„საგზაო პროექტები, მთელი საქართველოს მასშტაბით, აქტიური ტემპით მიმდინარეობს“ - ირაკლი ქარსელაძე

„საგზაო პროექტები, მთელი საქართველოს მასშტაბით, აქტიური ტემპით მიმდინარეობს“ - ირაკლი ქარსელაძე

access_time2022-07-26 13:00:00

,,საგზაო პროექტები, მთელი საქართველოს მასშტაბით, აქტიური ტემპით მიმდინარეობს. წელს, დაახლოებით, 600 კილომეტრი გზის რეაბილიტაციაა დაგეგმილი, რაც წარმატებით ხორციელდება. ახლა ვიმყოფებით გომი-საჩხერე-ჭიათურის 11 კილომეტრიან მონაკვეთზე, სადაც მიმდინარეობს საფუძვლის მოწყობის სამუშაოები და სექტემბერში უკვე მთლიანად 11-ვე კილომეტრი იქნება დასრულებული“-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების დათვალიერების შემდეგ განაცხადა.


სამინისტროს ინფორმაციით, გომი - საჩხერე - ჭიათურა - ზესტაფონის საავტომობილო გზის 32.5 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები 3 ლოტად ხორციელდება. სარეაბილიტაციო მონაკვეთი ჭიათურაში იწყება და ზესტაფონში სრულდება.


გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების გარდა, გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზის 16 სხვადასხვა (კმ84-კმ107) მონაკვეთზე არსებული დამეწყრილი უბნების რეაბილიტაციაც მიმდინარეობს.


,,ამავდროულად, სახელშეკრულებო პროცედურები მიმდინარეობს კიდევ მეორე, დაახლოებით, 9 კილომეტრიან მონაკვეთზე, სადაც ასევე რეაბილიტაციის სამუშაოები განხორციელდება და გაისად დასრულდება. მიმდინარეობს სამუშაოები მეწყრული მონაკვეთების ლიკვიდაციაზე და მთლიანობაში, შეიძლება ითქვას, რომ გომი-საჩხერე-ჭიათურის მიმართულება სრულად იქნება რეაბილიტირებული როგორც საფარის, პარამეტრების, ასევე საგზაო უსაფრთხოების ნორმების დაცვით“-აღნიშნა მინისტრმა.


ჭიათურა-ზესტაფონის მონაკვეთზე გზის საფარი მნიშვნელოვნად იყო დაზიანებული, ასევე მრავლად იყო დამეწყრილი ადგილები, რაც ავტოტრანსპორტის გადაადგილებას ართულებდა.


პროექტის ფარგლებში, სრულად განახლდება გზის სავალი ნაწილი, მოეწყობა ახალი წყალარინების სისტემა, გზის საყრდენი კედლები, ადგილობრივ გზებთან მიერთებები და მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ამაღლების მიზნით მოეწყობა ახალი საგზაო ნიშნები, თვალამრიდები და განხორციელდება გზის სავალი ნაწილის ჰორიზონტალური მონიშვნა. განახლებული გზა ჭიათურასა და ზესტაფონს უმოკლესი გზით დააკავშირებს ერთმანეთთან.
პროექტები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მათი საერთო ღირებულება 69 მლნ. ლარია.


,,გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზა, აღმოსავლეთ-დასავლეთის ცენტრალურ მაგისტრალზე, რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის ერთ-ერთი ძირითადი ალტერნატივაა და მის გამართულ ექსპლუატაციას დიდი მნიშვნელობა აქვს ადგილობრივი თუ სატრანზიტო ტრანსპორტის უწყვეტი გადაადგილებისათვის. ამასთან, ეს გზა, 3 მუნიციპალიტეტს ერთმანეთთან და გზის მიმდებარე სოფლებს რაიონულ ცენტრთან უმოკლესი მანძილით აკავშირებს“-განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.



მინისტრმა ასევე, ხაზი გაუსვა რუფოთი-საზანო-ალისუბანი-თუზი-ქვაციხე-კაცხის საავტომობილო გზის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით პირველი 12 კილომეტრიანი მონაკვეთი დასრულებულია, მიმდინარეობს დარჩენილი მონაკვეთის სამუშაოები. მისი თქმით, აღნიშნული გზა ხელს შეუწყობს თერჯოლის და ჭიათურის მუნიციპალიტეტების ყველაზე მოკლე გზით დაკავშირებას.



რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, რუფოთი-ალისუბანი-საზანო-თუზი-ქვაციხე-კაცხის საავტომობილო გზაზე 2 პროექტად ჯამში 19 კმ-იანი (კმ1-კმ12; კმ13-კმ19) მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.


„აღნიშნული გზა თერჯოლის, ტყიბულის, ჭიათურის და ზესტაფონის მუნიციპალიტეტებისა და მათი მიმდებარე სოფლების საგზაო კავშირს წარმოადგენს.


პროექტის შესაბამისად, განხორციელდება ასფალტ-ბეტონის საფარის განახლება, ხელოვნური ნაგებობების რეაბილიტაცია, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელებისა და ადგილობრივ გზებთან მიერთებების მოწყობა. განხორციელდება გზის ჰორიზონტალური მონიშვნისა და საგზაო ნიშნების მოწყობის სამუშაოები. პროექტი, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი საერთო ღირებულება 16 443 900 ლარია.


აღნიშნულ გზაზე, მომავალ წელს დაგეგმილია 9.4 კმ-იანი (კმ20-კმ28) მონაკვეთის რეაბილიტაცია, რომლის საორიენტაციო ღირებულება 7 მლნ. ლარამდეა.
აღნიშნული, პროექტები საერთო ჯამში უზრუნველყოფს იმერეთის მუნიციპალიტეტების ერთმანეთთან კავშირს სრულად განახლებული, კომფორტული საგზაო ინფრატსრუქტურით და ამ მუნიციპალიტეტების დაკავშირებას ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალთან. ასევე, ხელს შეუწყობს ტურიზმის სოფლის მეურნეობისა და შიდა ვაჭრობის განვითარებას“ – ნათქვამია ინფორმაციაში.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up