ჩქარსნული მაგისტრალის ხევი-უბისას მონაკვეთის მშენებელი კომპანია „ჰუნანის“ ინფორმაციით, 22 თებერვალს, ჩინეთიდან საქართველოში ჩამოსული შვიდი თანამშრომელი, პრევენციის მიზნით, სამშენებლო ბანაკის ტერიტორიაზე მდებარე ცალკე საცხოვრებელში განთავსდა.
ჩინეთის შვიდივე მოქალაქემ საქართველოს საზღვარზე გაიარა სავალდებულო სამედიცინო შემოწმება. შემოწმების პროცესში ჩართული იყო დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეგიონული წარმომადგენელი. მიუხედავად იმისა, რომ არცერთ მათგანს ვირუსის არანაირი სიმპტომი არ აღენიშნება და არცერთი მათგანი არ არისჩინეთის ქალაქ უხანიდან, კომპანიის გადაწყვეტილებით, შვიდივე თანამშრომელი სამშენებლო ბანაკის იზოლირებულ შენობაში გაივლის საკარანტინო პერიოდს. ამასთან, ჩინეთის მოქალაქეებზე მუდმივ სამედიცინო მეთვალყურეობას კომპანიის ექიმი განახორციელებს.
ინფორმაციას რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.