საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის წინა წელთან შედარებით 36.4%-ით მეტი თანხაა დახარჯული

საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის წინა წელთან შედარებით 36.4%-ით მეტი თანხაა დახარჯული

access_time2019-08-13 17:35:21

საავტომობილო გზების დეპარტამენტი წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით წელს ორჯერ მეტი გზის რეაბილიტაციას გეგმავს

საავტომობილო გზების დეპარტამენტმა დღეს 6 თვის საქმიანობის ანგარიში წარადგინა.


2019 წლის პირველ ნახევარში საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას უპრეცენდენტო მოცულობის თანხა - 397 838 275 ლარი მოხმარდა, რაც წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით 36.4% მეტია.


საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2019 წლის გეგმა 550 კმ. გზის რეაბილიტაციაა, რაც 2-ჯერ აღემატება წინა წლის მაჩვენებელს.


დღეის მონაცემებით, რეაბილიტაციის კუთხით, გზების დეპარტამენტში 237 პროექტი მიმდინარეობს, რომელთა ჯამური ღირებულება 737 მილიონი ლარია. აქედან 41 პროექტი უკვე დასრულებულია, წლის ბოლომდე კი პროექტების 70% დასრულდება.



რეაბილიტირდა ნიჩბისი-დიდიგორო-დიდი-თონეთის 26 კმ-იანი და ჭრებალო-ნიკორწმინდის დამაკავშირებელი 25.8 კმ-იანი გზები. მუშაობა მიმდინარეობს ისეთ გზებზე , სადაც აქამდე ასფალტ-ბეტონის საფარი არასდროს ყოფილა, მათ შორისაა თიანეთი-ახმეტას 28 კმ-იანი და ხორნაბუჯი-ერისიმედის 21 კმ-იანი მონაკვეთები.
აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები ტურისტული მარშრუტების რეაბილიტაციის მიმართულებით, მათ შორის - ხვამლის მთასთან მისასვლელ გზაზე, ასევე ოკაცეს კანიონთან მისასვლელ და ყინწვისი-გვერძინეთი-ტყემლოვანის გზებზე.
გზების რეაბილიტაციის გარდა, წლის პირველ ნახევარში სამუშაოები განხორციელდა სტიქიის პრევენცია-ლიკვიდაციისა და ნაპირსამაგრი სამუშაოების მიმართულებითაც.



2019 წელს, 6 თვის განმავლობაში, სულ 228 ტენდერი გამოცხადდა და 541 103 278 ლარის ღირებულების ხელშეკრულებები გაფორმდა.






საირმის ტყეში რამდენიმემილიონიანი უცხოური ინვესტიციით სამონადირეო მეურნეობა გაშენდება

საირმის ტყეში რამდენიმემილიონიანი უცხოური ინვესტიციით სამონადირეო მეურნეობა გაშენდება
access_time2019-08-19 17:30:56
საირმის ტყეში სამონადირეო კომპლექსის მოწყობის მიზნით რამდენიმემილიონიანი უცხოური ინვესტიცია განხორციელდება. აუქციონი სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის მოპოვების მიზნით 2...

„ფორსაჟი 9“-ში ქართული წარმოების ჯავშანმანქანა “დიდგორი მეომარი“ გამოჩნდება

„ფორსაჟი 9“-ში ქართული წარმოების ჯავშანმანქანა “დიდგორი მეომარი“ გამოჩნდება
access_time2019-08-19 15:55:25
ჰოლივუდის ფილმის – Fast and Furious 9-ის („ფორსაჟი 9“) ერთ-ერთი ეპიზოდის გადაღებები საქართველოში დღეს დაიწყო.  გადასაღებ მოედანზე ჰოლივუდის ერთ-ერთ ცნობილ ბლოკბასტერში ქართული წარმოების მრავალ ფუნქციური ჯავშანმანქანა “დიდგორი მეომარი“ გამოჩნდება.  ინფორმაცია “კომერსანტს“ თავდაცვის სამინისტროშიც დაუდასტურეს. ადგილობრივი მოსახლეობის მიერ გადაღებულ კადრებშიც ჩანს, როგორი იღებენ ქართული წარმოების მრავალ ფუნქციური ჯავშანმანქანა ერთ-ერთ ყველაზე...

„Gulf Georgia“ „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას” ყიდვას გეგმავს

„Gulf Georgia“  „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას” ყიდვას გეგმავს
access_time2019-08-19 14:30:32
“კომერსანტის“ ინფორმაციით, ბიზნესმენი დავით იაკობაშვილი, რომელიც ამავდროულად  „Gulf Georgia“-ს  უმსხვილესი აქციონერია, „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას” ყიდვას გეგმავს. როგორც “კომერსანტს“ წყარომ განუცხადა მოლაპარაკებები დაახლოებით ერთი წლის წინ დაიწყო. მაშინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ „Gulf“-ი „ვისოლის“ რამდენიმე ავტოგასამართი სადგურების შეძენით იყო დაინტერესებული, ამჟამად კი მოლაპარაკებები მთლიანად „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას” ყიდვაზე...

ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე არსებულ “შავ წერტილებს“ ადამიანების სიცოცხლე ეწირება - ახალი გზის ერთი წლის სტატისტიკა - 10 დაღუპული, 48 - დაშავებული -

ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე არსებულ “შავ წერტილებს“ ადამიანების სიცოცხლე ეწირება -  ახალი გზის ერთი წლის სტატისტიკა - 10 დაღუპული, 48 - დაშავებული -
access_time2019-08-19 13:00:19
ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე წლის განმავლობაში 23 საგზაო შემთხვევა დაფიქსირდა. 10 ადამიანი დაიღუპა, 48 კი დაშავდა. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა მიაწოდა. ბათუმი-ქობულეთის შემოვლითი გზა 2018 წელს არის აშენებული. საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ გზა გამართულია და მაქსიმალურად არის აღჭურვილი ყველა საჭირო საგზაო ნიშნით. „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო...

ხელისუფლების გაუგებარი სავიზო პოლიტიკის გამო ქვეყანა ტურისტულ პოტენციალს კარგავს - ავიაკომპანია INDIGO-სთან მოლაპარაკებები შეფერხდა

ხელისუფლების გაუგებარი სავიზო პოლიტიკის გამო ქვეყანა ტურისტულ პოტენციალს კარგავს - ავიაკომპანია INDIGO-სთან მოლაპარაკებები შეფერხდა
access_time2019-08-19 10:00:29
„ინდურ ავიაკომპანია INDIGO-სთან, რომელსაც ადგილობრივ ბაზარზე 43% უკავია საქართველომ მოლაპარაკებები განაახლა. როგორც „კომერსანტს“ TAV Georgia-ს წარმომადგენელმა განუცხადა, ქართულ მხარესა და ინდურ ავიაკომპანიას შორის კომუნიკაცია რამდენიმე დღის წინ შედგა. „თუმცა, საბოლოოდ მაინც არ არის გადაწყვეტილი  INDIGO წელს დაიწყებს ფრენას საქართველოში თუ არა 2020 წლიდან,“ - აცხადებენ TAV Georgia-ში. ინდურ...


მსგავსი სიახლეები

up