდრეს ზონებს დარტყმა მიაყენა. ზოგი ეკონომისტი საუბრობს, თუ რა შეიძლება გამოიწვიოს არათანაბარმა განვითარებამ გლობალურ...

876 ათასი ლარი ავეჯის შესაძენად – ვინ მართავს ბათუმის სტადიონს

876 ათასი ლარი ავეჯის შესაძენად – ვინ მართავს ბათუმის სტადიონს
access_time2020-02-25 18:00:17
ბათუმის საფეხბურთო სტადიონისთვის ავეჯის შესაძენად აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შპს „სტადიონმა“ ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. სკამების, მაგიდების, დივნების, კარადების და სხვა ინვენტარის შესაძენად აჭარის ბიუჯეტიდან 876 ათასი ლარია გამოყოფილი.ავეჯის დიზაინი, დეტალური ტექნიკური მახასიათებლები, განლაგების სქემა და ნახაზები ტენდერის პირობებშია...

როგორ კარგავს ბიუჯეტი მნიშვნელოვან თანხებს თხევადი აირის იმპორტიდან

როგორ კარგავს ბიუჯეტი მნიშვნელოვან თანხებს თხევადი აირის იმპორტიდან
access_time2020-02-25 15:45:46
თხევადი აირი (LPG) სულ უფრო პოპულარული ხდება ქართველ მომხმარებელში და ამას აქვს არაერთი მიზეზი. მაგალითად არაოფიციალური მონაცემებით (ოფიციალური სტატისტიკა არ იწარმოება), თუ 2 წლის წინ ამ საწვავზე მომუშავე ავტომანქანების რაოდენობა 1 000 ავტომობილს აღწევდა, დღეს მათი რიცხვი 10 000 ავტომობილს აჭარბებს. LPG -ის სწრაფი პოპულარობის მიზეზი კი როგორც ვახსენეთ რამდენიმეა. პირველი და, რა თქმა უნდა, მთავარი არის ფასი. ერთი კოლოგრამი LPG-ის ღირებულება, საშუალოდ 1.25 ლარია. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ...


მსგავსი სიახლეები

up